სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რთულია, შეცვალო გურამ კაშია" - "კიტეს" ახდენილი ოცნება, სპორტული კარიერა და ოჯახი: ყველაფერი ფეხბურთელზე, რომელიც სომხეთთან მატჩისას ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნებს
"რთულია, შეცვალო გურამ კაშია" - "კიტეს" ახდენილი ოცნება, სპორტული კარიერა და ოჯახი: ყველაფერი ფეხბურთელზე, რომელიც სომხეთთან მატჩისას ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი სომ­ხეთ­ში უკვე გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც "ერთა ლი­გის" B დი­ვი­ზი­ო­ნის მო­მა­ვა­ლი მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბის ორრა­უნ­დი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­ირ­კვე­ვა. პირ­ვე­ლი მატ­ჩი ერე­ვან­შია, ვაზ­გენ სარ­ქი­სი­ა­ნის რეს­პუბ­ლი­კურ სტა­დი­ონ­ზე (14 403), 20 მარტს, 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. სა­პა­სუ­ხო მატ­ჩი კი 23 მარტს თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" გა­ი­მარ­თე­ბა.

  • ვილი სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სომ­ხეთ­თან ორრა­უნ­დი­ა­ნი პლეი ოფის პირ­ველ მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი კი­ტე­იშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან გუ­რამ კა­შია დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

სომ­ხე­თის ნაკ­რებ­თან ერთა ლი­გის პლეი-ოფის პირ­ვე­ლი მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ნა­ხე­ვარმცველ­მა ოთარ კი­ტე­იშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა:

"სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნო­ბა მარ­თლაც ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბაა, ჩემს კა­რი­ე­რა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტია. რთუ­ლია, ისე­თი კა­პი­ტა­ნი შეც­ვა­ლო, რო­გო­რიც კა­ში­აა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ტო­ქე გუნ­დი თავს კარ­გად და­ი­ცავს და სწრა­ფი კონ­ტრშე­ტე­ვე­ბი ექ­ნე­ბათ. ზუს­ტად არ ვი­ცით, რო­გორ ითა­მა­შე­ბენ, იქ­ნებ მა­ღა­ლი პრე­სინ­გიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ. პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თა­მაშ­ზე უნდა ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ.

კა­პიტ­ნო­ბა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია. ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ყვე­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გვიყ­ვარს, ამ გუნ­დი­სა და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის კა­პიტ­ნო­ბა ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რი გრძნო­ბაა. მად­ლო­ბა მთა­ვარ მწვრთნელს ნდო­ბის­თვის და იმე­დია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­მა­ში გა­მოგ­ვი­ვა".

Ambebi.ge ახ­ლოს გა­გაც­ნობთ ოთარ კი­ტე­იშ­ვილს, რო­მე­ლიც სომ­ხეთ­თან მატ­ჩი­სას ჩვენს ეროვ­ნულ ნაკ­რებს უკა­პიტ­ნებს:

  • სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა სამ­შობ­ლო­ში

ავ­სტრი­უ­ლი "შტურ­მი­სა“ და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლი 1996 წლის 26 მარტს, რუს­თავ­ში და­ი­ბა­და. "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლის სა­ხელ­ზე ამ კლუბ­ში მო­გე­ბუ­ლი ოთხი ტი­ტუ­ლია. 2015-16 წლებ­ში ორ­ჯერ იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლად. გარ­და ამი­სა, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ის 2017 წლის სე­ზო­ნის სიმ­ბო­ლურ გუნდში მოხ­ვდა. ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი 22 წლის ასაკ­ში "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" კა­პი­ტა­ნი გახ­და, ის ეროვ­ნუ­ლი ლი­გის 2018 წლის სე­ზონ­ში მე­ო­რე ნა­ხევ­რის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­ა­სა­ხე­ლეს. კი­ტე­იშ­ვილ­მა "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 98 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და 17 გოლი გა­ი­ტა­ნა.

  • კი­ტე­იშ­ვი­ლი "შტურმ­ში“

ოთარ კი­ტე­იშ­ვილ­მა სამ­შობ­ლო­დან კა­რი­ე­რა ავ­სტრი­ა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი, გრა­ცის "შტურმ­ში" გა­აგ­რძე­ლა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი 2018 წლის 31 ივ­ლისს მო­ე­წე­რა და ქარ­თვე­ლის ტრანსფე­რი და­ახ­ლო­ე­ბით 800 000 ევრო დაჯ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად მან ავ­სტრი­ის ბუნ­დეს­ლი­გის გუნდთან ხელი 4-წლი­ან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა, შემ­დგომ­ში ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ხან­გრძლივ­და და ის დღემ­დე ავ­სტრი­უ­ლი კლუ­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი ფეხ­ბურ­თე­ლია.

კი­ტე­იშ­ვი­ლი გუნდს თა­ვი­დან­ვე კარ­გად შე­ე­წყო. ქარ­თვე­ლი ამ­ბობ­და, რომ გრაც­ში თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და.

"აქ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩემი მე­უღ­ლე თავს კარ­გად გრძნობს, მე კი გუნდში სა­ი­მე­დო ხალ­ხის ხელ­ში ვარ“, - ამ­ბობ­და "კიტე" 2020 წელს ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"კი­ტეს" სატ­რანსფე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის პი­კიც სწო­რედ "შტურმ­ში" ას­პა­რე­ზო­ბის პე­რი­ოდ­ში დად­გა. ავ­სტრი­ულ გუნდში გა­დას­ვლი­დან მა­ლე­ვე მის­მა სატ­რანსფე­რო ფას­მა 1 მი­ლი­ონ ევ­როს მი­აღ­წია, ცოტა ხან­ში კი 3 მი­ლი­ონს გა­უ­ტოლ­და. transfermarkt - ის თა­ნახ­მად, დღეს მისი სატ­რანსფე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 მლნ. ევ­როა.

2023 წლის 30 აპ­რილს კი­ტე­იშ­ვილ­მა კლუბ­თან ერ­თად პირ­ვე­ლი თასი მო­ი­გო.

მე­ო­რედ 2024 წლის 1-ლ მა­ისს, კი­ტე­იშ­ვი­ლის "შტურ­მი“ ავ­სტრი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

2024 წელი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის მარ­თლაც სა­უ­კე­თე­სო გა­მოდ­გა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში ის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვი­და, შტურ­მის" რი­გებ­ში კი ავ­სტრი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ამას­თა­ნა­ვე, კიტე" ავ­სტრი­ის ბუნ­დეს­ლი­გის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად აღი­ა­რეს.

  • ოჯა­ხი

ოთო კი­ტე­იშ­ვი­ლი ელა ზარ­ნა­ძე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ირ­კვე­ვა, ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. წყვილს ერთი გო­გო­ნა, ლი­ვია ჰყავს. "კი­ტემ" შვი­ლის მო­ლო­დი­ნის ამ­ბა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვარს მო­ედ­ნი­დან, "რედ ბულ ზალცბურ­გის" კარ­ში გა­ტა­ნი­ლი ბურ­თის შემ­დეგ, გო­ლის აღ­ნიშ­ვნი­სას აც­ნო­ბა

"რას ნიშ­ნავ­და ჩემი გო­ლის აღ­ნიშ­ვნა ზალცბურგთან შეხ­ვედ­რა­ში? მამა ვხდე­ბი. ეს იქ­ნე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი მოვ­ლე­ნა და ბედ­ნი­ე­რე­ბა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, ეს ამ­ბა­ვი ამ გზით მეც­ნო­ბე­ბი­ნა. მე და ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, ბავ­შვი დე­კემ­ბერ­ში უნდა და­ი­ბა­დოს", - თქვა ოთომ Kleinezeitung-თან სა­უ­ბარ­ში 2021 წლის მა­ის­ში.

"კე­თი­ლი იყო შენი მობ­რძა­ნე­ბა ამ სამ­ყა­რო­ში, ლი­ვია", - ამ პოს­ტით შე­ე­გე­ბა პა­ტა­რას და­ბა­დე­ბას მა­მი­კო "ინ­სტაგ­რამ­ზე".

რო­გორც სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, წყვი­ლი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს.

ლი­ვია 2022 წელს მო­ი­ნათ­ლეს, მისი ერთ-ერთი ნათ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"რთულია, შეცვალო გურამ კაშია" - "კიტეს" ახდენილი ოცნება, სპორტული კარიერა და ოჯახი: ყველაფერი ფეხბურთელზე, რომელიც სომხეთთან მატჩისას ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნებს

"რთულია, შეცვალო გურამ კაშია" - "კიტეს" ახდენილი ოცნება, სპორტული კარიერა და ოჯახი: ყველაფერი ფეხბურთელზე, რომელიც სომხეთთან მატჩისას ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთში უკვე გაემგზავრა, სადაც "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველი მატჩი ერევანშია, ვაზგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე (14 403), 20 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.

  • ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, სომხეთთან ორრაუნდიანი პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი კიტეიშვილი იქნება, რადგან გურამ კაშია დისკვალიფიცირებულია.

სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:

"საქართველოს ნაკრების კაპიტნობა მართლაც ახდენილი ოცნებაა, ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტია. რთულია, ისეთი კაპიტანი შეცვალო, როგორიც კაშიაა.

