სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“ - უკრაინა აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგები, ევროპელი ლიდერების შეფასებები და რუსეთის პოზიცია: შეწყდება თუ არა ომი?
“ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“ - უკრაინა აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგები, ევროპელი ლიდერების შეფასებები და რუსეთის პოზიცია: შეწყდება თუ არა ომი?

სა­უ­დის არა­ბეთ­ში მიმ­დი­ნა­რე უკ­რა­ი­ნი­სა და აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ დას­რულ­და.

მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი - უკ­რა­ი­ნა მზად არის შუ­ა­ლე­დურ, 30-დღი­ან ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და­თან­ხმდეს, ხოლო აშშ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნა­ახ­ლებს უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მას.

რო­გორც აშშ-ისა და უკ­რა­ი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი: აშშ "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­უქ­მებს სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა­ზე პა­უ­ზას და გა­ნა­ახ­ლებს უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას".

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მარ­კო რუ­ბი­ოს თქმით, აშშ-მა უკ­რა­ი­ნას ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე და­თან­ხმდა: "რათა შე­ვი­დეთ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ში და შე­ვი­დეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, რომ და­ვას­რუ­ლოთ კონ­ფლიქ­ტი ისე, რომ მყა­რი და გამ­ძლე იყოს".

რუ­ბი­ომ აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ს წი­ნა­და­დე­ბა მო­ი­აზ­რებს "ცე­ცხლის სრულ შე­წყვე­ტას ფრონ­ტის ხაზ­ზე, არა მხო­ლოდ სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო ცე­ცხლის შე­წყვე­ტას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნელ­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. რუ­ბი­ოს თქმით, აშშ ახლა “ამ წი­ნა­და­დე­ბით რუ­სებ­თან მივა” და მას “იმე­დი აქვს”, რომ ისი­ნი და­თან­ხმდე­ბი­ან.

  • სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თქმით, "ბურ­თი ახლა მათ [რუ­სე­ბის] მო­ე­დან­ზეა", - მან აღ­ნიშ­ნა, რომ თუ რუ­სე­ბი უარს იტყვი­ან “მა­შინ, სამ­წუ­ხა­როდ, გვე­ცო­დი­ნე­ბა მშვი­დო­ბის­თვის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი რა არის”.

შეხ­ვედ­რა შე­ა­ფა­სეს ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­მაც.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი იმე­დოვ­ნებს, რომ რუ­სე­თი ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და­თან­ხმდე­ბა. ტრამ­პის თქმით, "მათ შევ­ხვდე­ბით დღეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით და ხვალ".

“უკ­რა­ი­ნა. ცე­ცხლის შე­წყვე­ტა. ცოტა ხნის წინ შევ­თან­ხმდით ამა­ზე. ახლა რუ­სეთ­თან უნდა მი­ვი­დეთ და იმე­დი მაქვს, რომ პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი, ასე­ვე, და­თან­ხმდე­ბა ამას და შევ­ძლებთ ამ სა­ში­ნე­ლი ომის დას­რუ­ლე­ბას… ეს ცე­ცხლის სრუ­ლი შე­წყვე­ტაა. უკ­რა­ი­ნა და­თან­ხმდა ამას და იმე­დი მაქვს, რომ რუ­სე­თიც და­თან­ხმდე­ბა. მათ შევ­ხვდე­ბით დღეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით და ხვალ. და იმე­დი მაქვს, რომ შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წევთ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

თუ შევ­ძლებთ, რომ რუ­სეთ­მა ეს გა­ა­კე­თოს - შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბა, თუ არა - ეს გაგ­რძელ­დე­ბა და ხალ­ხი და­ი­ხო­ცე­ბა, ბევ­რი ხალ­ხი”, - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

  • უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თქმით, უკ­რა­ი­ნა მზად არის მშვი­დო­ბის­თვის.

“დღეს სა­უ­ბარ­ში სწო­რედ ამე­რი­კუ­ლი მხა­რის წი­ნა­და­დე­ბა იყო შემ­დგომ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და 30 დღით ცე­ცხლის სრუ­ლი შე­წყვე­ტის ცდა, არა მხო­ლოდ რა­კე­ტებ­თან, დრო­ნებ­თან და ბომ­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით, არა მხო­ლოდ შავ ზღვა­ში, არა­მედ ასე­ვე, ფრონ­ტის მთელ ხაზ­ზე. უკ­რა­ი­ნა იღებს ამ წი­ნა­და­დე­ბას, და­დე­ბი­თად მიგ­ვაჩ­ნია ის, მზად ვართ ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგათ და აშშ-მა უნდა და­არ­წმუ­ნოს რუ­სე­თი, რომ ეს გა­ა­კე­თოს. ანუ ჩვენ ვთან­ხმდე­ბით და თუ რუ­სე­ბი და­თან­ხმდე­ბი­ან - მა­შინ­ვე სი­ჩუ­მე ამოქ­მედ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­უბ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია აშშ-ის მზა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლოს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა.

“უკ­რა­ი­ნა მზად არის მშვი­დო­ბის­თვის. თა­ვი­სი მზად­ყოფ­ნა, შე­წყვი­ტონ ან გა­აგ­რძე­ლონ ომი, რუ­სეთ­ში უნდა აჩ­ვე­ნონ. სრუ­ლი სი­მარ­თლის დროა”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

  • მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გებს აფა­სე­ბენ ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი.

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, ან­ტო­ნიო კოშ­ტა:

“მი­ვე­სალ­მე­ბით დღე­ვან­დელ ამ­ბებს ჯი­და­დან აშშ-უკ­რა­ი­ნის სა­უბ­რებ­ზე, მათ შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა­ზე წი­ნა­და­დე­ბას და ამე­რი­კუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის აღ­დგე­ნას. ეს და­დე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბაა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­ბი­ჯი, ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და მყა­რი მშვი­დო­ბის­კენ უკ­რა­ი­ნის­თვის.

ბურ­თი ახლა რუ­სე­თის მო­ე­დან­ზეა. ევ­რო­კავ­ში­რი მზად არის თა­ვი­სი როლი შე­ას­რუ­ლოს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად სა­მო­მავ­ლო სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში”, - წე­რენ ფონ დერ ლა­ი­ე­ნი და კოშ­ტა.

  • საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი მი­ე­სალ­მე­ბა უკ­რა­ი­ნის გან­ცხა­დე­ბას, რომ მზად არის, 30-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­თვის.

“ბურ­თი ახლა აშ­კა­რად რუ­სე­თის მო­ე­დან­ზეა“, - და­წე­რა მაკ­რონ­მა X-ზე. მისი თქმით, საფ­რან­გე­თი და მისი პარტნი­ო­რე­ბი რჩე­ბი­ან მყა­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის ერ­თგულ­ნი, რო­მელ­საც მხარს და­უ­ჭერს უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მტკი­ცე გა­რან­ტი­ე­ბი.

  • გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კირ სტარ­მე­რიც:

"ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბის­თვის და ჩვენ ყვე­ლამ უნდა გა­ვა­ორ­მა­გოთ ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მი­ვაღ­წი­ოთ გრძელ­ვა­დი­ან და უსაფრ­თხო მშვი­დო­ბას. რო­გორც ამე­რი­კულ­მა და უკ­რა­ი­ნულ­მა დე­ლე­გა­ცი­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, ბურ­თი ახლა რუ­სე­თის მო­ე­დან­ზეა. რუ­სე­თი ახლა უნდა და­თან­ხმდეს ცე­ცხლის და ბრძო­ლე­ბის შე­წყვე­ტას" , - აღ­ნიშ­ნა სტარ­მერ­მა.

  • პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დო­ნალდ ტუსკმა გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­პა მზად არის და­ეხ­მა­როს სა­მარ­თლი­ან და გრძელ­ვა­დი­ან მშვი­დო­ბას.

"რო­გორც ჩანს, ამე­რი­კე­ლებ­მა და უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს მშვი­დო­ბის­კენ. ევ­რო­პა კი მზა­დაა, და­ეხ­მა­როს სა­მარ­თლი­ა­ნი და ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა­ში", - და­წე­რა ტუსკმა.

  • სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კაია კა­ლა­სი:

“ევ­რო­კავ­ში­რი მი­ე­სალ­მე­ბა უკ­რა­ი­ნი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო­ში შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, მათ შო­რის წი­ნა­და­დე­ბებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის და აშშ-ის სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კაია კა­ლა­სი ხაზს უს­ვამს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მზა­დაა, უკ­რა­ი­ნას­თან, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან და სხვა პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, სრუ­ლი როლი ითა­მა­შოს მო­მა­ვა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

“ევ­რო­კავ­ში­რის მი­ზა­ნია მხა­რი და­უ­ჭი­როს უკ­რა­ი­ნას, რათა მი­აღ­წი­ოს ყოვ­ლის­მომ­ცველ, სა­მარ­თლი­ან და გრძელ­ვა­დი­ან მშვი­დო­ბას გა­ე­რო-ს წეს­დე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რდნო­ბით. ცე­ცხლის შე­წყვე­ტის წი­ნა­და­დე­ბა - რუ­სე­თის მიერ მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ახლა რუ­სეთ­მა უნდა აჩ­ვე­ნოს თა­ვი­სი მზად­ყოფ­ნა მშვი­დო­ბის მი­საღ­წე­ვად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კაია კა­ლა­სი ხაზს უს­ვამს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მი­ე­სალ­მე­ბა სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფოს ძა­ლის­ხმე­ვას, რო­მე­ლიც ამ დის­კუ­სი­ებს მას­პინ­ძლობს.

  • იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯორ­ჯია მე­ლო­ნი:

“პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯორ­ჯია მე­ლო­ნი ჯი­და­ში აშშ-სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გებს მი­ე­სალ­მე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით 30-დღი­ან ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და კი­ე­ვის­თვის აშშ-ს დახ­მა­რე­ბის აღ­დგე­ნის წი­ნა­და­დე­ბას“, - ნათ­ქვა­მია იტა­ლი­ის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იტა­ლი­ის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, “ახლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა რუ­სეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი“.

“იტა­ლია სრუ­ლად უჭერს მხარს აშშ-ის ძა­ლის­ხმე­ვას, პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მი­აღ­წი­ოს სა­მარ­თლი­ან მშვი­დო­ბას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ხან­გრძლივ უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სპი­კე­რებ­მაც.

  • რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რის მა­რია ზა­ხა­რო­ვას გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი­სა და აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შეძ­ლე­ბენ.

"ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ კონ­ტაქტს აშშ-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში", - გა­ნუ­ცხა­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Tass-ს.

  • რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს ვიცე-სპი­კე­რი, კონ­სტან­ტინ კო­სა­ჩო­ვი:

“პი­რო­ბე­ბი ამე­რი­კუ­ლია და არა უკ­რა­ი­ნუ­ლი. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ეთან­ხმე­ბი­ან იმას, რა­საც ეუბ­ნე­ბი­ან. რუ­სე­თი [უკ­რა­ი­ნა­ში] წინ მი­ი­წევს და, შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სეთ­თან საქ­მე სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა (კომ­პრო­მი­სის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სრუ­ლი გა­გე­ბით) - ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბით და არა ამე­რი­კის. ეს არ არის ტრა­ბა­ხი, არა­მედ იმის გა­გე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბი ჯერ კი­დევ იქ, ფრონტზე იწე­რე­ბა. ეს არის ის, რაც ვა­შინგტონ­შიც უნდა გა­ი­გონ“, - წერს კო­სა­ჩო­ვი “ტე­ლეგ­რამ“ არხზე.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ აშშ-ისა და უკ­რა­ი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნა მზად არის 30-დღი­ან ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და­თან­ხმდეს, ხოლო აშშ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნა­ახ­ლებს უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­ცე­მას.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“ - უკრაინა აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგები, ევროპელი ლიდერების შეფასებები და რუსეთის პოზიცია: შეწყდება თუ არა ომი?

“ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“ - უკრაინა აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგები, ევროპელი ლიდერების შეფასებები და რუსეთის პოზიცია: შეწყდება თუ არა ომი?

საუდის არაბეთში მიმდინარე უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დასრულდა.

მედიისთვის ცნობილი გახდა მოლაპარაკებების შედეგები - უკრაინა მზად არის შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.

როგორც აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული: აშშ "დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე პაუზას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, აშშ-მა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება შესთავაზა, რომელსაც უკრაინული მხარე დათანხმდა: "რათა შევიდეთ ცეცხლის შეწყვეტაში და შევიდეთ მოლაპარაკებებში, რომ დავასრულოთ კონფლიქტი ისე, რომ მყარი და გამძლე იყოს".

რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ს წინადადება მოიაზრებს "ცეცხლის სრულ შეწყვეტას ფრონტის ხაზზე, არა მხოლოდ საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინელმა შემოგვთავაზეს. რუბიოს თქმით, აშშ ახლა “ამ წინადადებით რუსებთან მივა” და მას “იმედი აქვს”, რომ ისინი დათანხმდებიან.

  • სახელმწიფო მდივნის თქმით, "ბურთი ახლა მათ [რუსების] მოედანზეა", - მან აღნიშნა, რომ თუ რუსები უარს იტყვიან “მაშინ, სამწუხაროდ, გვეცოდინება მშვიდობისთვის შემაფერხებელი რა არის”.

შეხვედრა შეაფასეს ორი ქვეყნის ლიდერებმაც.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. ტრამპის თქმით, "მათ შევხვდებით დღეს მოგვიანებით და ხვალ".

“უკრაინა. ცეცხლის შეწყვეტა. ცოტა ხნის წინ შევთანხმდით ამაზე. ახლა რუსეთთან უნდა მივიდეთ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი, ასევე, დათანხმდება ამას და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას… ეს ცეცხლის სრული შეწყვეტაა. უკრაინა დათანხმდა ამას და იმედი მაქვს, რომ რუსეთიც დათანხმდება. მათ შევხვდებით დღეს მოგვიანებით და ხვალ. და იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ შევძლებთ, რომ რუსეთმა ეს გააკეთოს - შესანიშნავი იქნება, თუ არა - ეს გაგრძელდება და ხალხი დაიხოცება, ბევრი ხალხი”, - განაცხადა ტრამპმა.

  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის.

“დღეს საუბარში სწორედ ამერიკული მხარის წინადადება იყო შემდგომ პირველი ნაბიჯის გადადგმა და 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტის ცდა, არა მხოლოდ რაკეტებთან, დრონებთან და ბომბებთან მიმართებით, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ასევე, ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინა იღებს ამ წინადადებას, დადებითად მიგვაჩნია ის, მზად ვართ ასეთი ნაბიჯი გადავდგათ და აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ ეს გააკეთოს. ანუ ჩვენ ვთანხმდებით და თუ რუსები დათანხმდებიან - მაშინვე სიჩუმე ამოქმედდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბრის მნიშვნელოვანი ელემენტია აშშ-ის მზაობა განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.

“უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. თავისი მზადყოფნა, შეწყვიტონ ან გააგრძელონ ომი, რუსეთში უნდა აჩვენონ. სრული სიმართლის დროა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

  • მოლაპარაკებების შედეგებს აფასებენ ევროპელი ლიდერები.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა:

“მივესალმებით დღევანდელ ამბებს ჯიდადან აშშ-უკრაინის საუბრებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე წინადადებას და ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების აღდგენას. ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ უკრაინისთვის.

ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. ევროკავშირი მზად არის თავისი როლი შეასრულოს პარტნიორებთან ერთად სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში”, - წერენ ფონ დერ ლაიენი და კოშტა.

  • საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმება უკრაინის განცხადებას, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის.

“ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა“, - დაწერა მაკრონმა X-ზე. მისი თქმით, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულნი, რომელსაც მხარს დაუჭერს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები.

  • განცხადებას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც:

"ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი უკრაინაში მშვიდობისთვის და ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ გრძელვადიან და უსაფრთხო მშვიდობას. როგორც ამერიკულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა განაცხადეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. რუსეთი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის და ბრძოლების შეწყვეტას" , - აღნიშნა სტარმერმა.

  • პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპა მზად არის დაეხმაროს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას.

"როგორც ჩანს, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს მშვიდობისკენ. ევროპა კი მზადაა, დაეხმაროს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში", - დაწერა ტუსკმა.

  • საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი:

“ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ, მათ შორის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, ჰუმანიტარული ძალისხმევის და აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უსაფრთხოების დახმარების განახლებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, სრული როლი ითამაშოს მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად.

“ევროკავშირის მიზანია მხარი დაუჭიროს უკრაინას, რათა მიაღწიოს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. ცეცხლის შეწყვეტის წინადადება - რუსეთის მიერ მიღების შემთხვევაში - შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით. ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევას, რომელიც ამ დისკუსიებს მასპინძლობს.

  • იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი:

“პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ჯიდაში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება, განსაკუთრებით 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტისა და კიევისთვის აშშ-ს დახმარების აღდგენის წინადადებას“, - ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.

იტალიის მთავრობის განცხადებით, “ახლა გადაწყვეტილების მიღება რუსეთზეა დამოკიდებული“.

“იტალია სრულად უჭერს მხარს აშშ-ის ძალისხმევას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას, რომელიც უკრაინის ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოფიციალური მოსკოვის პოზიცია დააფიქსირეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების სპიკერებმაც.

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ერთმანეთთან კომუნიკაციას უახლოეს დღეებში შეძლებენ.

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ კონტაქტს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში", - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ს.

  • რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი, კონსტანტინ კოსაჩოვი:

“პირობები ამერიკულია და არა უკრაინული. უკრაინელები ეთანხმებიან იმას, რასაც ეუბნებიან. რუსეთი [უკრაინაში] წინ მიიწევს და, შესაბამისად, რუსეთთან საქმე სხვაგვარად იქნება. ნებისმიერი შეთანხმება (კომპრომისის აუცილებლობის სრული გაგებით) - ჩვენი პირობებით და არა ამერიკის. ეს არ არის ტრაბახი, არამედ იმის გაგება, რომ რეალური შეთანხმებები ჯერ კიდევ იქ, ფრონტზე იწერება. ეს არის ის, რაც ვაშინგტონშიც უნდა გაიგონ“, - წერს კოსაჩოვი “ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემას.

იხილეთ ასევე: