პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავა, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია
შსს - მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავა, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 9 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის 4 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

“წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ასე­ვე, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­სა­ღე­ბი­სა და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა., 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ი. და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ვ. და 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ.

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ც. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ჭ., 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ლ., 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ს., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ფ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, სხვა­დას­ხვა სა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის “ჰე­რო­ი­ნი“, “კო­კა­ი­ნი“, “ალფა პვპ“ “მე­ტა­დო­ნი“, “ტრა­მა­დო­ლი“, “პრე­გა­ბა­ლი­ნი“, “ლი­რი­კა“ და “ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის“ შემ­ცვე­ლი “სუ­ბო­ტექ­სის“ 3000-მდე აბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 19-260-ე და 19-261-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს",- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

შსს - მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავა, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია

შსს - მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავა, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

“წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული გ.ა., 2003 წელს დაბადებული ი.ი. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ა.ვ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული მ.ც. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული მ.ჭ., 1989 წელს დაბადებული გ.ლ., 1967 წელს დაბადებული დ.ს., 1974 წელს დაბადებული მ.ფ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის “ჰეროინი“, “კოკაინი“, “ალფა პვპ“ “მეტადონი“, “ტრამადოლი“, “პრეგაბალინი“, “ლირიკა“ და “ბუპრენორფინის“ შემცველი “სუბოტექსის“ 3000-მდე აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 19-261-ე მუხლებით მიმდინარეობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.