პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს უწოდებდა "ბუნების შეცდომას", მახინჯს, სცემდა, ახრჩობდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო" - პროკურორი
"ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს უწოდებდა "ბუნების შეცდომას", მახინჯს, სცემდა, ახრჩობდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო" - პროკურორი

[კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს] უწო­დებ­და "ბუ­ნე­ბის შეც­დო­მას", უმოწ­მებ­და ტე­ლე­ფონს, უკონ­ტრო­ლებ­და ჩაც­მის სტილს და თუ რამე არ მოს­წონ­და, სცემ­და, ყელ­ში ახ­რჩობ­და, თმი­თაც უთ­რე­ვია, - ეს სი­ტყვე­ბი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბექა ჯა­ი­ა­ნის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში, დას­კვნით სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას, მოწ­მის ჩვე­ნე­ბი­დან წა­ი­კი­თხა.

პრო­კუ­რო­რი აჯა­მებს იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში დიდ მო­ნი­ტორ­ზე ახ­დენს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ნა­წი­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას, მათ შო­რის, აჩ­ვე­ნა მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - დანა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი.

  • პრო­კუ­რო­რის თქმით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით არის მოკ­ლუ­ლი, ამას სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად ჭრი­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მოწ­მობს - 28 და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც მას სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ნა­წილ­ზე ჰქონ­და.

პრო­კუ­რორ­მა ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც ჯა­ი­ა­ნის მხრი­დან აბ­რა­მი­ძის მი­მართ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

"[ბექა ჯა­ი­ა­ნი] უმოწ­მებ­და ტე­ლე­ფონს, უკ­რძა­ლავ­და სხვა პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, უწო­დებ­და "ბუ­ნე­ბის შეც­დო­მას", მა­ხინჯს. [მოწ­მეს] არა­ერ­თხელ გა­უ­გია სახ­ლი­დან მტვრე­ვის ხმა, უნა­ხავს კე­სა­რი­ას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი".

კი­დევ ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბით, ბექა ჯა­ი­ა­ნი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს სის­ტე­მა­ტუ­რად აკონ­ტრო­ლებ­და.

"იშ­ვი­ა­თად გა­მო­დი­ო­და სახ­ლი­დან, რისი მი­ზე­ზიც ბექა ჯა­ი­ა­ნი იყო. ბექა მას ამ­ცი­რებ­და, ეუბ­ნე­ბო­და რომ მა­მა­კა­ცი იყო და ამის გამო სცემ­და, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად სცემ­და, და­ლურ­ჯე­ბუ­ლი სხე­უ­ლი მაჩ­ვე­ნა, რისი მი­ზე­ზიც ტე­ლე­ფონ­ზე შე­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა იყო, რისი ჩვე­ნე­ბაც ჯა­ი­ან­მა სთხო­ვა, უა­რის შემ­დეგ კი ის სცე­მა“, - აცხა­დებს მოწ­მე.

კი­დევ ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მან მკვლე­ლო­ბის დროს კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის ყვი­რი­ლი გა­ი­გო - „ნუ მირ­ტყამ, არ და­მარ­ტყაო - შემ­დეგ კი, და­ი­ნა­ხა რო­გორ ჩარ­ბო­და კი­ბე­ებ­ზე ბექა ჯა­ი­ა­ნი".

ამ წუ­თებ­ში ბრალ­დე­ბულ­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წერს იკ­ვლე­ვენ.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს უწოდებდა "ბუნების შეცდომას", მახინჯს, სცემდა, ახრჩობდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო" - პროკურორი

"ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს უწოდებდა "ბუნების შეცდომას", მახინჯს, სცემდა, ახრჩობდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო" - პროკურორი

[კესარია აბრამიძეს] უწოდებდა "ბუნების შეცდომას", უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია, - ეს სიტყვები ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლოში, დასკვნით სიტყვის წარმოთქმისას, მოწმის ჩვენებიდან წაიკითხა.

პროკურორი აჯამებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას აქვს წარმოდგენილი.

გრიგოლ ნიშნიანიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დიდ მონიტორზე ახდენს მტკიცებულებათა ნაწილის დემონსტრირებას, მათ შორის, აჩვენა მკვლელობის იარაღი - დანა და შემთხვევის ადგილი.

  • პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ამას სხვა მტკიცებულებებთან ერთად ჭრილობების რაოდენობაც მოწმობს - 28 დაზიანება, რომელიც მას სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა.

პროკურორმა ასევე გამოაქვეყნა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა უმეტესობაც ჯაიანის მხრიდან აბრამიძის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ.

"[ბექა ჯაიანი] უმოწმებდა ტელეფონს, უკრძალავდა სხვა პირებთან კომუნიკაციას, უწოდებდა "ბუნების შეცდომას", მახინჯს. [მოწმეს] არაერთხელ გაუგია სახლიდან მტვრევის ხმა, უნახავს კესარიას დაზიანებები".

კიდევ ერთი მოწმის ჩვენებით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს სისტემატურად აკონტროლებდა.

"იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, რისი მიზეზიც ბექა ჯაიანი იყო. ბექა მას ამცირებდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო და ამის გამო სცემდა, თითქმის ყოველდღიურად სცემდა, დალურჯებული სხეული მაჩვენა, რისი მიზეზიც ტელეფონზე შესული შეტყობინება იყო, რისი ჩვენებაც ჯაიანმა სთხოვა, უარის შემდეგ კი ის სცემა“, - აცხადებს მოწმე.

კიდევ ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მან მკვლელობის დროს კესარია აბრამიძის ყვირილი გაიგო - „ნუ მირტყამ, არ დამარტყაო - შემდეგ კი, დაინახა როგორ ჩარბოდა კიბეებზე ბექა ჯაიანი".

ამ წუთებში ბრალდებულთან განხორციელებულ ფარულ ჩანაწერს იკვლევენ.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.