სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის "უცხო მტრების აქტი", რის გამოყენებასაც ტრამპი გეგმავს?
რა არის "უცხო მტრების აქტი", რის გამოყენებასაც ტრამპი გეგმავს?

დო­ნალდ ტრამ­პი მა­სობ­რი­ვი დე­პორ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის და­საჩ­ქა­რებ­ლად "უცხო მტრე­ბის აქ­ტის" გა­მო­ყე­ნე­ბას გეგ­მავს - ინ­ფორ­მა­ცი­ის CNN ავ­რცე­ლებს. ეს აქტი გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გვერ­დი აუ­ა­როს სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს და ნარ­კო­დი­ლე­რე­ბი ან კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წევ­რე­ბის დე­პორ­ტა­ცია ისე მო­ახ­დი­ნოს.

მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე იქ­ნე­ბა Tren de Aragua (TDA) - ვე­ნე­სუ­ე­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში მოქ­მე­დებს. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­კი­თხი ფარ­თოდ გა­ნი­ხი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე უწყე­ბა­ში, რად­გან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კა­ნო­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რო­ბებს, ამ აქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აშშ სხვა ქვე­ყა­ნას­თან ომში ჩა­ებ­მე­ბა ან მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო ქვეყ­ნის ჯარი შე­იჭ­რე­ბა. იუ­რი­დი­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ტრამპს გა­უ­ჭირ­დე­ბა ამ აქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და ქმე­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რდე­ბა.

ბრე­ნა­ნის ცენ­ტრის თა­ნახ­მად, "უცხო მტრე­ბის აქტი" აშშ-ს ის­ტო­რი­ა­ში სულ სამ­ჯერ გა­მო­ი­ყე­ნეს ყე­ნე­ბუ­ლი - პირ­ვე­ლი და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომე­ბის დროს იგი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და გერ­მა­ნე­ლი, ავ­სტრო-უნ­გრე­ლი, იტა­ლი­ე­ლი და ია­პო­ნე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის და­კა­ვე­ბი­სა და გა­ძე­ვე­ბის­თვის.

დო­ნალდ ტრამპმა ვა­შინგტონ­ში, ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე ერთი დღით ადრე, მხარ­დამ­ჭე­რებ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე პი­რო­ბა დადო, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის მთა­ვარ და­პი­რე­ბას შე­ას­რუ­ლებ­და და იმიგ­რა­ცი­ა­ზე შე­ზღუდ­ვებს და­ა­წე­სებ­და, რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ცდი­ლობს...

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა არის "უცხო მტრების აქტი", რის გამოყენებასაც ტრამპი გეგმავს?

რა არის "უცხო მტრების აქტი", რის გამოყენებასაც ტრამპი გეგმავს?

დონალდ ტრამპი მასობრივი დეპორტაციის პროცესის დასაჩქარებლად "უცხო მტრების აქტის" გამოყენებას გეგმავს - ინფორმაციის CNN ავრცელებს. ეს აქტი გარკვეულ პირობებში, ხელისუფლებას საშუალებას აძლევს გვერდი აუაროს სამართლებრივ პროცესს და ნარკოდილერები ან კრიმინალური დაჯგუფებების წევრების დეპორტაცია ისე მოახდინოს.

მთავარი სამიზნე იქნება Tren de Aragua (TDA) - ვენესუელური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში მოქმედებს. CNN-ის ინფორმაციით, უფლებამოსილების საკითხი ფართოდ განიხილება რამდენიმე უწყებაში, რადგან ადმინისტრაციის წარმომადგენლები კანონის განსახორციელებლად ემზადებიან.

რაც შეეხება პირობებს, ამ აქტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აშშ სხვა ქვეყანასთან ომში ჩაებმება ან მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი შეიჭრება. იურიდიული ექსპერტები აცხადებენ, რომ ტრამპს გაუჭირდება ამ აქტის გამოყენება და ქმედება, სავარაუდოდ, სასამართლოში გასაჩივრდება.

ბრენანის ცენტრის თანახმად, "უცხო მტრების აქტი" აშშ-ს ისტორიაში სულ სამჯერ გამოიყენეს ყენებული - პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს იგი გამოიყენებოდა გერმანელი, ავსტრო-უნგრელი, იტალიელი და იაპონელი ემიგრანტების დაკავებისა და გაძევებისთვის.

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებდა და იმიგრაციაზე შეზღუდვებს დააწესებდა, რის განხორციელებასაც ცდილობს...

წყარო