სტამბოლში, სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმეს.
უნივერსიტეტის მთავარ ჭიშკართან პოლიციამ სტუდენტების შესაჩერებლად ბარიკადები მოაწყო, მათ შესაჩერებლად ასევე გამოიყენა წიწაკის სპრეი.
ცნობისთვის, თურქეთის პოლიციამ დღეს სტამბოლის მერი დააკავა - ექრემ იმამოღლუ კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.ამასთან, პროკურატურამ დაახლოებით, 100 ადამიანის, მათ შორის, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დაკავების ორდერები გამოსცა.
გუშინ სტამბოლის უნივერსიტეტმა ექრემ იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა.