პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელი პანიკა იყო, ხალხმა ერთმანეთი გადათელა... მე გადავრჩი, ჩემი და დაიღუპა" - ხანძრის გამო, რომელსაც ჩრდ. მაკედონიაში 59 ადამიანი ემსხვერპლა,  ღამის კლუბის მეპატრონე და კიდევ 15-მდე ადამიანი დააკავეს
"საშინელი პანიკა იყო, ხალხმა ერთმანეთი გადათელა... მე გადავრჩი, ჩემი და დაიღუპა" - ხანძრის გამო, რომელსაც ჩრდ. მაკედონიაში 59 ადამიანი ემსხვერპლა,  ღამის კლუბის მეპატრონე და კიდევ 15-მდე ადამიანი დააკავეს

ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში ღა­მის კლუბ­ში მომ­ხდარ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში პო­ლი­ცი­ამ 15-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა.

ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, პან­ჩე ტოს­კოვ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და­ი­კი­თხე­ბი­ან. მისი თქმით, არ­სე­ბობს ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და ქრთა­მის აღე­ბა­სა და კო­რუფ­ცი­ას შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სას. და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გა­მო­ი­წე­რა იმ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზეც, რომ­ლებ­მაც კლუ­ბის ლი­ცენ­ზია გას­ცეს. მა­ნამ­დე ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ კლუ­ბის მფლო­ბე­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.

თავ­და­პირ­ველ ცნო­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ტოს­კოვ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ხან­ძა­რი პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით წარ­მოქ­მნილ­მა ნა­პერ­წკლებ­მა გა­მო­იწ­ვია, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან აა­ლე­ბა­დი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ ჭერს მოხ­ვდა.

მა­რი­ჯა ტა­სე­ვა შა­ბათს, დას­თან ერ­თად, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის კლუბ "პულსში“, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ჰიპ-ჰოპ ჯგუ­ფის მო­სას­მე­ნად წა­ვი­და.

"უცებ ატყდა სა­ში­ნე­ლი ყვი­რი­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბი მოგ­ვი­წო­დებ­დნენ გავ­სუ­ლი­ყა­ვით შე­ნო­ბი­დან... სა­ში­ნე­ლი პა­ნი­კა იყო, ხალ­ხმა ერ­თმა­ნე­თი გა­და­თე­ლა..." - გა­ნუ­ცხა­და 19 წლის გო­გო­ნამ "რო­ი­ტერსს".

სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ხალ­ხი ცდი­ლობ­და გაქ­ცე­უ­ლი­ყო ცე­ცხლი­დან, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ მხო­ლოდ ერთი გა­სას­ვლე­ლი იყო ღია, და­ახ­ლო­ე­ბით, 500 ადა­მი­ა­ნის­თვის, კლუ­ბი­დან კი­დევ ერთი გა­სას­ვლე­ლი და­კე­ტი­ლი იყო.

"არ ვიცი, რო­გორ და­ვე­ცი, ად­გო­მა ვერ მო­ვას­წა­რი და იმ მო­მენ­ტში პა­ნი­კა­ში მყო­ფი ხალ­ხი ჩემ­ზე გა­დარ­ბო­და, დიდ ტკი­ვილს ვგრძნობ­დი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც შევ­ძე­ლი უსაფრ­თხო ად­გი­ლამ­დე მის­ვლა, მაგ­რამ ჩემ­მა დამ ვერ შეძ­ლო, მე გა­დავ­რჩი, მაგ­რამ ჩემი და გარ­და­იც­ვა­ლა", - ყვე­ბა ის.

ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის მთავ­რო­ბამ, მომ­ხდა­რის გამო, შვიდ­დღი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­და.

  • შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ კო­ჩან­ში მდე­ბა­რე ღა­მის კლუბ­ში ხან­ძა­რი მა­შინ გაჩ­ნდა, რო­დე­საც ასო­ბით ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ჰიპ-ჰოპ დუ­ე­ტის DNK-ის კონ­ცერ­ტზე იყო შეკ­რე­ბი­ლი. და­ი­ღუ­პა 59 და და­შავ­და 155 ადა­მი­ა­ნი.

წი­თე­ლი ჯვრის მო­ხა­ლი­სე მუს­ტა­ფა სა­ი­დოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ღუ­პულ­თა უმე­ტე­სო­ბა 18-დან 20 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­შა­ვე­ბულ­თა­გან 20-ზე მეტი და და­ღუ­პულ­თა­გან სამი 18 წლამ­დე ასა­კი­საა.

"უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რი­ე­ბია, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა“, - თქვა მან.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"საშინელი პანიკა იყო, ხალხმა ერთმანეთი გადათელა... მე გადავრჩი, ჩემი და დაიღუპა" - ხანძრის გამო, რომელსაც ჩრდ. მაკედონიაში 59 ადამიანი ემსხვერპლა,  ღამის კლუბის მეპატრონე და კიდევ 15-მდე ადამიანი დააკავეს

"საშინელი პანიკა იყო, ხალხმა ერთმანეთი გადათელა... მე გადავრჩი, ჩემი და დაიღუპა" - ხანძრის გამო, რომელსაც ჩრდ. მაკედონიაში 59 ადამიანი ემსხვერპლა,  ღამის კლუბის მეპატრონე და კიდევ 15-მდე ადამიანი დააკავეს

ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 15-მდე ადამიანი დააკავა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პანჩე ტოსკოვსკიმ განაცხადა, რომ დაკავებულები დაიკითხებიან. მისი თქმით, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ადგილი ჰქონდა ქრთამის აღებასა და კორუფციას შენობის მშენებლობისას. დაკავების ორდერი გამოიწერა იმ ოფიციალურ პირებზეც, რომლებმაც კლუბის ლიცენზია გასცეს. მანამდე ადგილობრივმა მედიამ კლუბის მფლობელის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

თავდაპირველ ცნობებზე დაყრდნობით, ტოსკოვსკიმ განაცხადა, რომ ხანძარი პიროტექნიკის გამოყენებით წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია, რომლებიც ძალიან აალებადი მასალისგან დამზადებულ ჭერს მოხვდა.

მარიჯა ტასევა შაბათს, დასთან ერთად, ჩრდილოეთ მაკედონიის კლუბ "პულსში“, ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ ჰიპ-ჰოპ ჯგუფის მოსასმენად წავიდა.

"უცებ ატყდა საშინელი ყვირილი, ადამიანები მოგვიწოდებდნენ გავსულიყავით შენობიდან... საშინელი პანიკა იყო, ხალხმა ერთმანეთი გადათელა..." - განუცხადა 19 წლის გოგონამ "როიტერსს".

სასოწარკვეთილი ხალხი ცდილობდა გაქცეულიყო ცეცხლიდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი გასასვლელი იყო ღია, დაახლოებით, 500 ადამიანისთვის, კლუბიდან კიდევ ერთი გასასვლელი დაკეტილი იყო.

"არ ვიცი, როგორ დავეცი, ადგომა ვერ მოვასწარი და იმ მომენტში პანიკაში მყოფი ხალხი ჩემზე გადარბოდა, დიდ ტკივილს ვგრძნობდი, თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელი უსაფრთხო ადგილამდე მისვლა, მაგრამ ჩემმა დამ ვერ შეძლო, მე გადავრჩი, მაგრამ ჩემი და გარდაიცვალა", - ყვება ის.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ, მომხდარის გამო, შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

  • შეგახსენებთ, გუშინ კოჩანში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ასობით ქვეყანაში პოპულარული ჰიპ-ჰოპ დუეტის DNK-ის კონცერტზე იყო შეკრებილი. დაიღუპა 59 და დაშავდა 155 ადამიანი.

წითელი ჯვრის მოხალისე მუსტაფა საიდოვმა განაცხადა, რომ დაღუპულთა უმეტესობა 18-დან 20 წლამდე ახალგაზრდები არიან. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთაგან 20-ზე მეტი და დაღუპულთაგან სამი 18 წლამდე ასაკისაა.

"უმძიმესი ისტორიებია, სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა“, - თქვა მან.

წყარო

იხილეთ ასევე: