სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინმა, ტრამპთან საუბრის შემდეგ რუს სამხედროებს უბრძანა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისგან თავი შეიკავონ" - კრემლი
"პუტინმა, ტრამპთან საუბრის შემდეგ რუს სამხედროებს უბრძანა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისგან თავი შეიკავონ" - კრემლი

კრემ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ორი­ვე მხა­რეს 30 დღით ენერ­გე­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე დარ­ტყმე­ბის შე­ჩე­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, ხოლო “ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი და­დე­ბი­თად გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და მა­შინ­ვე გას­ცა რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მი­მართ შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა”.

  • გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც კრემ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, აშშ-ის 30-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბობს “უკ­რა­ი­ნა­ში იძუ­ლე­ბი­თი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბის შე­ჩე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა”.

„კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ის არ­დაშ­ვე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კურ-დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით მისი მოგ­ვა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ოდ საკ­ვან­ძო პი­რო­ბა უნდა გახ­დეს კი­ე­ვის­თვის უცხო­უ­რი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის სრუ­ლი შე­ჩე­რე­ბა”, - ნათ­ქვა­მია კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე, გან­ცხა­დე­ბა­ში კრემ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბის­თვის ითხოვს “კონ­ფლიქ­ტის ძი­რე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრის უპი­რო­ბო აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა [და] უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში რუ­სე­თის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას”.

კრემ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ომის ტყვე­ე­ბის გაც­ვლა მოხ­დე­ბა “175-175-ზე” ფორ­მატ­ში და უკ­რა­ი­ნას ასე­ვე გა­და­ე­ცე­მა 23 მძი­მედ დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო. ტყვე­ე­ბის გაც­ვლა კი 19 მარტს შედ­გე­ბა.

“ლი­დე­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს გან­ზრახ­ვა, გა­აგ­რძე­ლონ ძა­ლის­ხმე­ვე­ბი ორ­მხრივ ფორ­მატ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი და­რე­გუ­ლი­რე­ბის მი­საღ­წე­ვად, მათ შო­რის აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამ მიზ­ნით იქ­მნე­ბა რუ­სუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი სა­ექ­სპერ­ტო ჯგუ­ფე­ბი”, - ნათ­ქვა­მია კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პუტინმა, ტრამპთან საუბრის შემდეგ რუს სამხედროებს უბრძანა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისგან თავი შეიკავონ" - კრემლი

"პუტინმა, ტრამპთან საუბრის შემდეგ რუს სამხედროებს უბრძანა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისგან თავი შეიკავონ" - კრემლი

კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორივე მხარეს 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება შესთავაზა, ხოლო “ვლადიმირ პუტინი დადებითად გამოეხმაურა ამ ინიციატივას და მაშინვე გასცა რუსი სამხედროების მიმართ შესაბამისი ბრძანება”.

  • განცხადების თანახმად, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს “უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა”.

„კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ საკვანძო პირობა უნდა გახდეს კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში კრემლი მშვიდობიანად მოგვარებისთვის ითხოვს “კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობისა [და] უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას”.

კრემლის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა მოხდება “175-175-ზე” ფორმატში და უკრაინას ასევე გადაეცემა 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. ტყვეების გაცვლა კი 19 მარტს შედგება.

“ლიდერებმა დაადასტურეს განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევები ორმხრივ ფორმატში უკრაინული დარეგულირების მისაღწევად, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ზემოხსენებული წინადადებების გათვალისწინებით. ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული საექსპერტო ჯგუფები”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: