მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გულწრფელად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს: გვინდა ბერლინი?“ - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლო ზავში ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება
“გულწრფელად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს: გვინდა ბერლინი?“ - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლო ზავში ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­კი­თხი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

“ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­კი­თხი იქ­ნე­ბა. ვგრძნობ ამას, ჩვენ ეს გვეს­მის. ეს გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის და ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ცავთ უკ­რა­ი­ნას ამ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. პრე­ზი­დენტ ტრამპს ეს­მის, რომ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბად იუ­რი­დი­უ­ლად არ ვა­ღი­ა­რებთ. არის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, არი­ან ქა­ლა­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ სა­კონ­ტაქ­ტო ხა­ზით არი­ან გა­ყო­ფი­ლი. თუ ზოგ ად­გი­ლას ამ ხაზს და­ტო­ვებთ, თქვენ უბ­რა­ლოდ და­ტო­ვებთ ქა­ლა­ქებს სი­ცო­ცხლის გა­რე­შე. ნა­ხე­ვარ ქა­ლაქ­ში არა­ვინ დაბ­რუნ­დე­ბა და თუ ეს დიდ ქა­ლა­ქებს და­ე­მარ­თე­ბა, მა­შინ ეს იქ­ნე­ბა ბერ­ლი­ნი“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ამ სა­კი­თხზე აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპსაც ესა­უბ­რა.

“გულ­წრფე­ლად ვუ­თხა­რი პრე­ზი­დენტ ტრამპს: “გვინ­და ბერ­ლი­ნი?“ “გვინ­და ბევ­რი ასე­თი ქა­ლა­ქი?“ ვფიქ­რობ, ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­გეთ, რომ ეს ვა­რი­ან­ტი არ არის. ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი არ არის ვა­რი­ან­ტი, ამი­ტომ ჩვენ შე­ვეც­დე­ბით ამ სა­კი­თხის მარ­თვას“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

  • უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნამ კი­დევ რამ­დე­ნი­მე F-16 ტი­პის მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვი მი­ი­ღო.

"უკ­რა­ი­ნა­ში და­მა­ტე­ბი­თი F-16-ები ჩა­მოფ­რინ­და. ეს კარ­გი ახა­ლი ამ­ბა­ვია", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს.

ამას­თან, მან არ და­ა­კონ­კრე­ტა მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვე­ბის რა რა­ო­დე­ნო­ბა მი­ი­ღო უკ­რა­ი­ნამ და რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან.

პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას სუ­მის ოლ­ქში F-16-ის ჩა­მოგ­დე­ბის შე­სა­ხებ და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"რუ­სებ­მა მო­ი­ტყუ­ეს, რომ ჩა­მო­აგ­დეს F-16-ი. ტყუ­ი­ლია! F-16-ი არა­ვინ ჩა­მო­უგ­დია! აი, რამ­დე­ნი­მე F-16 კი ნამ­დვი­ლად ჩა­მოფ­რინ­და უკ­რა­ი­ნა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“გულწრფელად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს: გვინდა ბერლინი?“ - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლო ზავში ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება

“გულწრფელად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს: გვინდა ბერლინი?“ - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლო ზავში ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება.

“ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება. ვგრძნობ ამას, ჩვენ ეს გვესმის. ეს გამოწვევა იქნება ჩვენთვის და ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ უკრაინას ამ საკითხებში, მაგრამ ეს ძალიან გაგვიჭირდება. პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად იურიდიულად არ ვაღიარებთ. არის ტერიტორიები, არიან ქალაქები, რომლებიც ამა თუ იმ საკონტაქტო ხაზით არიან გაყოფილი. თუ ზოგ ადგილას ამ ხაზს დატოვებთ, თქვენ უბრალოდ დატოვებთ ქალაქებს სიცოცხლის გარეშე. ნახევარ ქალაქში არავინ დაბრუნდება და თუ ეს დიდ ქალაქებს დაემართება, მაშინ ეს იქნება ბერლინი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც ესაუბრა.

“გულწრფელად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს: “გვინდა ბერლინი?“ “გვინდა ბევრი ასეთი ქალაქი?“ ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, რომ ეს ვარიანტი არ არის. ბერლინის კედელი არ არის ვარიანტი, ამიტომ ჩვენ შევეცდებით ამ საკითხის მართვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ კიდევ რამდენიმე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი მიიღო.

"უკრაინაში დამატებითი F-16-ები ჩამოფრინდა. ეს კარგი ახალი ამბავია", - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციის დროს.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა მოიერიშე თვითმფრინავების რა რაოდენობა მიიღო უკრაინამ და რომელი ქვეყნიდან.

პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის განცხადებას სუმის ოლქში F-16-ის ჩამოგდების შესახებ და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"რუსებმა მოიტყუეს, რომ ჩამოაგდეს F-16-ი. ტყუილია! F-16-ი არავინ ჩამოუგდია! აი, რამდენიმე F-16 კი ნამდვილად ჩამოფრინდა უკრაინაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.