მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი რომ "დანაშაულებს ჩადიოდა", ამ დროს ნათია მეზვრიშვილს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში? რატომ არ დატოვა პროკურატურა "იმედში" შევარდნის გამო?!" - რას წერს ჟორჟოლიანი
"სააკაშვილი რომ "დანაშაულებს ჩადიოდა", ამ დროს ნათია მეზვრიშვილს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში? რატომ არ დატოვა პროკურატურა "იმედში" შევარდნის გამო?!" - რას წერს ჟორჟოლიანი

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის მის­ჯი­სა და სდსს-ს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას­თვის 300 ათას ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2009 წლის მა­ი­სი­დან 2013 წლის 25 თე­ბერ­ვლამ­დე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი კომ­ფორ­ტის და ფუ­ფუ­ნე­ბის­თვის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად გა­იფ­ლან­გა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 9 024 367 ლარი.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თე­მას "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” წევ­რი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"სა­ა­კაშ­ვილს გვერ­დით ივა­ნიშ­ვი­ლიც რომ მი­უჯ­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ კო­რუფ­ცი­ა­ზე, მა­შინ იზე­ი­მებს სრუ­ლად სა­მარ­თა­ლი" - წერს მეზვრიშ­ვი­ლი.

მის პოსტს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი პა­სუ­ხობს:

"არ მჯე­რა რომ კო­მენ­ტა­რებს მიშ­ლის ამი­ტომ აქ ვუ­პა­სუ­ხებ. მი­შას და ბი­ძი­ნას გვერ­დით გა­ხა­რი­აც ჯდე­ბა? მა­გა­ლი­თად 20 ივ­ნი­სის­თვის. ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რის კად­რია. 2007-2009 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რო­მე­ლიც მა­შინ­დე­ლი ბრალ­დე­ბე­ბით პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი იყო.

რა­ტომ არ და­ტო­ვა ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა თუნ­დაც იმედ­ში შე­ვარ­დნის გამო?! ანუ სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ "და­ნა­შა­უ­ლებს ჩა­დი­ო­და" ამ დროს რა უნ­დო­და ადე­იშ­ვი­ლის უწყე­ბა­ში სა­დაც 2012 წლის ბოლო დღემ­დე იყო. ცალ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბა, თუნ­დაც ეს იყოს დრო­ე­ბი­თი არ არ­სე­ბობს მე­გობ­რე­ბო! და არც იარ­სე­ბებს!" - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"სააკაშვილი რომ "დანაშაულებს ჩადიოდა", ამ დროს ნათია მეზვრიშვილს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში? რატომ არ დატოვა პროკურატურა "იმედში" შევარდნის გამო?!" - რას წერს ჟორჟოლიანი

"სააკაშვილი რომ "დანაშაულებს ჩადიოდა", ამ დროს ნათია მეზვრიშვილს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში? რატომ არ დატოვა პროკურატურა "იმედში" შევარდნის გამო?!" - რას წერს ჟორჟოლიანი

საქართველოს პროკურატურა დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიასთვის 300 ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.

ყოფილი პრეზიდენტისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდების თემას "გახარია საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი" - წერს მეზვრიშვილი.

მის პოსტს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს:

"არ მჯერა რომ კომენტარებს მიშლის ამიტომ აქ ვუპასუხებ. მიშას და ბიძინას გვერდით გახარიაც ჯდება? მაგალითად 20 ივნისისთვის. ნათია მეზვრიშვილი ადეიშვილის პროკურატურის კადრია. 2007-2009 წლებში მუშაობდა ქალაქის პროკურატურაში რომელიც მაშინდელი ბრალდებებით პოლიტიზებული იყო.

რატომ არ დატოვა ადეიშვილის პროკურატურა თუნდაც იმედში შევარდნის გამო?! ანუ სააკაშვილი რომ "დანაშაულებს ჩადიოდა" ამ დროს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში სადაც 2012 წლის ბოლო დღემდე იყო. ცალმხრივი პარტნიორობა, თუნდაც ეს იყოს დროებითი არ არსებობს მეგობრებო! და არც იარსებებს!" - წერს ჟორჟოლიანი.

წაიკითხეთ ასევე: