საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვოლტერის „უვიცი ფილოსოფოსი“ და სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ მხოლოდ და მხოლოდ 10 ლარად
ვოლტერის „უვიცი ფილოსოფოსი“ და სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ მხოლოდ და მხოლოდ 10 ლარად

17 მარ­ტი­დან ვოლ­ტე­რის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი „უვი­ცი ფი­ლო­სო­ფო­სი“ სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 10 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა. მო­თხრო­ბე­ბი „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რი­ის „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცე­მა და მისი ბოლო, მე-15 ტომი იქ­ნე­ბა.

"უვი­ცი ფი­ლო­სო­ფო­სი" გან­მა­ნათ­ლებ­ლუ­რი ეპო­ქის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნაშ­რო­მია, რო­მე­ლიც აზ­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი სკეპ­ტი­ციზ­მი­სა და კრი­ტი­კუ­ლი მსჯე­ლო­ბის სა­კი­თხებს ეხე­ბა. ავ­ტო­რი გა­ნი­ხი­ლავს ღმერ­თის, რე­ლი­გი­ის, ფა­ნა­ტიზ­მი­სა და ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბის როლს, რაც დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვოლ­ტე­რი კი­თხვებს სვამს, რომ­ლე­ბიც გვა­ი­ძუ­ლებს, დავ­ფიქ­რდეთ ცოდ­ნის წყა­რო­ებ­ზე, მეც­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და წი­ნას­წარ­გან­წყო­ბე­ბის გავ­ლე­ნა­ზე ჩვენს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე. ამას­თან, ის ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებს ირო­ნი­ას და სა­ტი­რას, რაც ტექსტს არა მხო­ლოდ სა­სარ­გებ­ლოს, არა­მედ სა­სი­ა­მოვ­ნო სა­კი­თხავ­საც ხდის.

ვოლ­ტე­რის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მო­თხრო­ბე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გადსა­კა­ცობ­რიო და რთულ თე­მებს აერ­თი­ა­ნებს, მარ­ტი­ვი და სა­სი­ა­მოვ­ნო სა­კი­თხა­ვია. აქ ერ­თმა­ნეთს ერ­წყმის ფან­ტას­ტი­კა და სა­ტი­რა, მსჯე­ლო­ბე­ბი რე­ლი­გი­ა­სა და სი­კე­თე­ზე და ასე­ვე, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ცო­ცხა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბე­ბი სამ­ყა­რო­სა და ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნის შემ­დე­გაც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. კრე­ბუ­ლი „უვი­ცი ფი­ლო­სო­ფო­სი“ ვოლ­ტე­რის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მო­თხრო­ბე­ბის ყვე­ლა­ზე სრუ­ლი გა­მო­ცე­მაა ქარ­თუ­ლად. ამ წიგ­ნით შე­ივ­სე­ბა ის სი­ცა­რი­ე­ლე, რო­მელ­საც ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სივ­რცე­ში გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის, ვოლ­ტე­რის ტექ­სტე­ბის არარ­სე­ბო­ბა ქმნი­და. მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თუ­ლად თარ­გმნა ვა­ლე­რი ოთხო­ზო­რი­ამ, რო­მე­ლიც შე­ე­ცა­და, ქარ­თუ­ლად გად­მო­ე­ტა­ნა ვოლ­ტე­რის ლაღი და დი­ნა­მი­კუ­რი თხრო­ბა, სარ­კაზ­მი და იუ­მო­რი და, ამას­თა­ნა­ვე, შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ორი­გი­ნა­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბა.

17 მარ­ტი­დან წიგ­ნი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა რო­გორც „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დსა და „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ვოლტერის „უვიცი ფილოსოფოსი“ და სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ მხოლოდ და მხოლოდ 10 ლარად

ვოლტერის „უვიცი ფილოსოფოსი“ და სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ მხოლოდ და მხოლოდ 10 ლარად

17 მარტიდან ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობების კრებული „უვიცი ფილოსოფოსი“ სპეციალურ ფასად, 10 ლარად გაიყიდება. მოთხრობები „პალიტრა L-ის“ სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში გამოიცემა და მისი ბოლო, მე-15 ტომი იქნება.

"უვიცი ფილოსოფოსი" განმანათლებლური ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია, რომელიც აზროვნების თავისუფლების, რელიგიური სკეპტიციზმისა და კრიტიკული მსჯელობის საკითხებს ეხება. ავტორი განიხილავს ღმერთის, რელიგიის, ფანატიზმისა და ადამიანის გონების როლს, რაც დღევანდელი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვისაც მნიშვნელოვანია. ვოლტერი კითხვებს სვამს, რომლებიც გვაიძულებს, დავფიქრდეთ ცოდნის წყაროებზე, მეცნიერების მნიშვნელობაზე და წინასწარგანწყობების გავლენაზე ჩვენს მსოფლმხედველობაზე. ამასთან, ის ოსტატურად იყენებს ირონიას და სატირას, რაც ტექსტს არა მხოლოდ სასარგებლოს, არამედ სასიამოვნო საკითხავსაც ხდის.

ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაკაცობრიო და რთულ თემებს აერთიანებს, მარტივი და სასიამოვნო საკითხავია. აქ ერთმანეთს ერწყმის ფანტასტიკა და სატირა, მსჯელობები რელიგიასა და სიკეთეზე და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცოცხალი და საინტერესო მოსაზრებები სამყაროსა და ადამიანის შესახებ, რომლებიც ამდენი საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. კრებული „უვიცი ფილოსოფოსი“ ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობების ყველაზე სრული გამოცემაა ქართულად. ამ წიგნით შეივსება ის სიცარიელე, რომელსაც ქართულ ლიტერატურულ სივრცეში განმანათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ვოლტერის ტექსტების არარსებობა ქმნიდა. მოთხრობები ქართულად თარგმნა ვალერი ოთხოზორიამ, რომელიც შეეცადა, ქართულად გადმოეტანა ვოლტერის ლაღი და დინამიკური თხრობა, სარკაზმი და იუმორი და, ამასთანავე, შეენარჩუნებინა ორიგინალის სულისკვეთება.

17 მარტიდან წიგნი სპეციალურ ფასად ხელმისაწვდომი იქნება როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

R