"თამთა, გილოცავ, ბედნიერი იყავი. ის პატარა ჯიბგირი მომიკითხე" - ასე მიულოცა დაბადების დღეს ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ, კოლეგა თამთა სანიკიძეს. მაშინ ალბათ ტრაპაიძე რთულად წარმოიდგენდა, რომ მის მილოცვას ამხელა ამბავი მოჰყვებოდა.
აღნიშნული სტატუსი რამდნეიმე საათში უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სქრინის სახით გამოაქვეყნა და დაწერა:
"მეგობრობს ხალხი, ერთმანეთი ესაყვარლებათ და ეძვირფასებათ. მერე რა რომ ვიღაც „პროპაგანდონია?“ მერე რა რომ ვიღაც მოღალატეა? მერე რა რომ დიქტატურაში ვცხოვრობთ? ტფილისი ხომ უერთიერთობაა… „ნე გავარიიი…“
პატარაიას მიერ გაკრიტიკებულ ტრაპაიძეს, სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.
"ყველაფერს აქვს საზღვარი. ვექტორი გაასწორეთ და რეჟიმზე მიმართეთ თქვენი რისხვა,თუ შეიძლება რა.
დაბადების დღეების მილოცვა მათთვის ,ვისთანაც წლების მეგობრობა გაკავშირებს, არის ადამიანობა და არავის საქმე არაა,ვის მიულოცავს ნებისმიერი ჩვენგანი...“ - წერდა გრიგოლია, თუმცა დიანას მხარდაჭერის გამო კრიტიკა არც მას დააკლეს.
ორდღიან დაპირისპირებას სოციალურ ქსელში, წერტილი დიანა ტრაპაიძის სტატუსმა დაუსვა. ჟურნალისტი წერს, რომ მისი „დასჯა“ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ კრიტიკოსების შემუშავებულ მესიჯებს რომ არ აწვდის მაყურებელს...
- მივულოცე და ყოველთვის მივულოცავ, მეტიც, მის წაყვანილ ინტერვიუებსაც ვუყურებ, როცა საინტერესო სტუმარია. ჟურნალისტების დიდი ნაწილი საერთოდ შეკითხვას აღარ სვამს. ოცი წელია მესმის რომ ბოლო ბრძოლაა და რა დროს კითხვის დასმაა. ჯერ ადამიანი გადაარჩინეთ თქვენში, მერე პროფესია და ქვეყანა თავისით გადარჩება. თქვენ მართლა პროპაგანდისტებო, თან ყველა დროში. ვიცი რის გამოა ეს “დასჯა”. მაგათ შემუშავებულ მესიჯებს რომ არ ვტენი მაყურებელს და მაგათგან რომ ვერ ვისწავლე სასურველის რეალობად გასაღება.
არცერთი ხელისუფლების ტელევიზიაში არ მიმუშავია (რამდენიმე თვის გარდა,ვიდრე გამოვიქცეოდი) იმედიდან 2015 წელს წამოვედი, "ოცნება" თეთრ ცხენზე რომ იჯდა.
თქვენ მასწავლით ბრძოლას? კეთილსინდისიერებას? სოლიდარობას?
საერთოდ სხვაგან ვარ მეგობრებო, სხვა ლიგაში, ადამიანების.
რაც გინდათ მეძახეთ. თქვენ რომ მერჩით ძალა მემატება. მხოლოდ ის მასუსტებს ჩემი მეგობრები, რომ ღელავენ და ჩემი დაცვის გამო ტალახს ესვრით.