მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია" - ისრაელის ავიაიერიშები ღაზაში და 200-ზე მეტი დაღუპული: რა ხდება პალესტინაში დროებითი ზავის დასრულების შემდეგ?
"ეს მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია" - ისრაელის ავიაიერიშები ღაზაში და 200-ზე მეტი დაღუპული: რა ხდება პალესტინაში დროებითი ზავის დასრულების შემდეგ?

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ღა­ზას სექ­ტორ­ში "ჰა­მა­სის“ კუთ­ვნილ ტე­რო­რის­ტულ სა­მიზ­ნე­ებ­ზე "ფარ­თო სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმებს" ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

  • ეს ღა­ზა­ში ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტალ­ღაა მას შემ­დეგ, რაც 19 იან­ვარს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა ამოქ­მედ­და.

პა­ლეს­ტი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცნო­ბით, ღა­ზას სექ­ტორ­ზე ის­რა­ე­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმებს სულ მცი­რე, 200 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. პა­ლეს­ტი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ბევ­რი ბავ­შვია.

რო­გორც Reuters-ი წერს, თავ­დას­ხმე­ბი ბევრ ად­გი­ლას და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის ჩრდი­ლო­ეთ ღა­ზა­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ ღა­ზა­სა და დეირ ალ-ბა­ლახ­ში და ღა­ზას სექ­ტო­რის ცენ­ტრა­ლურ და სამ­ხრეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ხან იუ­ნის­სა და რა­ფაჰ­ში.

"ჰა­მა­სის“ ლი­დე­რის, დაჯ­გუ­ფე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­უ­როს წევ­რის, ეზატ ალ-რიშ­კის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი ღა­ზას სექ­ტორ­ზე ანკლავ­ში დარ­ჩე­ნი­ლი მძევ­ლე­ბის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნია.

  • "ნე­თა­ნი­აჰუს ომში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოკუ­პა­ცი­ის ტყვე­ე­ბის მსხვერ­პლად შე­წირ­ვი­სა და მათ წი­ნა­აღ­მდეგ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მტე­რი ომი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბის გზით ვერ მი­აღ­წევს იმას, რა­საც ვერ მი­აღ­წია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით“, - აღ­ნიშ­ნა ეზატ ალ-რიშკმა.

ცნო­ბის­თვის, 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს "ჰა­მა­სმა“ ის­რა­ე­ლი­დან 251 ადა­მი­ა­ნი გა­ი­ტა­ცა. ღა­ზა­ში დარ­ჩე­ნი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 60 მძე­ვა­ლი. აქე­დან ცო­ცხა­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბია.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბით, მან და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ის­რა­ელ კაც­მა სამ­ხედ­რო­ებს და­ა­ვა­ლეს, რომ ღა­ზა­ში "ჰა­მა­სის“ წი­ნა­აღ­მდეგ მკაც­რი ქმე­დე­ბე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ის­რა­ელ კაც­მა ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებს ღა­ზას სექ­ტორ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰა­მა­სის“ წი­ნა­აღ­მდეგ მკაც­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და­ა­ვა­ლეს. ეს მოჰ­ყვა "ჰა­მა­სის“ არა­ერთ უარს ჩვე­ნი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა იმ წი­ნა­და­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მან მი­ი­ღო აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის სტივ ვიტ­კო­ფი­სა და შუ­ა­მავ­ლე­ბის­გან“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ნე­თა­ნი­აჰუს ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რის ოფის­ში აცხა­დე­ბენ, რომ თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ღა­ზა­ში "ჰა­მა­სის“ ობი­ექ­ტებს ურტყამს, რათა ომის მიზ­ნებს მი­აღ­წი­ოს.

ცნო­ბის­თვის, დრო­ე­ბი­თი ზა­ვის პირ­ვე­ლი ეტა­პი 1-ელ მარტს დას­რულ­და, რის შემ­დე­გაც მომ­ლა­პა­რა­კებ­ლე­ბი მისი გაგ­რძე­ლე­ბის გზის პოვ­ნას ცდი­ლობ­დნენ. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა მხა­რე­ებს პირ­ვე­ლი ეტა­პის აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გა­ხან­გრძლი­ვე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ღა­ზა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბი­სა და ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ებ­ში მყო­ფი პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტიმ­რე­ბის შემ­დგო­მი გაც­ვლა უნდა მომ­ხდა­რი­ყო. პა­ლეს­ტი­ნელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლი და "ჰა­მა­სი“ ვერ შე­თან­ხმდნენ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, სტივ ვიტ­კო­ფის მიერ არა­პირ­და­პირ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წარ­დგე­ნი­ლი შე­თან­ხმე­ბის ძი­რი­თად ას­პექ­ტებ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია" - ისრაელის ავიაიერიშები ღაზაში და 200-ზე მეტი დაღუპული: რა ხდება პალესტინაში დროებითი ზავის დასრულების შემდეგ?

"ეს მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია" - ისრაელის ავიაიერიშები ღაზაში და 200-ზე მეტი დაღუპული: რა ხდება პალესტინაში დროებითი ზავის დასრულების შემდეგ?

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში "ჰამასის“ კუთვნილ ტერორისტულ სამიზნეებზე "ფართო საჰაერო დარტყმებს" ახორციელებენ.

  • ეს ღაზაში ავიაიერიშების ყველაზე დიდი ტალღაა მას შემდეგ, რაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების ცნობით, ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს სულ მცირე, 200 ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია.

როგორც Reuters-ი წერს, თავდასხმები ბევრ ადგილას დაფიქსირდა, მათ შორის ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ქალაქ ღაზასა და დეირ ალ-ბალახში და ღაზას სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარე ხან იუნისსა და რაფაჰში.

"ჰამასის“ ლიდერის, დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს წევრის, ეზატ ალ-რიშკის განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორზე ანკლავში დარჩენილი მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია.

  • "ნეთანიაჰუს ომში დაბრუნების გადაწყვეტილება ოკუპაციის ტყვეების მსხვერპლად შეწირვისა და მათ წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილებაა. მტერი ომისა და განადგურების გზით ვერ მიაღწევს იმას, რასაც ვერ მიაღწია მოლაპარაკებების გზით“, - აღნიშნა ეზატ ალ-რიშკმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასმა“ ისრაელიდან 251 ადამიანი გაიტაცა. ღაზაში დარჩენილია, დაახლოებით, 60 მძევალი. აქედან ცოცხალი, სავარაუდოდ, ნახევარზე ნაკლებია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სამხედროებს დაავალეს, რომ ღაზაში "ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ქმედებები გაეტარებინათ.

"პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება დაავალეს. ეს მოჰყვა "ჰამასის“ არაერთ უარს ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მან მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის სტივ ვიტკოფისა და შუამავლებისგან“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

  • ისრაელის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალები ღაზაში "ჰამასის“ ობიექტებს ურტყამს, რათა ომის მიზნებს მიაღწიოს.

ცნობისთვის, დროებითი ზავის პირველი ეტაპი 1-ელ მარტს დასრულდა, რის შემდეგაც მომლაპარაკებლები მისი გაგრძელების გზის პოვნას ცდილობდნენ. შეერთებულმა შტატებმა მხარეებს პირველი ეტაპის აპრილის შუა რიცხვებამდე გახანგრძლივება შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ღაზაში დაკავებული მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების შემდგომი გაცვლა უნდა მომხდარიყო. პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელი და "ჰამასი“ ვერ შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მიერ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე წარდგენილი შეთანხმების ძირითად ასპექტებზე.