პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა დასახელდა" - ცნობილია ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსი: რას ითხოვს რუსეთი უკრაინისგან
"კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა დასახელდა" - ცნობილია ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსი: რას ითხოვს რუსეთი უკრაინისგან

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით კრემ­ლი გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს.

  • გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც კრემ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, აშშ-ის 30-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბობს “უკ­რა­ი­ნა­ში იძუ­ლე­ბი­თი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბის შე­ჩე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა”.

“ხაზ­გას­მუ­ლია, რომ კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ის არ­დაშ­ვე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კურ-დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით მისი მოგ­ვა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ოდ საკ­ვან­ძო პი­რო­ბა უნდა გახ­დეს კი­ე­ვის­თვის უცხო­უ­რი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის სრუ­ლი შე­ჩე­რე­ბა”, - ნათ­ქვა­მია კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

კრემ­ლის თა­ნახ­მად, სა­უბ­რი­სას ტრამპმა ორი­ვე მხა­რეს 30 დღით ენერ­გე­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე დარ­ტყმე­ბის შე­ჩე­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, ხოლო “ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი და­დე­ბი­თად გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და მა­შინ­ვე გას­ცა რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მი­მართ შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა”.

ასე­ვე, გან­ცხა­დე­ბა­ში კრემ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბის­თვის ითხოვს "კონ­ფლიქ­ტის ძი­რე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრის უპი­რო­ბო აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა [და] უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში რუ­სე­თის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას”.

კრემ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ომის ტყვე­ე­ბის გაც­ვლა მოხ­დე­ბა “175-175-ზე” ფორ­მატ­ში და უკ­რა­ი­ნას ასე­ვე გა­და­ე­ცე­მა 23 მძი­მედ დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო. ტყვე­ე­ბის გაც­ვლა კი 19 მარტს შედ­გე­ბა.

“ლი­დე­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს გან­ზრახ­ვა, გა­აგ­რძე­ლონ ძა­ლის­ხმე­ვე­ბი ორ­მხრივ ფორ­მატ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი და­რე­გუ­ლი­რე­ბის მი­საღ­წე­ვად, მათ შო­რის აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამ მიზ­ნით იქ­მნე­ბა რუ­სუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი სა­ექ­სპერ­ტო ჯგუ­ფე­ბი”, - ნათ­ქვა­მია კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს თეთ­რი სახ­ლი

თეთ­რი სახ­ლი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ში­ნა­არსზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს დო­ნალდ ტრამ­პი და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი შე­თან­ხმდნენ, რომ ომი უკ­რა­ი­ნა­ში “ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბით უნდა დას­რულ­დეს”.

ასე­ვე ორი ლი­დე­რი შე­თან­ხმდნენ “ენერ­გე­ტი­კა­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე” ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყონ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ტრამ­პი და პუ­ტი­ნი “შე­თან­ხმდნენ, რომ მშვი­დო­ბის­კენ მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყე­ბა ენერ­გე­ტი­კა­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე ცე­ცხლის შე­წყვე­ტით, ისე­ვე რო­გორც შავ ზღვა­ში სა­ზღვაო ცე­ცხლის შე­წყვე­ტის იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე ტექ­ნი­კუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით, სრუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­თა და მუდ­მი­ვი მშვი­დო­ბით”.

თეთ­რი სახ­ლის თა­ნახ­მად, ამ პუნ­ქტებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში.

“ორი­ვე ლი­დე­რი შე­თან­ხმდნენ, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და რუ­სეთს შო­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით მო­მა­ვალს უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია. ეს მო­ი­ცავს ძა­ლი­ან დიდ ეკო­ნო­მი­კურ გა­რი­გე­ბებ­სა და გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას მას შემ­დეგ, რაც მშვი­დო­ბა მი­იღ­წე­ვა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა დასახელდა" - ცნობილია ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსი: რას ითხოვს რუსეთი უკრაინისგან

"კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა დასახელდა" - ცნობილია ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსი: რას ითხოვს რუსეთი უკრაინისგან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შინაარსთან დაკავშირებით კრემლი განცხადებას აქვეყნებს.

  • განცხადების თანახმად, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს “უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა”.

“ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ საკვანძო პირობა უნდა გახდეს კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

კრემლის თანახმად, საუბრისას ტრამპმა ორივე მხარეს 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება შესთავაზა, ხოლო “ვლადიმირ პუტინი დადებითად გამოეხმაურა ამ ინიციატივას და მაშინვე გასცა რუსი სამხედროების მიმართ შესაბამისი ბრძანება”.

ასევე, განცხადებაში კრემლი მშვიდობიანად მოგვარებისთვის ითხოვს "კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობისა [და] უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას”.

კრემლის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა მოხდება “175-175-ზე” ფორმატში და უკრაინას ასევე გადაეცემა 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. ტყვეების გაცვლა კი 19 მარტს შედგება.

“ლიდერებმა დაადასტურეს განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევები ორმხრივ ფორმატში უკრაინული დარეგულირების მისაღწევად, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ზემოხსენებული წინადადებების გათვალისწინებით. ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული საექსპერტო ჯგუფები”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

  • რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში “ხანგრძლივი მშვიდობით უნდა დასრულდეს”.

ასევე ორი ლიდერი შეთანხმდნენ “ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე” ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები.

განცხადების თანახმად, ტრამპი და პუტინი “შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ისევე როგორც შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით”.

თეთრი სახლის თანახმად, ამ პუნქტებზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.

“ორივე ლიდერი შეთანხმდნენ, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ეს მოიცავს ძალიან დიდ ეკონომიკურ გარიგებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას მას შემდეგ, რაც მშვიდობა მიიღწევა”, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: