პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მზად ვარ ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან არასდროს მიმიღია“ - თინა ბოკუჩავა
“მზად ვარ ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან არასდროს მიმიღია“ - თინა ბოკუჩავა

“მზად ვარ, ეს იქ­ნე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო წე­სით, თუ რე­ლი­გი­უ­რი წე­სით ბიბ­ლი­ის წი­ნა­შე ნე­ბის­მი­ე­რი ფიცი დავ­დო, რომ არა­ნა­ი­რი ტე­ლე­ფო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერ­თი პრე­ზი­დენ­ტის, მათ შო­რის არც მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან მე, თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვას არას­დროს, არ­ცერთ წელს არ მი­მი­ღია“,- ასე უპა­სუ­ხა “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რომ­ლის თა­ნახ­მად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ბი­უ­ჯე­ტი­დან მის­თვის თან­ხა გა­ი­ხარ­ჯა.

  • ბო­კუ­ჩა­ვა აღ­ნიშ­ნულს ცი­ლის­წა­მე­ბას უწო­დებს, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, შემ­დგომ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­სა­მარ­თლომ უნდა გა­მო­ი­ძი­ოს.

“არ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის სრუ­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა, რა­საც ვის­მენ 2012 წლი­დან. ცი­ლის­წა­მე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დგომ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­სა­მარ­თლომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ძი­ოს. მე მზად ვარ, ეს იქ­ნე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო, თუ რე­ლი­გი­უ­რი წე­სით ბიბ­ლი­ის წი­ნა­შე ნე­ბის­მი­ე­რი ფიცი დავ­დო, რომ არა­ნა­ი­რი ტე­ლე­ფო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერ­თი პრე­ზი­დენ­ტის, მათ შო­რის არც მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან მე, თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვას არას­დროს, არ­ცერთ წელს არ მი­მი­ღია. ამი­ტომ, ამ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე და ამ ბრალ­დე­ბა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვ პა­სუხს შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის მხრი­დან, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო. ამა­ზე პა­სუხს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვ“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, ხოლო თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას 300 ათას ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა, ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, “ამ გა­ნა­ჩე­ნით ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნე­ბენ“.

“11 წლის მან­ძილ­ზე საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც 2014 წელს და­ი­წყო, და­გე­ში­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ეძებ­დნენ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა რა­ი­მე სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხა მი­ით­ვი­სა, მაგ­რამ მათ ამის ვერ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ ნა­ხეს 11 წლის მან­ძილ­ზე. ბო­ლოს გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ეს თან­ხე­ბი გა­იფ­ლან­გა, ანუ არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­ი­ხარ­ჯა. რა თქმა უნდა, რუსი ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის არა­მიზ­ნობ­რი­ვად არის და­ხარ­ჯუ­ლი ხარ­ჯე­ბიო, რო­მე­ლიც და­ი­ხარ­ჯა პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პის მას­პინ­ძლო­ბის­თვის, ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის მას­პინ­ძლო­ბის­თვის, ჯო ბა­ი­დე­ნის და უამ­რა­ვი სხვა მსოფ­ლიო ლი­დე­რის მას­პინ­ძლო­ბის­თვის. სა­მა­გი­ე­როდ, მიზ­ნობ­რი­ვია ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის­თვის ის ხარ­ჯე­ბი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან გავ­რი­ლო­ვის მას­პინ­ძლო­ბის­თვის და­ი­ხარ­ჯა. იმ ტყვი­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს და­უ­ში­ნეს, რომ­ლე­ბიც გავ­რი­ლო­ვის სტუმ­რო­ბას და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სკამ­ში მო­კა­ლა­თე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რა მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და სდსს-ს ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბო­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, ხარ­ჯე­ბი 3 წლი­სა და 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 9 მი­ლი­ონ­ზე მეტ და­ნა­ხარჯს მო­ი­ცავს და აქ ძი­რი­თა­დად, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა, იმ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, “თინა ბო­კუ­ჩა­ვას­თვის IPhone-ის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლია 1600 ლარი“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“მზად ვარ ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან არასდროს მიმიღია“ - თინა ბოკუჩავა

“მზად ვარ ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან არასდროს მიმიღია“ - თინა ბოკუჩავა

“მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო წესით, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია“,- ასე უპასუხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტიდან მისთვის თანხა გაიხარჯა.

  • ბოკუჩავა აღნიშნულს ცილისწამებას უწოდებს, რომელიც მისივე თქმით, შემდგომ დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიძიოს.

“არცერთი მტკიცებულება არ არსებობს აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არის სრული ცილისწამება, რასაც ვისმენ 2012 წლიდან. ცილისწამება, რომელიც შემდგომ დამოუკიდებელმა სასამართლომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს. მე მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია. ამიტომ, ამ ცილისწამებაზე და ამ ბრალდებაზე აუცილებლად მოვითხოვ პასუხს შესაბამისი პირების მხრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექნება დამოუკიდებელი სასამართლო. ამაზე პასუხს აუცილებლად მოვითხოვ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ბოკუჩავას განცხადებით, “ამ განაჩენით ვერავის შეაშინებენ“.

“11 წლის მანძილზე საქმეზე, რომელიც 2014 წელს დაიწყო, დაგეშილი პროკურორები მტკიცებულებას ეძებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაიმე საბიუჯეტო თანხა მიითვისა, მაგრამ მათ ამის ვერცერთი მტკიცებულება ვერ ნახეს 11 წლის მანძილზე. ბოლოს გამოაცხადეს, რომ ეს თანხები გაიფლანგა, ანუ არამიზნობრივად გაიხარჯა. რა თქმა უნდა, რუსი ივანიშვილისთვის არამიზნობრივად არის დახარჯული ხარჯებიო, რომელიც დაიხარჯა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მასპინძლობისთვის, ჰილარი კლინტონის მასპინძლობისთვის, ჯო ბაიდენის და უამრავი სხვა მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის. სამაგიეროდ, მიზნობრივია ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის ის ხარჯები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გავრილოვის მასპინძლობისთვის დაიხარჯა. იმ ტყვიებისთვის, რომელიც ადამიანებს დაუშინეს, რომლებიც გავრილოვის სტუმრობას და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოკალათებას აპროტესტებდნენ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პროკურატურა მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ხარჯები 3 წლისა და 9 თვის განმავლობაში 9 მილიონზე მეტ დანახარჯს მოიცავს და აქ ძირითადად, წარმოდგენილი იყო მთავრობის შემადგენლობა, იმჟამინდელი პოლიტიკოსები, მათთან დაკავშირებული პირები. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, “თინა ბოკუჩავასთვის IPhone-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი“.

იხილეთ ასევე: