პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც" - ნანუკა ჟორჟოლიანი
"ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ვე­ლო­დე­ბი, რომ ბრალს წა­მი­ყე­ნე­ბენ, არ გა­მოვ­რი­ცხავ მი­უ­ახ­ლოვ­დნენ ჩემი და­კა­ვე­ბის ამ­ბავ­საც, ამას ვუშ­ვებ", - ამის შე­სა­ხებ "ნა­ნუ­კას ფონ­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და წე­რი­ლით და­ტო­ვა, სა­დაც ითხოვს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა გა­აც­ნონ, სა­დაც ახ­სნი­ლი იქ­ნე­ბა, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­ყა­და­ღეს მისი ფონ­დი.

  • რო­გორც ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აც­ნობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­ყა­და­ღეს მისი ფონ­დი.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ჩი­ნე­ბა არ ჩაგ­ვბა­რე­ბია. პრო­კუ­რა­ტუ­რა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მა­ტყო­ბი­ნებს რა იყო მათი სა­ფუძ­ვე­ლი, რის შე­დე­გა­დაც მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ერ­თია რომ ზე­და­პი­რულ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, მე­ო­რე რა დევს საქ­მე­ში, რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი მაქვს, რომ პრო­კუ­რო­რე­ბის სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს მი­მა­ლა­ვენ. კარ­გად იცი­ან რა იქ­ნე­ბა ჩემი რე­აქ­ცია ამ პრო­კუ­რო­რე­ბის მი­სა­მარ­თით. კა­ნო­ნი არ გვიკ­რძა­ლავს, მთელ რიგ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვაძ­ლევს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ყვე­ლა პრო­კუ­რორს სა­ხე­ლო­ბი­თად გა­ვა­გე­ბი­ნოთ სი­ნამ­დვი­ლე­ში რის გა­რე­შე და­ტო­ვეს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი. ახლა ჩხრე­კა რომ ჩა­ტარ­დე­ბა, ვე­ლო­დე­ბი, რომ ბრალს წა­მი­ყე­ნე­ბენ, არ გა­მოვ­რი­ცხავ მი­უ­ახ­ლოვ­დნენ ჩემი და­კა­ვე­ბის ამ­ბავ­საც, ამას ვუშ­ვებ. ხომ გე­ცი­ნე­ბათ, ხომ ფიქ­რობთ რომ "ქო­ცებ­მა“ რა სი­გი­ჟე შე­საძ­ლოა ჩა­ი­დი­ნონ, მე ამას ვუშ­ვებ“,- აღ­ნიშ­ნავს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა "ნა­ნუ­კას ფონ­დის“ , "ფროს­ფე­რი­თის“, "ფონ­დი ერ­თმა­ნე­თის­თვის 24/7“-ის, "სირ­ცხვი­ლი­ას“ და "თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლის“ სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის და მათ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის და­ყა­და­ღე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დე­ბი მი­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს წარ­მარ­თავ­დნენ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­სა­დე­ნად სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რის და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნის­თვის. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ფონ­დე­ბი შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს ახ­მა­რენ ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ პირ­თა და მათი ოჯა­ხის წევრთა ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც, ამას ვუშვებ", - ამის შესახებ "ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომელიც პროკურატურაში იმყოფებოდა და წერილით დატოვა, სადაც ითხოვს სასამართლოს განჩინება გააცნონ, სადაც ახსნილი იქნება, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი.

  • როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, პროკურატურა ოფიციალურად არ აცნობს ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი.

"ოფიციალური განჩინება არ ჩაგვბარებია. პროკურატურა ოფიციალურად არ მატყობინებს რა იყო მათი საფუძველი, რის შედეგადაც მიიღეს გადაწყვეტილება. ერთია რომ ზედაპირულ განცხადებას ავრცელებენ, მეორე რა დევს საქმეში, რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. დასაბუთებული ვარაუდი მაქვს, რომ პროკურორების სახელებსა და გვარებს მიმალავენ. კარგად იციან რა იქნება ჩემი რეაქცია ამ პროკურორების მისამართით. კანონი არ გვიკრძალავს, მთელ რიგ შესაძლებლობებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პროკურორს სახელობითად გავაგებინოთ სინამდვილეში რის გარეშე დატოვეს პატარა ბავშვები. ახლა ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც, ამას ვუშვებ. ხომ გეცინებათ, ხომ ფიქრობთ რომ "ქოცებმა“ რა სიგიჟე შესაძლოა ჩაიდინონ, მე ამას ვუშვებ“,- აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა "ნანუკას ფონდის“ , "ფროსფერითის“, "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, "სირცხვილიას“ და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.