პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონის ნორმები ზოგადად, ონლაინ მედიაზე არ გავრცელდება, მაგრამ გავრცელდება მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე" - მამუკა მდინარაძე
"კანონის ნორმები ზოგადად, ონლაინ მედიაზე არ გავრცელდება, მაგრამ გავრცელდება მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე" - მამუკა მდინარაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, “მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი გავ­რცელ­დე­ბა მა­უ­წყებ­ლე­ბის ვებ-გვერ­დებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ონ­ლა­ინ მე­დი­ას, რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, კა­ნო­ნის ნორ­მე­ბი მათ­ზე არ გავ­რცელ­დე­ბა.

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი ქცე­ვა­თა წე­სე­ბი გა­და­დის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღ­სრუ­ლე­ბა­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ის გა­და­დის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­რო­ში. თუ აქამ­დე იყო თვით­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში და კონ­კრე­ტულ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებს თა­ვად ჰქონ­დათ კონ­კრე­ტულ დარ­ღვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის უფ­ლე­ბა, ახლა ეს ფუნ­ქცია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სას გა­და­ე­ცე­მა.

ასე­ვე, უმ­რავ­ლე­სო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, ამა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გარ­და იმ ნორ­მე­ბი­სა, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლი იყო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კორ­პუ­სის მიერ, ბრი­ტა­ნუ­ლი სტან­დარ­ტი, ასე­ვე გავ­რცელ­დეს, მა­უ­წყებ­ლე­ბის ვებ-გვერ­დებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე.

დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო კი­თხვა: გავ­რცელ­დე­ბა თუ არა ონ­ლა­ინ მე­დი­ა­ზე ზო­გა­დად? - არა. ონ­ლა­ინ მე­დი­ა­ზე ზო­გა­დად, არ გავ­რცელ­დე­ბა, მაგ­რამ მა­უ­წყებ­ლე­ბის შე­სა­ბა­მის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მებ­ზე კა­ნო­ნის ნორ­მე­ბი გავ­რცელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კანონის ნორმები ზოგადად, ონლაინ მედიაზე არ გავრცელდება, მაგრამ გავრცელდება მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე" - მამუკა მდინარაძე

"კანონის ნორმები ზოგადად, ონლაინ მედიაზე არ გავრცელდება, მაგრამ გავრცელდება მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონი გავრცელდება მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე.

  • რაც შეეხება ონლაინ მედიას, როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის ნორმები მათზე არ გავრცელდება.

"მაუწყებლობის შესახებ კანონი, ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევათა წესები გადადის სავალდებულო აღსრულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადის სახელმწიფო რეგულირების სფეროში. თუ აქამდე იყო თვითრეგულირებაში და კონკრეტულ მედია საშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება, ახლა ეს ფუნქცია კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისას გადაეცემა.

ასევე, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, ამა საკითხთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებული იყო ჟურნალისტების კორპუსის მიერ, ბრიტანული სტანდარტი, ასევე გავრცელდეს, მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე.

დღეს აქტუალური იყო კითხვა: გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად? - არა. ონლაინ მედიაზე ზოგადად, არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, - განაცხადა მდინარაძემ.