მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუნებრივია, ამერიკელები პირობას წააყენებდნენ. უპირობოდ შევრიგდეთო ამას არ ეტყოდნენ"  - გია ხუხაშვილი დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრაზე
"ბუნებრივია, ამერიკელები პირობას წააყენებდნენ. უპირობოდ შევრიგდეთო ამას არ ეტყოდნენ"  - გია ხუხაშვილი დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრაზე

ამე­რი­კე­ლებს თა­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და ბუ­ნებ­რი­ვია ისი­ნი შეხ­ვდე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, აბა რას იზა­მენ? ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში რის­თვის ზის? მას ყვე­ლას­თან ექ­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია. თუ ეს კო­მუ­ნი­კა­ცია ვინ­მეს არ მოს­წონს, თა­ვის თავს და­აბ­რა­ლოს ( ოპო­ზი­ცია მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში), -ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა, გია ხუ­ხაშ­ვილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩის, რო­ბინ და­ნი­გა­ნის შეხ­ვედ­რის თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლოგ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ აღ­ნიშ­ნა, შე­საძ­ლოა ამე­რი­კის ელჩმა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის­თვის გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნა.

ასე­ვე, ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო "პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი“.

"შეხ­ვედ­რას მო­ნო­ლო­გის სახე ექ­ნე­ბო­და. და­ნი­გა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის გარ­კვე­ულ პი­რო­ბებს წა­ა­ყე­ნებ­და. ეს პი­რო­ბე­ბი არის ვექ­ტო­რის დაბ­რუ­ნე­ბა იმ კა­ლა­პოტ­ში, რა­შიც ვი­თარ­დე­ბო­და ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა რუ­სე­თის­კენ შეტ­რი­ალ­და და ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის ლუკ­მა გახ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა დას­რულ­დეს და ქვე­ყა­ნა უნდა და­უბ­რუნ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გან­სა­ზღვრულ მი­მარ­თუ­ლე­ბას. ასე­ვე სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბო­და პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ამ ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი.

შორს მი­მა­ვალ დას­კვნებს ვა­კე­თებთ. ეს არის წი­ნა­და­დე­ბე­ბის ფორ­მა­ლი­ზე­ბა. რად­გან მი­ნის­ტრად მო­იხ­სე­ნია ეს არის დე-ფაქ­ტო ვი­თა­რე­ბა, დე-ფაქ­ტო ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი არის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. რა თქმა უნდა, მას ლე­გი­ტი­მუ­რად არ ვა­ღი­ა­რებთ, მაგ­რამ დე ფაქ­ტოდ.

მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უნდა მივ­ყვეთ. ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­მა­ში. ბუნ­დო­ვან ვი­თა­რე­ბა­ში რომ ვართ ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ ამა­ში "თა­ვი­სი წვლი­ლი“ ოპო­ზი­ცი­ა­საც მი­უ­ძღვნის. ამე­რი­კე­ლე­ბი ოპო­ზი­ცი­ა­შიც ვერ ხე­და­ვენ წელ­ში გა­მოყ­ვა­ნილ ოპო­ზი­ცი­ას. ამე­რი­კე­ლებს თა­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და ბუ­ნებ­რი­ვია ისი­ნი შეხ­ვდე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, აბა რას იზა­მენ? ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში რის­თვის ზის? მას ყვე­ლას­თან ექ­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია. თუ ეს კო­მუ­ნი­კა­ცია ვინ­მეს არ მოს­წონს, თა­ვის თავს და­აბ­რა­ლოს (ოპო­ზი­ცია მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში)“,- გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ტო­ლოგ­მა.

ხუ­ხაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ "კარ­გს არა­ფერ მო­უ­ტანს“.

"ბუ­ნებ­რი­ვია, ამე­რი­კე­ლე­ბი პი­რო­ბას წა­ა­ყე­ნებ­დნენ. უპი­რო­ბოდ შევ­რიგ­დე­თო ამას არ ეტყოდ­ნენ, ეს გა­სა­გე­ბია. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს უკან და­სა­ხე­ვი რე­სურ­სი, ამა­შია მათი პრობ­ლე­მა. ვერც ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­საც უკან ვერ და­აბ­რუ­ნე­ბენ. სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბის ეში­ნი­ათ. ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი ნა­ბი­ჯი, სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბად აღიქ­მე­ბა. არ მგო­ნია, რომ ამ შეხ­ვედ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის რამე კარ­გი მო­ი­ტა­ნოს“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, და­ნი­გა­ნი-ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა რა გზავ­ნი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ოპო­ზი­ცი­ის­თვის, ხუ­ხაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს სჭირ­დე­ბათ ისე­თი საყ­რდე­ნე­ბი ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა და, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა.

"და­სავ­ლელ­მა პარტნი­ო­რებ­მა და ელ­ჩებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს ოპო­ზი­ცია. ოპო­ზი­ცია არ არის სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­ში. და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მი­სი საყ­რდე­ნე­ბი სჭირ­დე­ბათ, ძლი­ე­რი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა და, რომ­ლებ­საც ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა აქვთ“,- აღ­ნიშ­ნა მან.

პო­ლი­ტო­ლოგ­მა ასევ ისა­უბ­რა უწყვეტ პრო­ტესტზე. მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ამ პრო­ტეს­ტში სრულ­ფა­სოვ­ნად ინ­ტეგ­რა­ცია ვერ მო­ა­ხერ­ხა.

"ამ­დე­ნი დრო გა­ვი­და, პრო­ტეს­ტში სრულ­ფა­სოვ­ნად ინ­ტეგ­რა­ცი­აც კი ვერ მო­ა­ხერ­ხეს. სულ გა­და­დე­ბა, გა­და­დე­ბა, ახლა 31 მარ­ტი გა­მოგ­ვი­ცხა­დეს. ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ჩვენ მათი ერთ პარ­ტი­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა კი არ გვინ­და. ჩვენ გვინ­და მათი კარ­გი კო­ორ­დი­ნა­ცია იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა და­უბ­რუნ­დეს ევ­რო­პულ გზას. რა­ტომ წე­ლა­ვენ? აქამ­დე რა­ტომ არ გა­ა­კე­თეს? ამა­სო­ბა­ში მოვა ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბიც. ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ რამ­დე­ნი დრო და­ი­კარ­გა. მხე­დარ­თმთავ­რის გა­რე­შე მო­გე­ბუ­ლი ომი გი­ნა­ხავთ? მძღო­ლო­ბა უნ­დათ, მაგ­რამ უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე უნ­დათ დაჯ­დო­მა და არა სა­ჭეს­თან.

უნდა გა­ა­კე­თონ და თუ ვერ აკე­თე­ბენ ეს არის სი­სუს­ტე, სხვა კი არა­ფე­რი. მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა ხუ­თა­სი ჰქონ­დეთ. მე ფაქტს ვუ­ყუ­რებ - ისი­ნი ამას ვერ აკე­თე­ბენ!

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ას ქი­ლი­კით ელა­პა­რა­კე­ბა, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებს. და, რაც მთა­ვა­რია გას­დის. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ აქეთ მხა­რეს ენერ­გი­ას ვერ ხე­და­ვენ. ამ­ხე­ლა პრო­ტეს­ტია ქვე­ყა­ნა­ში და ამის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ვერ ახერ­ხე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი. 31 მარ­ტიც დად­გე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.~

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბუნებრივია, ამერიკელები პირობას წააყენებდნენ. უპირობოდ შევრიგდეთო ამას არ ეტყოდნენ"  - გია ხუხაშვილი დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრაზე

"ბუნებრივია, ამერიკელები პირობას წააყენებდნენ. უპირობოდ შევრიგდეთო ამას არ ეტყოდნენ"  - გია ხუხაშვილი დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრაზე

ამერიკელებს თავის ინტერესები აქვთ და ბუნებრივია ისინი შეხვდებიან ხელისუფლებას, აბა რას იზამენ? ელჩი საქართველოში რისთვის ზის? მას ყველასთან ექნება კომუნიკაცია. თუ ეს კომუნიკაცია ვინმეს არ მოსწონს, თავის თავს დააბრალოს ( ოპოზიცია მყავს მხედველობაში), -ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის თემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პოლიტოლოგმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ აღნიშნა, შესაძლოა ამერიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის გარკვეული პირობები წაუყენა.

ასევე, ხუხაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შესაძლოა ყოფილიყო "პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, როგორც ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი“.

"შეხვედრას მონოლოგის სახე ექნებოდა. დანიგანი ურთიერთობის ნორმალიზაციის გარკვეულ პირობებს წააყენებდა. ეს პირობები არის ვექტორის დაბრუნება იმ კალაპოტში, რაშიც ვითარდებოდა ათეული წლის განმავლობაში. ჩვენი მმართველობის პოლიტიკა რუსეთისკენ შეტრიალდა და ქვეყანა რუსეთის ლუკმა გახდა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურად განსაზღვრულ მიმართულებას. ასევე საუბარი იქნებოდა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, როგორც ამ ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი.

შორს მიმავალ დასკვნებს ვაკეთებთ. ეს არის წინადადებების ფორმალიზება. რადგან მინისტრად მოიხსენია ეს არის დე-ფაქტო ვითარება, დე-ფაქტო ბოჭორიშვილი არის საგარეო საქმეთა მინისტრი. რა თქმა უნდა, მას ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ, მაგრამ დე ფაქტოდ.

მოვლენების განვითარებას უნდა მივყვეთ. ეს არის გრძელვადიანი თამაში. ბუნდოვან ვითარებაში რომ ვართ ეს არის ხელისუფლების დამსახურება, მაგრამ ამაში "თავისი წვლილი“ ოპოზიციასაც მიუძღვნის. ამერიკელები ოპოზიციაშიც ვერ ხედავენ წელში გამოყვანილ ოპოზიციას. ამერიკელებს თავის ინტერესები აქვთ და ბუნებრივია ისინი შეხვდებიან ხელისუფლებას, აბა რას იზამენ? ელჩი საქართველოში რისთვის ზის? მას ყველასთან ექნება კომუნიკაცია. თუ ეს კომუნიკაცია ვინმეს არ მოსწონს, თავის თავს დააბრალოს (ოპოზიცია მყავს მხედველობაში)“,- განაცხადა პოლიტოლოგმა.

ხუხაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული შეხვედრა "ქართულ ოცნებას“ "კარგს არაფერ მოუტანს“.

"ბუნებრივია, ამერიკელები პირობას წააყენებდნენ. უპირობოდ შევრიგდეთო ამას არ ეტყოდნენ, ეს გასაგებია. ამ ხელისუფლებას არ აქვს უკან დასახევი რესურსი, ამაშია მათი პრობლემა. ვერც ათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს. კანონმდებლობასაც უკან ვერ დააბრუნებენ. სისუსტის გამოვლინების ეშინიათ. ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი, სისუსტის გამოვლინებად აღიქმება. არ მგონია, რომ ამ შეხვედრამ ხელისუფლებისთვის რამე კარგი მოიტანოს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრა რა გზავნილი შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის, ხუხაშვილი პასუხობს, რომ დასავლელ პარტნიორებს სჭირდებათ ისეთი საყრდენები ქვეყანაში, რომლებსაც შეუძლიათ პოლიტიკური პროცესების წარმართვა და, რომლებსაც ექნებათ ხალხის მხარდაჭერა.

"დასავლელმა პარტნიორებმა და ელჩებმა ძალიან კარგად იციან რა მდგომარეობაშია დღეს ოპოზიცია. ოპოზიცია არ არის საუკეთესო ფორმაში. დასავლელ პარტნიორებს ქვეყანაში შესაბამისი საყრდენები სჭირდებათ, ძლიერი პარტნიორები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმართვა და, რომლებსაც ხალხის მხარდაჭერა აქვთ“,- აღნიშნა მან.

პოლიტოლოგმა ასევ ისაუბრა უწყვეტ პროტესტზე. მისი თქმით, ოპოზიციამ პროტესტში სრულფასოვნად ინტეგრაცია ვერ მოახერხა.

"ამდენი დრო გავიდა, პროტესტში სრულფასოვნად ინტეგრაციაც კი ვერ მოახერხეს. სულ გადადება, გადადება, ახლა 31 მარტი გამოგვიცხადეს. ერთიანობაზე ლაპარაკობენ, ჩვენ მათი ერთ პარტიად ჩამოყალიბება კი არ გვინდა. ჩვენ გვინდა მათი კარგი კოორდინაცია იმისათვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ გზას. რატომ წელავენ? აქამდე რატომ არ გააკეთეს? ამასობაში მოვა ადგილობრივი არჩევნებიც. ოქტომბრის შემდეგ რამდენი დრო დაიკარგა. მხედართმთავრის გარეშე მოგებული ომი გინახავთ? მძღოლობა უნდათ, მაგრამ უკანა სავარძელზე უნდათ დაჯდომა და არა საჭესთან.

უნდა გააკეთონ და თუ ვერ აკეთებენ ეს არის სისუსტე, სხვა კი არაფერი. მიზეზები შეიძლება ხუთასი ჰქონდეთ. მე ფაქტს ვუყურებ - ისინი ამას ვერ აკეთებენ!

ხელისუფლება ოპოზიციას ქილიკით ელაპარაკება, არასერიოზულად უყურებს. და, რაც მთავარია გასდის. რატომ? იმიტომ, რომ აქეთ მხარეს ენერგიას ვერ ხედავენ. ამხელა პროტესტია ქვეყანაში და ამის კაპიტალიზაციას ვერ ახერხებენ პოლიტიკური ლიდერები. 31 მარტიც დადგება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.~

იხილეთ ასევე: