მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ადამიანი ვერ დადის, საუბარიც უჭირდა, მდგომარეობა ძალიან მძიმეა - საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში იყოს“ - ეკა ბესელია გიორგი ჩიკვაიძეზე
“ადამიანი ვერ დადის, საუბარიც უჭირდა, მდგომარეობა ძალიან მძიმეა - საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში იყოს“ - ეკა ბესელია გიორგი ჩიკვაიძეზე

ად­ვო­კატ ეკა ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

  • ჩიკ­ვა­ი­ძე, რო­მე­ლიც მე-9 დღეა შიმ­ში­ლობს, ბე­სე­ლი­ამ გლ­და­ნის მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა. ბე­სე­ლი­ას თქმით, ბრალ­დე­ბულს ცი­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­პირ­და, რომ მას დღეს, გლ­და­ნის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვანს. თუმ­ცა, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, ეს საკ­მა­რი­სი არ არის და ჩიკ­ვა­ი­ძე სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში უნდა მო­თავ­სდეს.

“საკ­მა­ოდ დიდ ხანს გავ­ჩერ­დი და ვე­სა­უბ­რე, რად­გან ძა­ლი­ან მძი­მეა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა, არ შე­უძ­ლია მას ფი­ზი­კუ­რად მოძ­რა­ო­ბა, რაც სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო ნი­შა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში. მისი სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის დე­ტა­ლებ­ში აღ­წე­რა გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ადა­მი­ა­ნი ვერ და­დის, სა­უ­ბა­რიც უჭირ­და, ნელ-ნელა მო­იკ­რი­ბა ძალა, ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლად დგას იმ პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ შიმ­ში­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლოს იქამ­დე, ვიდ­რე ფი­ზი­კუ­რად შეძ­ლებს. ითხოვს, თუნ­დაც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გი­ნონ რა­ტომ შე­ეც­ვა­ლა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ზე მკაც­რი ღო­ნის­ძი­ე­ბით პა­ტიმ­რო­ბით, მისი და­კა­ვე­ბა ისე მოხ­და, რომ არა­ნა­ი­რი სამ­ხი­ლი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. ის ამ­ბობს, რომ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას არ აპი­რებ­და, აპი­რებს, რომ სა­კუ­თა­რი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა გა­აგ­რძე­ლოს.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლიც შე­მო­ვი­და, ესა­უბ­რა მას და უთხრა, რომ გა­და­იყ­ვა­ნენ დღეს, აქვე, ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. [ჩიკ­ვა­ი­ძეს] გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა უნდა, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია არ შე­ე­ზღუ­დოს და სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს თუნ­დაც, დღე­ში ერთი ზარი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ამ პი­რო­ბე­ბის დაც­ვით ის თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ვი­დეს, თუმ­ცა, შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას არ აპი­რებს. ის ალ­ბათ სა­ჭი­რო­ებს, რაც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ვნა­ხე, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყოს, მას­ზე იზ­რუ­ნონ ექი­მებ­მა, შე­ა­ფა­სონ ის რის­კე­ბი, რა რის­კე­ბის ქვე­შაც არის, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რომ­ლის გა­უ­ა­რე­სე­ბაც შიმ­ში­ლო­ბის ფონ­ზე მოხ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად თავ­გან­წირ­ვის რე­ჟიმ­შია, მას გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს ბო­ლომ­დე გა­და­დოს თავი და მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად",- გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ ბიზ­ნეს­მენს, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლა. 11 მარტს გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს.

მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია მისი მე­გო­ბა­რი ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლიც, თუმ­ცა, მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ შიმ­ში­ლო­ბა 12 მარტს და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“ადამიანი ვერ დადის, საუბარიც უჭირდა, მდგომარეობა ძალიან მძიმეა - საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში იყოს“ - ეკა ბესელია გიორგი ჩიკვაიძეზე

“ადამიანი ვერ დადის, საუბარიც უჭირდა, მდგომარეობა ძალიან მძიმეა - საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში იყოს“ - ეკა ბესელია გიორგი ჩიკვაიძეზე

ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

  • ჩიკვაიძე, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, ბესელიამ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. ბესელიას თქმით, ბრალდებულს ციხის ხელმძღვანელი დაპირდა, რომ მას დღეს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანს. თუმცა, უფლებადამცველის თქმით, ეს საკმარისი არ არის და ჩიკვაიძე სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა მოთავსდეს.

“საკმაოდ დიდ ხანს გავჩერდი და ვესაუბრე, რადგან ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა, ეტლით გადაადგილდება, არ შეუძლია მას ფიზიკურად მოძრაობა, რაც სამედიცინო თვალსაზრისით ყველაზე საგანგაშო ნიშანია, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში. მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალებში აღწერა გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი ვერ დადის, საუბარიც უჭირდა, ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა, ძალიან პრინციპულად დგას იმ პოზიციაზე, რომ შიმშილობა გააგრძელოს იქამდე, ვიდრე ფიზიკურად შეძლებს. ითხოვს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოუდგინონ რატომ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება ყველაზე მკაცრი ღონისძიებით პატიმრობით, მისი დაკავება ისე მოხდა, რომ არანაირი სამხილი და მტკიცებულება არ არსებობს. ის ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებდა, აპირებს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება გააგრძელოს.

დაწესებულების ხელმძღვანელიც შემოვიდა, ესაუბრა მას და უთხრა, რომ გადაიყვანენ დღეს, აქვე, ციხის ტერიტორიაზე არსებულ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. [ჩიკვაიძეს] გარკვეული პირობების დაცვა უნდა, რომ კომუნიკაცია არ შეეზღუდოს და საშუალება ჰქონდეს თუნდაც, დღეში ერთი ზარი განახორციელოს. ამ პირობების დაცვით ის თანახმა იქნება სამედიცინო დაწესებულებაში გადავიდეს, თუმცა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ის ალბათ საჭიროებს, რაც ვიზუალურად ვნახე, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში იყოს, მასზე იზრუნონ ექიმებმა, შეაფასონ ის რისკები, რა რისკების ქვეშაც არის, რადგან ჯანმრთელობის თავისი პრობლემები აქვს, რომლის გაუარესებაც შიმშილობის ფონზე მოხდა, ფაქტობრივად თავგანწირვის რეჟიმშია, მას გადაწყვეტილი აქვს ბოლომდე გადადოს თავი და მათ შორის, საკუთარი სიცოცხლის ფასად",- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.