მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიელმა მამაკაცმა, ვიდრე დონორის გულს გადაუნერგავდნენ, 100 დღე ხელოვნური გულით იცოცხლა - თანამედროვე მედიცინის უდიდესი წარმატება: რა არის ცნობილი ახალ მიღწევაზე?
ავსტრალიელმა მამაკაცმა, ვიდრე დონორის გულს გადაუნერგავდნენ, 100 დღე ხელოვნური გულით იცოცხლა - თანამედროვე მედიცინის უდიდესი წარმატება: რა არის ცნობილი  ახალ მიღწევაზე?

ავ­სტრა­ლი­ე­ლი მა­მა­კა­ცი გახ­და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ხე­ლოვ­ნუ­რი გუ­ლის იმპლან­ტით 100 დღე იცო­ცხლა - შემ­დეგ კი მას დო­ნო­რის გული გა­და­უ­ნერ­გეს.

  • მა­მა­კაცს გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა აწუ­ხებ­და. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის "უდა­ვო კლი­ნი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბა".

BiVACOR-ის ხე­ლოვ­ნუ­რი გული, რო­მე­ლიც კვინსლენდში და­ბა­დე­ბულ­მა მეც­ნი­ერ­მა, დე­ნი­ელ ტიმსმა გა­მო­ი­გო­ნა, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი იმპლან­ტი­რე­ბა­დი რო­ტა­ცი­უ­ლი სის­ხლის ტუმ­ბოა - მას შე­უძ­ლია, ისე იმოქ­მე­დოს, რო­გორც ადა­მი­ა­ნის გუ­ლის სრულ­მა შემ­ცვლელ­მა. ტუმ­ბო ჯან­მრთე­ლი გუ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის იმი­ტი­რე­ბის­თვის მაგ­ნი­ტუ­რი ლე­ვი­ტა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ას იყე­ნებს.

იმპლან­ტი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის ად­რე­ულ ეტაპ­ზეა, შექ­მნი­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის ბოლო სტა­დია აქვთ. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა რო­გორც წესი ვი­თარ­დე­ბა გუ­ლის შე­ტე­ვი­სა და კო­რო­ნა­ლუ­რი გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის დროს, მაგ­რამ ასე­ვე სხვა ისე­თი და­ა­ვა­დე­ბის დროს, რო­გო­რი­ცაა დი­ა­ბე­ტი.

იმპლან­ტი გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის­თვი­საა შექ­მნი­ლი, რათა პა­ცი­ენ­ტე­ბი ცო­ცხლე­ბი დარ­ჩნენ, სა­ნამ დო­ნო­რის გუ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა, მაგ­რამ BiVACOR-ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ამ­ბი­ცია ისაა, რომ იმპლან­ტის მიმ­ღე­ბებ­მა თა­ვი­ან­თი მო­წყო­ბი­ლო­ბით ცხოვ­რე­ბა გუ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე შეძ­ლონ.

  • პა­ცი­ენ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის მა­მა­კა­ცი ახა­ლი სამ­ხრეთ უელ­სი­დან, რო­მელ­საც გუ­ლის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბა აწუ­ხებ­და, ავ­სტრა­ლი­ა­ში პირ­ვე­ლი სრუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი გუ­ლის მიმ­ღე­ბია. მსოფ­ლი­ო­ში კი მის გარ­და ხუთ­მა მო­ხა­ლი­სემ მი­ი­ღო იმპლან­ტი.

პირ­ვე­ლი ხუთი იმპლან­ტა­ცია შარ­შან აშშ-ში გა­კეთ­და. ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი დრო იმპლან­ტსა და დო­ნო­რის გუ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ას შო­რის 27 დღე იყო.

ავ­სტრა­ლი­ელ პა­ცი­ენტს მო­წყო­ბი­ლო­ბა 22 ნო­ემ­ბერს, სიდ­ნე­ის წმინ­და ვინ­სენ­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ექ­ვსსა­ა­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რის დროს ჩა­უდ­გეს. ოპე­რა­ცი­ას ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ქი­რურ­გი პოლ იანსზი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­მაც უარი თქვა მე­დი­ა­ში ვი­ნა­ო­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან იმპლან­ტით თე­ბერ­ვალ­ში გა­ე­წე­რა, დო­ნო­რის გული კი ტრან­სპლან­ტა­ცი­ის­თვის მარ­ტში გახ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

"ჩვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით ამის­თვის და უზო­მოდ ვა­მა­ყობთ, რომ ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლი გუნ­დი ავ­სტრა­ლი­ა­ში, რო­მელ­მაც ეს პრო­ცე­დუ­რა ჩა­ა­ტა­რა", - გა­ნა­ცხა­და იანსზ­მა.

წყა­რო

ავტორი:

ავსტრალიელმა მამაკაცმა, ვიდრე დონორის გულს გადაუნერგავდნენ, 100 დღე ხელოვნური გულით იცოცხლა - თანამედროვე მედიცინის უდიდესი წარმატება: რა არის ცნობილი ახალ მიღწევაზე?

ავსტრალიელმა მამაკაცმა, ვიდრე დონორის გულს გადაუნერგავდნენ, 100 დღე ხელოვნური გულით იცოცხლა - თანამედროვე მედიცინის უდიდესი წარმატება: რა არის ცნობილი  ახალ მიღწევაზე?

ავსტრალიელი მამაკაცი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც ხელოვნური გულის იმპლანტით 100 დღე იცოცხლა - შემდეგ კი მას დონორის გული გადაუნერგეს.

  • მამაკაცს გულის უკმარისობა აწუხებდა. ექიმების განცხადებით, ეს არის "უდავო კლინიკური წარმატება".

BiVACOR-ის ხელოვნური გული, რომელიც კვინსლენდში დაბადებულმა მეცნიერმა, დენიელ ტიმსმა გამოიგონა, მსოფლიოში პირველი იმპლანტირებადი როტაციული სისხლის ტუმბოა - მას შეუძლია, ისე იმოქმედოს, როგორც ადამიანის გულის სრულმა შემცვლელმა. ტუმბო ჯანმრთელი გულის ბუნებრივი სისხლის მიმოქცევის იმიტირებისთვის მაგნიტური ლევიტაციის ტექნოლოგიას იყენებს.

იმპლანტი, რომელიც კლინიკური კვლევის ადრეულ ეტაპზეა, შექმნილია პაციენტებისთვის, რომლებსაც გულის უკმარისობის ბოლო სტადია აქვთ. გულის უკმარისობა როგორც წესი ვითარდება გულის შეტევისა და კორონალური გულის დაავადების დროს, მაგრამ ასევე სხვა ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა დიაბეტი.

იმპლანტი გარდამავალი პერიოდისთვისაა შექმნილი, რათა პაციენტები ცოცხლები დარჩნენ, სანამ დონორის გულის ტრანსპლანტაცია ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ BiVACOR-ის გრძელვადიანი ამბიცია ისაა, რომ იმპლანტის მიმღებებმა თავიანთი მოწყობილობით ცხოვრება გულის ტრანსპლანტაციის საჭიროების გარეშე შეძლონ.

  • პაციენტი, დაახლოებით 40 წლის მამაკაცი ახალი სამხრეთ უელსიდან, რომელსაც გულის მძიმე უკმარისობა აწუხებდა, ავსტრალიაში პირველი სრული ხელოვნური გულის მიმღებია. მსოფლიოში კი მის გარდა ხუთმა მოხალისემ მიიღო იმპლანტი.

პირველი ხუთი იმპლანტაცია შარშან აშშ-ში გაკეთდა. ყველაზე ხანგრძლივი დრო იმპლანტსა და დონორის გულის ტრანსპლანტაციას შორის 27 დღე იყო.

ავსტრალიელ პაციენტს მოწყობილობა 22 ნოემბერს, სიდნეის წმინდა ვინსენტის საავადმყოფოში, ექვსსაათიანი პროცედურის დროს ჩაუდგეს. ოპერაციას ტრანსპლანტაციის ქირურგი პოლ იანსზი ხელმძღვანელობდა.

პაციენტი, რომელმაც უარი თქვა მედიაში ვინაობის გამოქვეყნებაზე, საავადმყოფოდან იმპლანტით თებერვალში გაეწერა, დონორის გული კი ტრანსპლანტაციისთვის მარტში გახდა ხელმისაწვდომი.

"ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით ამისთვის და უზომოდ ვამაყობთ, რომ ვიყავით პირველი გუნდი ავსტრალიაში, რომელმაც ეს პროცედურა ჩაატარა", - განაცხადა იანსზმა.

წყარო