საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ...? - ვინ არის სტამბოლის მერი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს?
პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ...? - ვინ არის სტამბოლის მერი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს?

თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, სტამ­ბო­ლის მერი, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ და­ა­კა­ვა.

რო­გორც თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, საქ­მე ეხე­ბა კო­რუფ­ცი­ას­თან და ტე­რო­რიზ­მთან მის სა­ვა­რა­უ­დო კავ­ში­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ექ­რე­მი და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე დღით ადრე 2028 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მის კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბამ­დე - თურ­ქე­თის "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტია" მომ­დევ­ნო კვი­რას საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად სწო­რედ მის და­სა­ხე­ლე­ბას აპი­რებ­და.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­კა­ვე­ბამ­დე ერთი დღით ადრე სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს დიპ­ლო­მი, "სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვე­ბის გამო", ბა­თი­ლად ცნო, რაც ხელს შე­უშ­ლის მას არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭისყრა­ში, რად­გან თურ­ქე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ ისეთ პირს შე­უძ­ლია, რო­მელ­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი დიპ­ლო­მი აქვს.

  • ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით, 100 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რე­ბი გა­მოს­ცა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სტამ­ბო­ლის გარ­შე­მო გზე­ბი და­კე­ტა და მომ­დევ­ნო ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლაქ­ში დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა აკ­რძა­ლა.

ექ­რემ იმა­მ­ოღლu, თურ­ქე­თის "რეს­პუბ­ლი­კურ saxalxo" პარ­ტი­ას წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა 2019 წელს, რო­დე­საც სტამ­ბო­ლის მე­რის პოს­ტი და­ი­კა­ვა, ერ­დო­ღა­ნის "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის" პარ­ტი­ას წარ­მო­ად­გენ­და, წლე­ბის შემ­დეგ კი მისი მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გახ­და.

მე­დია წერს, რომ ექ­რე­მი ერ­დო­ღა­ნის კვალს მიჰ­ყვე­ბა და მათი ბი­ოგ­რა­ფია ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს - წარ­სულ­ში ერ­დო­ღა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რაც სტამ­ბო­ლის მე­რო­ბით იწყე­ბო­და. ასე­ვე, ახალ­გაზ­რდო­ბის წლებ­ში ორი­ვე მათ­გა­ნი გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ფეხ­ბურ­თით.

  • 53 წლის ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს ექ­სპერ­ტე­ბის და ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ რო­გორც თურ­ქე­თის მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს. სტამ­ბო­ლის მე­რის პოს­ტი მას 2019 წლი­დან უკა­ვია.

  • ბო­ლოს, 2024 წლის მარ­ტში ჩა­ტა­რე­ბულ მუ­ნი­ცი­პა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“ კან­დი­დატ­მა ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუმ ხმე­ბის 51%-ით და­ა­მარ­ცხა პრე­ზი­დენტ ერ­დო­ღა­ნის "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტი­ის“ კან­დი­და­ტი მუ­რათ ქუ­რუ­მი.

იმა­მ­ოღ­ლუ და­ი­ბა­და ქა­ლაქ აქჩა­ა­ბათ­ში, ტრა­პი­ზო­ნის და­სავ­ლე­თით, და­ამ­თავ­რა ტრა­პი­ზო­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, სა­დაც თა­მა­შობ­და სა­მოყ­ვა­რუ­ლო ფეხ­ბურ­თსა და ხელ­ბურთს. ტრა­პი­ზო­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლობ­და კვიპ­რო­სის გირ­ნეს ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და თა­მა­შობ­და მე­კა­რედ Türk Ocağı Limasol-ში.

1987 წელს მისი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად სტამ­ბოლ­ში გა­და­ვი­და. სწავ­ლობ­და სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მი­ი­ღო ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში, შემ­დეგ მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტში. 1995 წელს იგი და­ქორ­წინ­და დი­ლექ ქა­ი­ა­ზე - წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს.

ექ­რე­მი ცოლ­თან ერ­თად

2002 წელს გახ­და ფეხ­ბურ­თის გუნ­დის, Trabzonspor-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი და ასე­ვე იყო კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის,Trabzonspor B.K-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.

ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს ოჯა­ხი

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2023 წელს თურ­ქე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, მა­შინ­დელ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუმ, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ექ­რე­მი ერთ-ერთ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად და­ა­სა­ხე­ლა.

ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს­თან ერ­თად

ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ა­ზე ექ­რემს თავს და­ესხნენ. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 200-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და მათ შო­რის ექ­რემს, ქვებს ეს­რო­და..იმა­მ­ოღ­ლუ აცხა­დებ­და, რომ ქვე­ბის სრო­ლის შე­დე­გად 17 ადა­მი­ა­ნი მძი­მედ და­ზი­ან­და და მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

2023 წლის 28 მა­ისს, მას შემ­დეგ, რაც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ერ­დო­ღან­მა გა­ი­მარ­ჯვა, იმა­მ­ოღ­ლუმ გა­ნა­ცხა­და, რომ "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­ში" ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იყო სა­ჭი­რო. ის ღიად და­უ­პი­რის­პირ­და პარ­ტი­ის ლი­დერს, ქე­მალ ქი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს.

იმა­ვე წლის 7 ივ­ნისს იმა­მ­ოღ­ლუმ გა­მარ­თა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია და გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ტი­ა­ში ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იყო სა­ჭი­რო. იმა­მ­ოღ­ლუს თქმით, არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით პარ­ტია ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და თურ­ქი ხალ­ხის მო­თხოვ­ნებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს.

რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი მო­მა­ვალ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტად მი­იჩ­ნევს

  • კრი­ტი­კო­სე­ბი აცხდე­ბენ, რომ იმა­მ­ოღ­ლუს და­კა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ერ­დო­ღა­ნი და მისი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უარ­ყო­ფენ პრე­ტენ­ზი­ებს და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ თურ­ქე­თის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია.

თურ­ქე­თის პრო­სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ გარ­და გა­მო­ძალ­ვი­სა და თაღ­ლი­თო­ბი­სა, იმა­მ­ოღ­ლუ ასე­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეხ­მა­რე­ბო­და "ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ას". ეს პარ­ტია ტე­რო­რის­ტულ ჯგუ­ფა­დაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი თურ­ქეთ­ში, ევ­რო­კავ­შირ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და აშშ-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ...? - ვინ არის სტამბოლის მერი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს?

პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ...? - ვინ არის სტამბოლის მერი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს?

თურქეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი და მოწინააღმდეგე, სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა.

როგორც თურქული მედია წერს, საქმე ეხება კორუფციასთან და ტერორიზმთან მის სავარაუდო კავშირებს.

აღსანიშნავია, რომ ექრემი დააკავეს რამდენიმე დღით ადრე 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის კანდიდატად დასახელებამდე - თურქეთის "რესპუბლიკური სახალხო პარტია" მომდევნო კვირას საპრეზიდენტო კანდიდატად სწორედ მის დასახელებას აპირებდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა ექრემ იმამოღლუს დიპლომი, "სხვადასხვა დარღვევების გამო", ბათილად ცნო, რაც ხელს შეუშლის მას არჩევნებში კენჭისყრაში, რადგან თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ისეთ პირს შეუძლია, რომელსაც უმაღლესი განათლება და შესაბამისი დიპლომი აქვს.

  • ამასთან, პროკურატურამ დაახლოებით, 100 ადამიანის, მათ შორის, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დაკავების ორდერები გამოსცა. ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო გზები დაკეტა და მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება აკრძალა.

ექრემ იმამოღლu, თურქეთის "რესპუბლიკურ saxalxo" პარტიას წარმოადგენს, თუმცა 2019 წელს, როდესაც სტამბოლის მერის პოსტი დაიკავა, ერდოღანის "კონსერვატიული სამართლიანობისა და განვითარების" პარტიას წარმოადგენდა, წლების შემდეგ კი მისი მთავარი მოწინააღმდეგე გახდა.

მედია წერს, რომ ექრემი ერდოღანის კვალს მიჰყვება და მათი ბიოგრაფია ძალიან ჰგავს ერთმანეთს - წარსულში ერდოღანის პოლიტიკური კარიერაც სტამბოლის მერობით იწყებოდა. ასევე, ახალგაზრდობის წლებში ორივე მათგანი გატაცებული იყო ფეხბურთით.

  • 53 წლის ექრემ იმამოღლუს ექსპერტების და ანალიტიკოსები განიხილავენ როგორც თურქეთის მომავალ პრეზიდენტს. სტამბოლის მერის პოსტი მას 2019 წლიდან უკავია.

  • ბოლოს, 2024 წლის მარტში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ით დაამარცხა პრეზიდენტ ერდოღანის "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი მურათ ქურუმი.

იმამოღლუ დაიბადა ქალაქ აქჩააბათში, ტრაპიზონის დასავლეთით, დაამთავრა ტრაპიზონის საშუალო სკოლა, სადაც თამაშობდა სამოყვარულო ფეხბურთსა და ხელბურთს. ტრაპიზონის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა კვიპროსის გირნეს ამერიკულ უნივერსიტეტში და თამაშობდა მეკარედ Türk Ocağı Limasol-ში.

1987 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა. სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, შემდეგ მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში. 1995 წელს იგი დაქორწინდა დილექ ქაიაზე - წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ექრემი ცოლთან ერთად

2002 წელს გახდა ფეხბურთის გუნდის, Trabzonspor-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და ასევე იყო კალათბურთის გუნდის,Trabzonspor B.K-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ექრემ იმამოღლუს ოჯახი

  • აღსანიშნავია, რომ 2023 წელს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაშინდელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ, გამარჯვების შემთხვევაში, ექრემი ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად დაასახელა.

ექრემ იმამოღლუ ქემალ ქილიჩდაროღლუსთან ერთად

ქილიჩდაროღლუს მხარდასაჭერ აქციაზე ექრემს თავს დაესხნენ. მაშინ დაახლოებით 200-კაციანი ჯგუფი აქციის მონაწილეებსა და მათ შორის ექრემს, ქვებს ესროდა..იმამოღლუ აცხადებდა, რომ ქვების სროლის შედეგად 17 ადამიანი მძიმედ დაზიანდა და მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

2023 წლის 28 მაისს, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოღანმა გაიმარჯვა, იმამოღლუმ განაცხადა, რომ "რესპუბლიკურ პარტიაში" ცვლილებების განხორციელება იყო საჭირო. ის ღიად დაუპირისპირდა პარტიის ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს.

იმავე წლის 7 ივნისს იმამოღლუმ გამართა პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ პარტიაში ძირეული ცვლილებების განხორციელება იყო საჭირო. იმამოღლუს თქმით, არსებული ფორმით პარტია ვერ აკმაყოფილებდა თურქი ხალხის მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ექრემ იმამოღლუს მთავარ კონკურენტად მიიჩნევს

  • კრიტიკოსები აცხდებენ, რომ იმამოღლუს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა ერდოღანი და მისი პარტიის წარმომადგენლები უარყოფენ პრეტენზიებს და ამტკიცებენ, რომ თურქეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.

თურქეთის პროსამთავრობო მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ გარდა გამოძალვისა და თაღლითობისა, იმამოღლუ ასევე, სავარაუდოდ, ეხმარებოდა "ქურთისტანის მუშათა პარტიას". ეს პარტია ტერორისტულ ჯგუფადაა გამოცხადებული თურქეთში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.