პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკანასკნელად მოეფერა და ბოლომდე უყურა, როგორ მიებარა მიწას მისი 14 წლის ქალიშვილი" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდზე
"უკანასკნელად მოეფერა და ბოლომდე უყურა, როგორ მიებარა მიწას მისი 14 წლის ქალიშვილი" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდზე

თბი­ლის­ში14 წლის მო­ზარ­დი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და.

და­ღუ­პუ­ლი ნია ლა­ლი­აშ­ვი­ლი თბი­ლი­სის 47-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო.

"47-ე სკო­ლა ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ამა­ვე სკო­ლის მე­ცხრე კლა­სე­ლი მოს­წავ­ლის ნია ლა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.ნია გა­მორ­ჩე­უ­ლი , თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი გო­გო­ნა იყო. მისი სიყ­ვა­რუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის გულს და­აკ­ლდე­ბა.უფალ­მა და­უმ­კვიდ­როს ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი!" - წე­რია სკო­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და.

  • ნია ლა­ლი­აშ­ვი­ლი ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრის მე­ვი­ო­ლი­ნის მაგ­და ცინ­ცა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო, ასე­ვე მუ­სი­კო­სია ნიას მა­მაც ვაჩე ლა­ლი­აშ­ვი­ლი. ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"დღეს ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის წევ­რი, ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრის მე­ვი­ო­ლი­ნე და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი მაგ­და ცინ­ცა­ძე უკა­ნას­კნე­ლად მო­ე­ფე­რა და შემ­დეგ ბო­ლომ­დე უყუ­რა რო­გორ მი­ე­ბა­რა მი­წას მისი 14 წლის სა­ო­ცა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი… დღეს პირ­ვე­ლად ვნა­ხე ჩემი ორ­კესტრი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი და შეძ­რუ­ლი… ეს იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე, რაც ყვე­ლას ერ­თად გა­დაგ­ვი­ტა­ნია… ღმერ­თმა ჩა­იკ­რას გულ­ში მისი სპე­ტა­კი სული და გაძ­ლე­ბა მის­ცეს მაგ­დას და აგ­რეთ­ვე შე­სა­ნიშ­ნავ მუ­სი­კოს ვა­ჩეს, ნი­ა­კოს მა­მას… ამ ხან­მოკ­ლე ვი­დე­ო­ში ნი­ა­კო დე­დას­თან ერ­თად მღე­რის… და რო­გორ მღე­რის… თურ­მე სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და… ახლა ან­გე­ლოზ­თა დას­ში იგა­ლო­ბებს…".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"უკანასკნელად მოეფერა და ბოლომდე უყურა, როგორ მიებარა მიწას მისი 14 წლის ქალიშვილი" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდზე

"უკანასკნელად მოეფერა და ბოლომდე უყურა, როგორ მიებარა მიწას მისი 14 წლის ქალიშვილი" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდზე

თბილისში14 წლის მოზარდი ტრაგიკულად დაიღუპა. ახლობლების ინფორმაციით, გოგონა მერვე სართულიდან გადმოვარდა.

დაღუპული ნია ლალიაშვილი თბილისის 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

"47-ე სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის მეცხრე კლასელი მოსწავლის ნია ლალიაშვილის გარდაცვალების გამო.ნია გამორჩეული , თბილი და მეგობრული გოგონა იყო. მისი სიყვარული თითოეული ჩვენგანის გულს დააკლდება.უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!" - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში. ტრაგიკული შემთხვევა თბილისში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

  • ნია ლალიაშვილი ეროვნული ორკესტრის მევიოლინის მაგდა ცინცაძის ქალიშვილი იყო, ასევე მუსიკოსია ნიას მამაც ვაჩე ლალიაშვილი. ნიკოლოზ რაჭველი მომხდართან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, ეროვნული ორკესტრის მევიოლინე და ჩვენი მეგობარი მაგდა ცინცაძე უკანასკნელად მოეფერა და შემდეგ ბოლომდე უყურა როგორ მიებარა მიწას მისი 14 წლის საოცარი ქალიშვილი… დღეს პირველად ვნახე ჩემი ორკესტრი გაქვავებული და შეძრული… ეს იყო ყველაზე მძიმე დღე, რაც ყველას ერთად გადაგვიტანია… ღმერთმა ჩაიკრას გულში მისი სპეტაკი სული და გაძლება მისცეს მაგდას და აგრეთვე შესანიშნავ მუსიკოს ვაჩეს, ნიაკოს მამას… ამ ხანმოკლე ვიდეოში ნიაკო დედასთან ერთად მღერის… და როგორ მღერის… თურმე საოპერო მომღერლობაზე ოცნებობდა… ახლა ანგელოზთა დასში იგალობებს…".