სავარაუდოდ, მეტოქე გუნდი თავს კარგად დაიცავს და სწრაფი კონტრშეტევები ექნებათ. ზუსტად არ ვიცით, როგორ ითამაშებენ, იქნებ მაღალი პრესინგიც შემოგვთავაზონ. პირველ რიგში, საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

კაპიტნობა საპასუხისმგებლო და განსაკუთრებული ამბავია. ჩვენი ნაკრები ყველას განსხვავებულად გვიყვარს, ამ გუნდისა და ფეხბურთელების კაპიტნობა ჩემთვის ბედნიერი გრძნობაა. მადლობა მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის და იმედია, წარმატებული თამაში გამოგვივა".

Ambebi.ge ახლოს გაგაცნობთ ოთარ კიტეიშვილს, რომელიც სომხეთთან მატჩისას ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნებს:

  • სპორტული კარიერა სამშობლოში

ავსტრიული "შტურმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი 1996 წლის 26 მარტს, რუსთავში დაიბადა. "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილის სახელზე ამ კლუბში მოგებული ოთხი ტიტულია. 2015-16 წლებში ორჯერ იყო დასახელებული საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ის 2017 წლის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ოთარ კიტეიშვილი 22 წლის ასაკში "დინამო თბილისის" კაპიტანი გახდა, ის ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში მეორე ნახევრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კიტეიშვილმა "დინამო თბილისის" შემადგენლობაში 98 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

  • კიტეიშვილი "შტურმში“

ოთარ კიტეიშვილმა სამშობლოდან კარიერა ავსტრიაში, კონკრეტულად კი, გრაცის "შტურმში" გააგრძელა. ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 31 ივლისს მოეწერა და ქართველის ტრანსფერი დაახლოებით 800 000 ევრო დაჯდა. თავდაპირველად მან ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდთან ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა, შემდგომში ეს ხელშეკრულება გახანგრძლივდა და ის დღემდე ავსტრიული კლუბის შემადგენლობის ძირითადი ფეხბურთელია.

კიტეიშვილი გუნდს თავიდანვე კარგად შეეწყო. ქართველი ამბობდა, რომ გრაცში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა.

"აქ ძალიან მეგობრული ხალხია. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მეუღლე თავს კარგად გრძნობს, მე კი გუნდში საიმედო ხალხის ხელში ვარ“, - ამბობდა "კიტე" 2020 წელს ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.

"კიტეს" სატრანსფერო ღირებულების პიკიც სწორედ "შტურმში" ასპარეზობის პერიოდში დადგა. ავსტრიულ გუნდში გადასვლიდან მალევე მისმა სატრანსფერო ფასმა 1 მილიონ ევროს მიაღწია, ცოტა ხანში კი 3 მილიონს გაუტოლდა. transfermarkt - ის თანახმად, დღეს მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ. ევროა.

2023 წლის 30 აპრილს კიტეიშვილმა კლუბთან ერთად პირველი თასი მოიგო.

მეორედ 2024 წლის 1-ლ მაისს, კიტეიშვილის "შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი გახდა.

2024 წელი ფეხბურთელისთვის მართლაც საუკეთესო გამოდგა, საქართველოს ნაკრების რიგებში ის ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, შტურმის" რიგებში კი ავსტრიის ჩემპიონი გახდა, ამასთანავე, კიტე" ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა პირებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

  • ოჯახი

ოთო კიტეიშვილი ელა ზარნაძეზეა დაქორწინებული. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ისინი წლების განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები. წყვილს ერთი გოგონა, ლივია ჰყავს. "კიტემ" შვილის მოლოდინის ამბავი გულშემატკივარს მოედნიდან, "რედ ბულ ზალცბურგის" კარში გატანილი ბურთის შემდეგ, გოლის აღნიშვნისას აცნობა

"რას ნიშნავდა ჩემი გოლის აღნიშვნა ზალცბურგთან შეხვედრაში? მამა ვხდები. ეს იქნება ჩემი ცხოვრების დიდი მოვლენა და ბედნიერება. შესანიშნავი საშუალება იყო, ეს ამბავი ამ გზით მეცნობებინა. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვართ, ბავშვი დეკემბერში უნდა დაიბადოს", - თქვა ოთომ Kleinezeitung-თან საუბარში 2021 წლის მაისში.

"კეთილი იყო შენი მობრძანება ამ სამყაროში, ლივია", - ამ პოსტით შეეგება პატარას დაბადებას მამიკო "ინსტაგრამზე".

როგორც საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, წყვილი ხშირად მოგზაურობს.

ლივია 2022 წელს მოინათლეს, მისი ერთ-ერთი ნათლია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილია.

წაიკითხეთ ასევე: