სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“31 მარტი ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, თუ ერთობა არარეალისტურია, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი“ - თინა ბოკუჩავა
“31 მარტი ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, თუ ერთობა არარეალისტურია, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი“ - თინა ბოკუჩავა

„ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილს შო­რის გა­და­უ­ლა­ხავ გან­სხვა­ვე­ბად დარ­ჩე­ბა ის, რომ მან პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღო - ამ ფაქტს ის­ტო­რია შე­ა­ფა­სებს, რო­გორც ერთი მე­და­სავ­ლე­თე პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც მე­ო­რე მე­და­სავ­ლე­თე პრე­ზი­დენ­ტი არ შე­ი­წყა­ლა და მისი ხე­ლით და­ტო­ვა ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის ტყვე­ო­ბა­ში“, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნა­ცხა­დი იქ­ნე­ბო­და.

„გა­სა­გე­ბია, რომ მისი შე­წყა­ლე­ბა არ გა­მო­იწ­ვევ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თუმ­ცა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ ბრძო­ლა­ში, სა­დაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ერთ მხა­რეს თა­ვი­სუ­ფა­ლი, მე­და­სავ­ლე­თე, პრო­ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოა და მე­ო­რე მხა­რეს ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ცხა­დე და ამ თვალ­საზ­რი­სით ეს იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნა­ცხა­დი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვამ გან­მარ­ტა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თხოვ­ნა იყო მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ, რომ მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ ყვე­ლა ფორ­მატ­ში, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

თინა ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, 31 მარ­ტი ერ­თგვარ ბოლო ვა­დად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, რად­გან თუ ერ­თო­ბა მარ­თლაც ეფე­მე­რუ­ლი და უტო­პი­უ­რია, მა­შინ უნდა დას­რულ­დეს "ყალ­ბი სა­უ­ბა­რი" - ყვე­ლა პარ­ტი­ამ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დოს.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ უკი­დუ­რეს უსა­მარ­თლო­ბად მიგ­ვაჩ­ნია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის არ­შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თა­ვად პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის თხოვ­ნა იყო მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ, რომ ჩვენ ყვე­ლა ფორ­მატ­ში, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიგ­ვე­ღო. თუმ­ცა აქაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, იმე­დი მაქვს, რომ 31 მარ­ტი იქ­ნე­ბა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ეს ერ­თგვარ ბოლო ვა­დად უნდა გან­ვსა­ზღვროთ, რად­გან თუ ეს ერ­თო­ბა მარ­თლაც ეფე­მე­რუ­ლი, არა­რე­ა­ლის­ტუ­რი და უტო­პი­უ­რია, მა­შინ უნდა და­ვას­რუ­ლოთ ყალ­ბი სა­უ­ბა­რი აღ­ნიშ­ნულ­ზე და ყვე­ლა პარ­ტი­ამ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დოს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­სა­მარ­ცხებ­ლად. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით უწყობს ხელს გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე სწო­რი გზა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, თუმ­ცა ეს არის დე­მოკ­რა­ტია, სა­დაც ყვე­ლას აქვს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, თა­ვად გან­სა­ზღვროს თა­ვი­სი "მო­დუს ოპე­რან­დი" და ვე­რა­ვის და­ვა­ძა­ლებთ, დიდ სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ურ ფრონ­ტში გა­ერ­თი­ან­დეს, სა­დაც მზად ვიქ­ნე­ბო­დით ყვე­ლას­თან, მათ შო­რის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“31 მარტი ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, თუ ერთობა არარეალისტურია, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი“ - თინა ბოკუჩავა

“31 მარტი ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, თუ ერთობა არარეალისტურია, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი“ - თინა ბოკუჩავა

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის გადაულახავ განსხვავებად დარჩება ის, რომ მან პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება არ მიიღო - ამ ფაქტს ისტორია შეაფასებს, როგორც ერთი მედასავლეთე პრეზიდენტი, რომელმაც მეორე მედასავლეთე პრეზიდენტი არ შეიწყალა და მისი ხელით დატოვა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვეობაში“, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იქნებოდა.

„გასაგებია, რომ მისი შეწყალება არ გამოიწვევდა სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა ამ მნიშვნელოვან ცივილიზაციურ ბრძოლაში, სადაც სინამდვილეში ერთ მხარეს თავისუფალი, მედასავლეთე, პროევროპული საქართველოა და მეორე მხარეს ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ძალიან მნიშვნელოვანია მორალური პოლიტიკური სიცხადე და ამ თვალსაზრისით ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც ბოკუჩავამ განმარტა, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო მისი მხარდამჭერების და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ ყველა ფორმატში, რომელიც ოპოზიციის ერთიანობას ემსახურება.

თინა ბოკუჩავას თქმით, 31 მარტი ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განისაზღვროს, რადგან თუ ერთობა მართლაც ეფემერული და უტოპიურია, მაშინ უნდა დასრულდეს "ყალბი საუბარი" - ყველა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკიდურეს უსამართლობად მიგვაჩნია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მესამე პრეზიდენტის არშეწყალების გადაწყვეტილება, თავად პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნა იყო მისი მხარდამჭერების და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომ ჩვენ ყველა ფორმატში, რომელიც ოპოზიციის ერთიანობას ემსახურება, მონაწილეობა მიგვეღო. თუმცა აქაც გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, იმედი მაქვს, რომ 31 მარტი იქნება ამის შესაძლებლობა და ეს ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, რადგან თუ ეს ერთობა მართლაც ეფემერული, არარეალისტური და უტოპიურია, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი აღნიშნულზე და ყველა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თვალსაზრისით უწყობს ხელს გაერთიანებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სწორი გზა გამარჯვებისთვის, თუმცა ეს არის დემოკრატია, სადაც ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, თავად განსაზღვროს თავისი "მოდუს ოპერანდი" და ვერავის დავაძალებთ, დიდ საერთო პოზიციურ ფრონტში გაერთიანდეს, სადაც მზად ვიქნებოდით ყველასთან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთან კოორდინაციისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.