პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა - რა ხდებოდა პროცესზე?
სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა - რა ხდებოდა პროცესზე?

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ცე­მა „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და “ნეტ­გა­ზე­თის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო და 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი და­ა­კის­რა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ სა­ლიხ შა­ი­ნი­ძემ მი­ი­ღო.

  • გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­ძა­ხი­ლე­ბი: “უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლო”, “ხალ­ხის ძა­ლის გე­ში­ნო­დეს” და ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

სხდო­მას მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ასე­ვე, დღე­ვან­დელ სხდო­მას სა­ელ­ჩო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

"ნეტ­გა­ზე­თის“ მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტო­რის ნეს­ტან ცე­ცხლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ზი­ტი­უ­რო მო­ლო­დი­ნი არ ჰქო­ნია, „ამ­გვარ უტიფ­რო­ბას“ არ ელო­და.

"მე არ მქო­ნია დიდი მო­ლო­დი­ნი, იმი­ტომ, რომ სა­სა­მარ­თლო სა­ერ­თოდ არ არის, მაგ­რამ ამ­გვარ უტიფ­რო­ბას მა­ინც არ ვე­ლო­დი, ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ. ეს უბ­რა­ლოდ, სა­სა­მარ­თლო არაა, უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლოც კი არ არის. სრუ­ლი­ად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბის ოქ­მე­ბით, ცრუ მოწ­მე­ე­ბით მო­სა­მარ­თლემ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ვინც ეს­წრე­ბო­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პრო­ცესს, სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი იყო, რას­თან გვაქვს საქ­მე, რო­გორ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და მოწ­მე­ე­ბის გა­ყალ­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­სა­მარ­თლემ უტიფ­რად მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ნეს­ტან ცე­ცხლა­ძემ.

  • რა თქვა ად­ვო­კატ­მა?

გი­ორ­გი ხიმ­ში­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მზია ამაღ­ლო­ბელ­თან მი­მარ­თე­ბით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და ყვე­ლა უწყე­ბა „აბ­სო­ლუ­ტუ­რად რეპ­რე­სი­უ­ლია“.

„ეს არის ის უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც სამ­წუ­ხა­როდ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მი­მარ­თე­ბით, და­კა­ვე­ბი­დან დღემ­დე, გრძელ­დე­ბა. ვხე­დავთ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­სა და ყვე­ლა უწყე­ბის დო­ნე­ზე, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო ერ­თვე­ბა, რომ მზია ამაღ­ლო­ბელ­თან მი­მარ­თე­ბით პრო­ცე­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რად რეპ­რე­სი­უ­ლია და დას­ჯა­ზეა მი­მარ­თუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ამის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ხიმ­ში­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი, ბა­თუმ­ში, პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან 11 იან­ვარს აქ­ცი­ის დროს თავ­და­პირ­ვე­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, და­ა­კა­ვეს, და­ახ­ლო­ე­ბით ორ სა­ათ­ში გა­მო­უშ­ვეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი, ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან კვლავ და­ა­კა­ვეს სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა - რა ხდებოდა პროცესზე?

სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა - რა ხდებოდა პროცესზე?

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ სალიხ შაინიძემ მიიღო.

  • გადაწყვეტილებას შეძახილები: “უსამართლო სასამართლო”, “ხალხის ძალის გეშინოდეს” და ხმაური მოჰყვა.

სხდომას მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ასევე, დღევანდელ სხდომას საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

"ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორის ნესტან ცეცხლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურო მოლოდინი არ ჰქონია, „ამგვარ უტიფრობას“ არ ელოდა.

"მე არ მქონია დიდი მოლოდინი, იმიტომ, რომ სასამართლო საერთოდ არ არის, მაგრამ ამგვარ უტიფრობას მაინც არ ველოდი, ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს უბრალოდ, სასამართლო არაა, უსამართლო სასამართლოც კი არ არის. სრულიად გაყალბებული დაკავების ოქმებით, ცრუ მოწმეებით მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვინც ესწრებოდა ადმინისტრაციულ პროცესს, სრულიად ნათელი იყო, რასთან გვაქვს საქმე, როგორ მტკიცებულებებისა და მოწმეების გაყალბების საფუძველზე მოსამართლემ უტიფრად მიიღო ეს გადაწყვეტილება, აღმაშფოთებელია“, - განაცხადა ნესტან ცეცხლაძემ.

  • რა თქვა ადვოკატმა?

გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელთან მიმართებით სასამართლო სისტემა და ყველა უწყება „აბსოლუტურად რეპრესიულია“.

„ეს არის ის უკანონო გადაწყვეტილება, რაც სამწუხაროდ მზია ამაღლობელის მიმართებით, დაკავებიდან დღემდე, გრძელდება. ვხედავთ სასამართლო სისტემისა და ყველა უწყების დონეზე, სადაც სახელმწიფო ერთვება, რომ მზია ამაღლობელთან მიმართებით პროცესი აბსოლუტურად რეპრესიულია და დასჯაზეა მიმართული. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამის გამოვლინებაა“, - განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.