სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება - "გადარჩენის გზამკვლევები", მასობრივი ევაკუაციები, უზარმაზარი ბუნკერები: როდის ელოდებიან საფრთხეს?
ევროპა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება - "გადარჩენის გზამკვლევები", მასობრივი ევაკუაციები, უზარმაზარი ბუნკერები: როდის ელოდებიან საფრთხეს?

“ევ­რო­პა “გა­დარ­ჩე­ნის გზამ­კვლე­ვე­ბით“, ბირ­თვუ­ლი ბუნ­კე­რე­ბით და სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვის გეგ­მე­ბით, მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის­თვის ემ­ზა­დე­ბა,“ - ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა thesun წერს და კონ­ტი­ნენტზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას მი­მო­ი­ხი­ლავს.


სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კონ­ტი­ნენ­ტი ხე­ლახ­ლა ია­რაღ­დე­ბა, რად­გან არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში და­ი­წყებს ომს, რო­მე­ლიც ნა­ტოს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან გან­დევ­ნის და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას აღად­გენს.


საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ და­იც­ვან ქვე­ყა­ნა შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში



ჯა­რის­კა­ცე­ბი ვარ­ჯი­შო­ბენ სრო­ლა­ში - ნორ­ვე­გი­ის ფინ­მარ­კის რე­გი­ო­ნი


ევ­რო­კავ­ში­რი თვლის, რომ შე­საძ­ლოა რუ­სეთ­მა შე­ტე­ვა 2030 წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.


“ბლო­კი უნდა მო­ემ­ზა­დოს მოს­კოვ­თან სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის­თვის,“ - წერს გა­მო­ცე­მა.


ქვეყ­ნე­ბი ამ­ზა­დე­ბენ თა­ვი­ანთ მო­ქა­ლა­ქე­ებს სას­ტი­კი ბრძო­ლის­თვის და ბრი­ტა­ნეთს მო­უ­წო­დე­ბენ შე­უ­ერ­თდეს ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს.


პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ანდჟეი დუ­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ მას სურს აშშ-ის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი გა­ნა­თავ­სოს თა­ვი­სი ქვეყ­ნის მი­წა­ზე


საფ­რან­გეთ­მა შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­დარ­ჩე­ნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოც გა­მოს­ცა.


  • 20 გვერ­დი­ა­ნი ბუკ­ლე­ტი საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩევს, თუ რო­გორ უნდა და­იც­ვან თა­ვე­ბი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­მოჭ­რის, ბირ­თვუ­ლი ავა­რი­ის ან სხვა სა­ხი­ფა­თო შემ­თხვე­ვებ­ში.

ბუკ­ლეტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ყვე­ლა ოჯახს მო­მა­რა­გე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეს წყა­ლი, და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, ბა­ტა­რე­ე­ბი და ძი­რი­თა­დი სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.



ამ კვი­რის და­სა­წყის­ში საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ფრან­გუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლია შემ­დე­გი თა­ო­ბის ჰი­პერბგე­რი­თი ბირ­თვუ­ლი რა­კე­ტე­ბით, გან­ლა­გე­ბუ­ლია მო­კავ­ში­რე გერ­მა­ნი­ის სა­ზღვარ­ზე.


ბერ­ლი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ საფ­რან­გე­თის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით არის და­ცუ­ლი.


რაც შე­ე­ხე­ბა ვარ­შა­ვას, იმე­დოვ­ნებს რომ ბირ­თვულ დაც­ვას მი­ი­ღებს ან საფ­რან­გე­თის­გან, ან ვა­შინგტო­ნის­გან. თა­ვად კი საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა მა­მა­კა­ცის გაწ­ვე­ვას გეგ­მავს.


ნორ­ვე­გი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ემ­ზა­დე­ბა მა­სობ­რი­ვი წვრთნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ქვე­ყა­ნა რუ­სეთ­თან 121 მი­ლის არ­ქტი­კულ სა­ზღვარს იზი­ა­რებს. ის ნა­ტოს წვრთნებს მო­მა­ვალ წელს უმას­პინ­ძლებს.



  • სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბის “გა­დარ­ჩე­ნის გზამ­კვლე­ვე­ბი“ უკვე და­უ­რიგ­დათ.

“გერ­მა­ნი­ის გეგ­მე­ბი, მო­ემ­ზა­დოს მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის­თვის, უკვე გა­მოვ­ლინ­და 1000 გვერ­დი­ან სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტში, სა­ხელ­წო­დე­ბით Operation Germany“, - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

Frankfurter Allgemeine-ის თა­ნახ­მად, სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტებ­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი შე­ნო­ბე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რომ­ლე­ბიც სამ­ხედ­რო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში სპე­ცი­ა­ლურ დაც­ვას სა­ჭი­რო­ე­ბენ.


მთავ­რო­ბა ასე­ვე ად­გენს ბუნ­კე­რე­ბის სიას, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყოს თავ­შე­საფ­რე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.


ბერ­ლი­ნი მზად არის გა­ნა­თავ­სოს 200 000 მან­ქა­ნა და ნა­ტოს 800 000 ჯა­რის­კა­ცი თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თუ რუ­სეთ­თან სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და­ი­წყე­ბა.


ევ­რო­პე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ ნა­ტოს წვრთნებ­ში - თე­ბერ­ვა­ლი

ხოლო ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი რუ­სეთ­თან სა­ზღვარ­ზე ერ­თობ­ლივ თავ­დაც­ვით ხაზს აშე­ნე­ბენ. ის იქ­ნე­ბა ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო თხრი­ლე­ბი, ტყე­ე­ბი, დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, “ზღარ­ბე­ბი“ და სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი.


ევ­რო­კავ­ში­რი სრულ გა­და­ი­ა­რა­ღე­ბას გეგ­მავს და ამის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 800 მი­ლი­არდ ევ­რომ­დე და­ხარ­ჯავს.


იხი­ლეთ ასე­ვე:




00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ევროპა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება - "გადარჩენის გზამკვლევები", მასობრივი ევაკუაციები, უზარმაზარი ბუნკერები: როდის ელოდებიან საფრთხეს?

ევროპა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება - "გადარჩენის გზამკვლევები", მასობრივი ევაკუაციები, უზარმაზარი ბუნკერები: როდის ელოდებიან საფრთხეს?

“ევროპა “გადარჩენის გზამკვლევებით“, ბირთვული ბუნკერებით და სამხედრო გაწვევის გეგმებით, მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება,“ - ამის შესახებ გამოცემა thesun წერს და კონტინენტზე არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.


სტატიაში ნათქვამია, რომ კონტინენტი ხელახლა იარაღდება, რადგან არის საშიშროება, რომ ვლადიმერ პუტინი რამდენიმე წელიწადში დაიწყებს ომს, რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ევროპიდან განდევნის და რუსეთის იმპერიას აღადგენს.


საფრანგეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიცვან ქვეყანა შეჭრის შემთხვევაში



ჯარისკაცები ვარჯიშობენ სროლაში - ნორვეგიის ფინმარკის რეგიონი


ევროკავშირი თვლის, რომ შესაძლოა რუსეთმა შეტევა 2030 წელს განახორციელოს.


“ბლოკი უნდა მოემზადოს მოსკოვთან სრულმასშტაბიანი ომისთვის,“ - წერს გამოცემა.


ქვეყნები ამზადებენ თავიანთ მოქალაქეებს სასტიკი ბრძოლისთვის და ბრიტანეთს მოუწოდებენ შეუერთდეს ევროპულ ქვეყნებს.


პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მას სურს აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს თავისი ქვეყნის მიწაზე


საფრანგეთმა შეჭრის შემთხვევაში თავისი მოქალაქეებისთვის გადარჩენის სახელმძღვანელოც გამოსცა.


  • 20 გვერდიანი ბუკლეტი საფრანგეთის მოქალაქეებს ურჩევს, თუ როგორ უნდა დაიცვან თავები და საყვარელი ადამიანები შეიარაღებული შემოჭრის, ბირთვული ავარიის ან სხვა სახიფათო შემთხვევებში.

ბუკლეტში აღნიშნულია, რომ ყველა ოჯახს მომარაგებული უნდა ჰქონდეს წყალი, დაკონსერვებული საკვები, ბატარეები და ძირითადი სამედიცინო საშუალებები.



ამ კვირის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ფრანგული გამანადგურებლები, რომლებიც აღჭურვილია შემდეგი თაობის ჰიპერბგერითი ბირთვული რაკეტებით, განლაგებულია მოკავშირე გერმანიის საზღვარზე.


ბერლინი, სავარაუდოდ საფრანგეთის ბირთვული იარაღით არის დაცული.


რაც შეეხება ვარშავას, იმედოვნებს რომ ბირთვულ დაცვას მიიღებს ან საფრანგეთისგან, ან ვაშინგტონისგან. თავად კი საფრთხის შემთხვევაში ყველა მამაკაცის გაწვევას გეგმავს.


ნორვეგიის ხელისუფლება ემზადება მასობრივი წვრთნების ჩასატარებლად. ქვეყანა რუსეთთან 121 მილის არქტიკულ საზღვარს იზიარებს. ის ნატოს წვრთნებს მომავალ წელს უმასპინძლებს.



  • სკანდინავიის ქვეყნების “გადარჩენის გზამკვლევები“ უკვე დაურიგდათ.

“გერმანიის გეგმები, მოემზადოს მესამე მსოფლიო ომისთვის, უკვე გამოვლინდა 1000 გვერდიან საიდუმლო დოკუმენტში, სახელწოდებით Operation Germany“, - აღნიშნავს გამოცემა.

Frankfurter Allgemeine-ის თანახმად, საიდუმლო დოკუმენტებში იდენტიფიცირებულია კონკრეტული შენობები და ინფრასტრუქტურა, რომლებიც სამხედრო საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სპეციალურ დაცვას საჭიროებენ.


მთავრობა ასევე ადგენს ბუნკერების სიას, რომლებიც შეიძლება იყოს თავშესაფრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.


ბერლინი მზად არის განათავსოს 200 000 მანქანა და ნატოს 800 000 ჯარისკაცი თავის ტერიტორიაზე, თუ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება.


ევროპელი ჯარისკაცები მონაწილეობას იღებენ ნატოს წვრთნებში - თებერვალი

ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან საზღვარზე ერთობლივ თავდაცვით ხაზს აშენებენ. ის იქნება ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, ტყეები, დაბრკოლებები, “ზღარბები“ და სარაკეტო სისტემები.


ევროკავშირი სრულ გადაიარაღებას გეგმავს და ამისთვის დაახლოებით 800 მილიარდ ევრომდე დახარჯავს.


იხილეთ ასევე: