პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად" - პრემიერი
"ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად" - პრემიერი

ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უნდა ვი­ყოთ მზად, ისე­თი რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ვფიქ­რობ, ამის იქით ვე­რა­ვინ მოგ­ვე­რე­ვა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • პრე­მი­ე­რის თქმით, ევ­რო­პა­ში „დიფ სთე­ი­თის­თვის“ უფრო ად­ვი­ლი იყო ფე­ხის მო­კი­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მათი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით.

„ერ­თმა­ნე­თის­გან რომ გავ­მიჯ­ნოთ აშშ და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი, აშშ-ში შე­იძ­ლე­ბა იყოს უკე­თე­სი პერ­სპექ­ტი­ვა, იმი­სა, რომ თვი­სებ­რი­ვად გა­და­ლაგ­დე­ბა ვი­თა­რე­ბა, თუმ­ცა და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­კავ­შირს, აქ ბევ­რად რთუ­ლა­დაა ვი­თა­რე­ბა, რად­გან არის 27 ქვე­ყა­ნა. არის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­ზეც არ­სე­ბი­თად არ ვრცელ­დე­ბა „დიფ სთე­ი­თის“ გავ­ლე­ნა. ორია ასე­თი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში და არის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც ვრცელ­დე­ბა გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის სრუ­ლი გავ­ლე­ნა. ასე­თია ბალ­ტი­ის­პი­რე­თის და სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი. სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ძლი­ე­რია „დიფ სთე­ი­თის“ გავ­ლე­ნა, თუმ­ცა ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი გა­სუ­ლი არი­ან ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­თე­ლი ხა­ზის მიღ­მა და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მათი სრუ­ლი­ად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით.

ევ­რო­პა­ში „დიფ სთე­ი­თის­თვის“ უფრო ად­ვი­ლი იყო ფე­ხის მო­კი­დე­ბა, სა­კუ­თა­რი აგენ­ტუ­რის გაშ­ლა, მათ შო­რის, უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დო­ნე­ზე. ვნა­ხოთ, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა პრო­ცე­სე­ბი. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უნდა ვი­ყოთ მზად, ჩვენ ისე­თი რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ვფიქ­რობ, ამის იქით ვე­რა­ვინ მოგ­ვე­რე­ვა. ბევ­რად უფრო რთუ­ლი იყო გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ომის და­წყე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე კვი­რა, რამ­დე­ნი­მე თვე იყო უმ­ძი­მე­სი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "იმე­დი LIVE"-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად" - პრემიერი

"ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად" - პრემიერი

ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • პრემიერის თქმით, ევროპაში „დიფ სთეითისთვის“ უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აქედან გამომდინარეობს მათი არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით.

„ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ აშშ და ევროპის ქვეყნები, აშშ-ში შეიძლება იყოს უკეთესი პერსპექტივა, იმისა, რომ თვისებრივად გადალაგდება ვითარება, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ბევრად რთულადაა ვითარება, რადგან არის 27 ქვეყანა. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელზეც არსებითად არ ვრცელდება „დიფ სთეითის“ გავლენა. ორია ასეთი ქვეყანა ევროკავშირში და არის ქვეყნები, რომლებზეც ვრცელდება გლობალური ომის პარტიის სრული გავლენა. ასეთია ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნები. სხვა სახელმწიფოებში მეტ-ნაკლებად ძლიერია „დიფ სთეითის“ გავლენა, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნები გასული არიან ყველანაირი წითელი ხაზის მიღმა და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი სრულიად არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით.

ევროპაში „დიფ სთეითისთვის“ უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, საკუთარი აგენტურის გაშლა, მათ შორის, უმაღლესი ხელისუფლების დონეზე. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ჩვენ ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა. ბევრად უფრო რთული იყო გასული სამი წლის განმავლობაში განვითარებული პროცესები განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე იყო უმძიმესი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE"-ში.