პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილს ჩავხედე თვალებში... ხალხი ფანჯრიდან გადახტომას ცდილობდა" - ნგრევა და პანიკა: რას ჰყვებიან ნეაპოლში მყოფი ქართველები
"სიკვდილს ჩავხედე თვალებში... ხალხი ფანჯრიდან გადახტომას ცდილობდა" - ნგრევა და პანიკა: რას ჰყვებიან ნეაპოლში მყოფი ქართველები

დღეს, 13 მარტს, იტა­ლი­ის ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­ში 4.4 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და. ეს იყო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მი­წისძვრა ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბი, შე­ნო­ბე­ბის ნგრე­ვა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ღუპ­ვა, რა­საც მთელ ქა­ლაქ­ში სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის და­წყე­ბას მოჰ­ყვა.

ნე­ა­პო­ლის ძლი­ე­რი მი­წისძვრა

მი­წისძვრა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 1:25 სა­ათ­ზე მოხ­და, რის გა­მოც შე­ში­ნე­ბულ­მა ტუ­რის­ტებ­მა ქუ­ჩებ­ში გა­მოს­ვლა და­ი­წყეს. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ბიძ­გე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე „მძლავ­რი გრგვინ­ვა“ გა­ი­გეს.

რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი ნე­ა­პო­ლის პა­ტა­რა უბა­ნი, პო­ცუ­ო­ლი, იყო, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის სა­ნა­პი­როს­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის შე­ფერ­ხე­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ნგრე­ვა

ბიძ­გე­ბის შე­დე­გად მრა­ვა­ლი შე­ნო­ბა და­ზი­ან­და, რის გა­მოც მო­ქა­ლა­ქე­ებს ღამე ქუ­ჩა­ში მო­უ­წი­ათ გა­თე­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ნან­გრე­ვებ­ში აღ­მოჩ­ნდა მო­ყო­ლი­ლი. მი­წისძვრა და­ახ­ლო­ე­ბით 20 წამს გაგ­რძელ­და, რის შე­დე­გა­დაც ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბა შე­წყდა.

ბაგ­ნო­ლის რა­ი­ონ­ში სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებ­მა სწრა­ფად იმოქ­მე­დეს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბა უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­ეყ­ვა­ნათ. იტა­ლი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ANSA-ს ცნო­ბით, ნე­ა­პო­ლის მი­წისძვრის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რო­გორ ცდი­ლო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ფან­ჯრე­ბი­დან გა­დახ­ტო­მას, რათა თავი და­აღ­წი­ონ ნგრე­ვას.

ბიძ­გე­ბი ნე­ა­პო­ლის მე­ზო­ბელ რე­გი­ო­ნებ­ში

მი­წისძვრის ბიძ­გე­ბი ნე­ა­პო­ლის მიმ­დე­ბა­რე რე­გი­ონ­ში, იგ­რძნო­ბო­და. იტა­ლი­ურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ცენ­ტრი შექ­მნა, რათა ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა Corriere Della Sera-ს ცნო­ბით, პო­ცუ­ოლ­სა და რამ­დე­ნი­მე სხვა რა­ი­ონ­ში სკო­ლე­ბი და­ხუ­რუ­ლია, რათა შე­ნო­ბე­ბის მდგრა­დო­ბა შე­მოწ­მდეს.

ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც ნე­ა­პოლ­ში ოჯა­ხებ­ში მუ­შა­ო­ბენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

"სიკ­ვდილს ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში ისე­თი ძლი­ე­რი მი­წისძვრა იყო. თან მე-4 სარ­თულ­ზე სად გინ­და რომ გა­იქ­ცე. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. ყვე­ლა­ფე­რი ირ­ყე­ო­და. ხმა ხომ სა­ერ­თოდ სა­ში­ნე­ლი იყო. ღმერ­თო შენ გვიშ­ვე­ლე...“

„ვა­ი­მე, ეს რა იყო. სიზ­მარს ვხე­დავ­დი მაგ დროს სიზ­მარ­ში ვიგ­რძე­ნი რომ სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და უამ­რავ­მა კადრმა გა­მი­ა­რა გო­ნე­ბა­ში და ბოლო წამს გა­მეღ­ვი­ძა. ერთი თვის უკა­ნაც იყო ბიძ­გე­ბი მაგ­რამ სუს­ტი, მი­წა­ში ჩა­იქ­ცა ქა­ნე­ბი სა­ში­შია გან­მე­ო­რე­ბა შე­საძ­ლოა მოხ­დეს. ამინ­დიც სა­ში­ნე­ლია ღრუბ­ლე­ბი მოძ­რა­ო­ბენ აქეთ იქეთ. ღამე ადა­მი­ა­ნი ვერ­სად გა­იქ­ცე­ვი უმ­წეო ხარ.“

ლია ძამ­საშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ ბიძ­გე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 წამს გრძელ­დე­ბო­და,

- ნე­ა­პოლ­ში 01:25 სა­ათ­ზე, ძა­ლი­ან დიდი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და, რო­მელ­საც თან მოჰ­ყვა გრგვინ­ვა და ხმა­უ­რი. და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 წამს გრძელ­დე­ბო­და. ჩვენ გა­რეთ არ გა­მოვ­სულ­ვართ, იმ ოჯახ­ში გა­ვა­თე­ნე ღამე, სა­დაც ვმუ­შა­ობ.

ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, ახ­ლაც ვკან­კა­ლებ. ჩვე­ნი სახ­ლი არ და­ზი­ან­და, მაგ­რამ ყვე­ლა შე­ში­ნე­ბუ­ლი ვართ. რაც აქ ვცხოვ­რობ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც მი­წისძვრა მოხ­და, მაგ­რამ ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი იყო. უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლია ნე­ა­პოლ­ში, მო­ვი­კი­თხეთ ერ­თმა­ნე­თი და ყვე­ლა ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები
ავტორი:

"სიკვდილს ჩავხედე თვალებში... ხალხი ფანჯრიდან გადახტომას ცდილობდა" - ნგრევა და პანიკა: რას ჰყვებიან ნეაპოლში მყოფი ქართველები

"სიკვდილს ჩავხედე თვალებში... ხალხი ფანჯრიდან გადახტომას ცდილობდა" - ნგრევა და პანიკა: რას ჰყვებიან ნეაპოლში მყოფი ქართველები

დღეს, 13 მარტს, იტალიის ქალაქ ნეაპოლში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ბოლო 40 წლის განმავლობაში, რამაც გამოიწვია განმეორებითი ბიძგები, შენობების ნგრევა და მოქალაქეების დაღუპვა, რასაც მთელ ქალაქში სამაშველო ოპერაციების დაწყებას მოჰყვა.

ნეაპოლის ძლიერი მიწისძვრა

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 1:25 საათზე მოხდა, რის გამოც შეშინებულმა ტურისტებმა ქუჩებში გამოსვლა დაიწყეს. ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ბიძგებამდე რამდენიმე წამით ადრე „მძლავრი გრგვინვა“ გაიგეს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი ნეაპოლის პატარა უბანი, პოცუოლი, იყო, რომელიც ქალაქის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.

ელექტრომომარაგების შეფერხება და საცხოვრებელი სახლების ნგრევა

ბიძგების შედეგად მრავალი შენობა დაზიანდა, რის გამოც მოქალაქეებს ღამე ქუჩაში მოუწიათ გათენება. ზოგიერთი მათგანი ნანგრევებში აღმოჩნდა მოყოლილი. მიწისძვრა დაახლოებით 20 წამს გაგრძელდა, რის შედეგადაც ელექტრომომარაგება შეწყდა.

ბაგნოლის რაიონში სამაშველო ჯგუფებმა სწრაფად იმოქმედეს, რათა მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ. იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ნეაპოლის მიწისძვრის შემდეგ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ფანჯრებიდან გადახტომას, რათა თავი დააღწიონ ნგრევას.

ბიძგები ნეაპოლის მეზობელ რეგიონებში

მიწისძვრის ბიძგები ნეაპოლის მიმდებარე რეგიონში, იგრძნობოდა. იტალიურმა ხელისუფლებამ გადაუდებელი დახმარების კოორდინაციის ცენტრი შექმნა, რათა ზარალის შეფასება განხორციელდეს.

იტალიური გამოცემა Corriere Della Sera-ს ცნობით, პოცუოლსა და რამდენიმე სხვა რაიონში სკოლები დახურულია, რათა შენობების მდგრადობა შემოწმდეს.

ქართველების ნაწილი, რომლებიც ნეაპოლში ოჯახებში მუშაობენ, სოციალურ ქსელში მომხდარს ეხმაურებიან.

"სიკვდილს ჩავხედე თვალებში ისეთი ძლიერი მიწისძვრა იყო. თან მე-4 სართულზე სად გინდა რომ გაიქცე. საშინელება იყო. ყველაფერი ირყეოდა. ხმა ხომ საერთოდ საშინელი იყო. ღმერთო შენ გვიშველე...“

„ვაიმე, ეს რა იყო. სიზმარს ვხედავდი მაგ დროს სიზმარში ვიგრძენი რომ საშინელება ხდებოდა უამრავმა კადრმა გამიარა გონებაში და ბოლო წამს გამეღვიძა. ერთი თვის უკანაც იყო ბიძგები მაგრამ სუსტი, მიწაში ჩაიქცა ქანები საშიშია განმეორება შესაძლოა მოხდეს. ამინდიც საშინელია ღრუბლები მოძრაობენ აქეთ იქეთ. ღამე ადამიანი ვერსად გაიქცევი უმწეო ხარ.“

ლია ძამსაშვილი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ბიძგები დაახლოებით 15-20 წამს გრძელდებოდა,

- ნეაპოლში 01:25 საათზე, ძალიან დიდი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც თან მოჰყვა გრგვინვა და ხმაური. დაახლოებით 15-20 წამს გრძელდებოდა. ჩვენ გარეთ არ გამოვსულვართ, იმ ოჯახში გავათენე ღამე, სადაც ვმუშაობ.

ძალიან შემეშინდა, ახლაც ვკანკალებ. ჩვენი სახლი არ დაზიანდა, მაგრამ ყველა შეშინებული ვართ. რაც აქ ვცხოვრობ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მიწისძვრა მოხდა, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე ძლიერი იყო. უამრავი ქართველია ნეაპოლში, მოვიკითხეთ ერთმანეთი და ყველა ძალიან შეშინებულია.

წაიკითხეთ ასევე: