დონალდ ტრამპი, თეთრი სახლის ტერიტორიაზე, ილონ მასკის შვილთან ერთად დააფიქსირეს. როგორც ცნობილია, ოთხი წლის ბავშვი მამასთან და პრეზიდენტთან ერთად ფლორიდაში გაფრინდა, სადაც ტრამპი შაბათ-კვირის გატარებას გეგმავს.
მანამდე მასკმა უმცროსი შვილი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, ტრამპთან ვიზიტისას წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ მილიარდერს "Lil X" სახელმწიფო დონის ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად დაჰყავს.
This is just too precious pic.twitter.com/kwKhJ90qTv
— Karli Bonne’ 🇺🇸 (@KarluskaP) March 14, 2025
Tesla-ს დამფუძნებლის პირველი შვილი 2002 წელს დაიბადა, უმცროსი კი 2021 წელს. პირველი ექვსი შვილი მას ყოფილ მეუღლესთან ჰყავს.
2020 წელს მილიარდერსა და მომღერალ-კომპოზიტორ გრაიმსს (რომლის ნამდვილი სახელია კლერ ბუჩერი) პირველი შვილი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ, გრაიმსმა 2022 წლის მარტში Vanity Fair-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ წყვილი შერიგდა და მეორე შვილი სუროგატის მეშვეობით შეეძინა.
ილონ მასკს სხვადასხვა ქალებისგან, საერთო ჯამში, ამ დროისთვის 14 შვილი ჰყავს.