მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვოლტერი - ფრანგი განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმაც ევროპულ ცივილიზაციაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა
ვოლტერი - ფრანგი განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმაც ევროპულ ცივილიზაციაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა

გა­ნუ­ზო­მე­ლი გავ­ლე­ნა კლა­სი­ციზ­მი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ის ერა­ზე და ნაშ­რო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გარ­და­მა­ვალ ეპო­ქა­ში მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­თვის. უდი­დე­სი ფრან­გი მწე­რა­ლი, ფი­ლო­სო­ფო­სი, გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ფრან­სუა-მარი არუე, შემ­დგომ­ში ფსევ­დო­ნი­მით ვოლ­ტე­რი , 1694 წელს პა­რიზ­ში, შეძ­ლე­ბუ­ლი ნო­ტა­რი­უ­სის ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

1704 წელს ვოლ­ტე­რი შე­დის იე­ზუ­იტ­თა კო­ლე­ჯში, შემ­დეგ კი სწავ­ლას გა­ნაგ­რძობს სა­მარ­თლის სკო­ლა­ში. ამა­ვე დროს იგი ხში­რი სტუ­მა­რია პა­რი­ზის სა­ლო­ნე­ბის და გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი მახ­ვილ­გო­ნი­ე­რე­ბით. 1717 წელს ლუი XIV-ის მე­ფო­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ტი­რის და­წე­რის გამო აპა­ტიმ­რე­ბენ. მომ­დევ­ნო წელს კო­მე­დი ფრან­სეზ­ში წარ­მა­ტე­ბით იდ­გმე­ბა მისი ტრა­გე­დია ოი­დი­პო­სი. ამ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა ფსევ­დო­ნი­მის - ვოლ­ტე­რის აღე­ბაც. 1726 წელს შე­ვა­ლიე დე რო­ან­თან მომ­ხდა­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბის გამო ისევ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ. ბას­ტი­ლი­ი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ვოლ­ტე­რი ინ­გლის­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც იგი გა­ეც­ნო­ბა ჯონ ლო­კი­სა და ისა­აკ ნი­უ­ტო­ნის თე­ო­რი­ებს და წერს ინ­გლი­სურ წე­რი­ლებს, რომ­ლებ­შიც გა­მოთ­ქვამს თა­ვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ბრი­ტა­ნუ­ლი მო­ნარ­ქი­ით. 1729 წელს ბრუნ­დე­ბა საფ­რან­გეთ­ში, მაგ­რამ ინ­გლი­სუ­რი წე­რი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა თა­ვის მე­გო­ბარ, მარ­კი­ზა დუ შა­ტე­ლეს­თან პრო­ვინ­ცი­ა­ში შე­ა­ფა­როს თავი. ეს დრო მისი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის ყვე­ლა­ზე უხვი პე­რი­ო­დია. აქვე იწყე­ბა მისი მი­მო­წე­რა პრუ­სი­ის მეფე ფრიდ­რიხ II-სთან, რო­მე­ლიც მას ბერ­ლინ­ში მი­ი­პა­ტი­ჟებს. 1750-1753 წლებ­ში ვოლ­ტე­რი გერ­მა­ნი­ის სა­მე­ფო კარ­ზეა, მაგ­რამ ფრიდ­რიხ II-სთან უთან­ხმო­ე­ბის გამო ისევ იძუ­ლე­ბუ­ლია გა­იქ­ცეს. ამ­ჯე­რად შვე­ი­ცა­რი­ა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, 1759 წელს, ფერ­ნე­ი­ში, საფ­რან­გე­თი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს აშე­ნებს ციხე-სი­მაგ­რე­სა და ეკ­ლე­სი­ას და იქვე სახ­ლდე­ბა. მალე მას „ფერ­ნე­ის პატ­რი­არ­ქსაც“ შე­არ­ქმე­ვენ. მას­თან გა­მუდ­მე­ბით მო­დი­ან სტუმ­რად ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. თა­ვის სო­ფელს ვოლ­ტე­რი პა­ტა­რა ინ­დუსტრი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის მო­დე­ლად აქ­ცევს სა­დაც საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია გლეხ­თა პი­რო­ბე­ბი. ამ პე­რი­ო­დის­თვის იგი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია რომ პა­რიზ­ში ძეგლ­საც უდ­გა­მენ, რომ­ლის გახ­სნას თა­ვად­ვე ეს­წრე­ბა.

1746 წელს ვოლ­ტერს საფ­რან­გე­თის აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტო­რად ნიშ­ნა­ვენ. მის ნა­მუ­შევ­რებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა „ქრის­ტი­ა­ნო­ბის კრი­ტი­კა“ (გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მის კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის) და „მო­ნო­ბა“. ვოლ­ტე­რი ად­ვო­კა­ტი­რებ­და გა­მო­ხატ­ვი­სა და რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მხარს უჭერ­და ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბას.

ვოლ­ტე­რი ნა­მუ­შევ­რებს ქმნი­და ლი­ტე­რა­ტუ­რის სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში. მას და­წე­რი­ლი აქვს პი­ე­სე­ბი, პო­ე­მე­ბი, ნო­ვე­ლე­ბი, ესე­ე­ბი და სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპო­ზი­ცი­ე­ბიც კი. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა მო­ი­ცავს 20 000 წე­რილს, 2 000 წიგნ­სა და პამ­ფლეტს. ის გახ­და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ავ­ტო­რი, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მი­აღ­წია კო­მერ­ცი­ულ წარ­მა­ტე­ბას.

ვოლ­ტერს, სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გან­მა­ნათ­ლებ­ლუ­რი აბ­სო­ლუ­ტიზ­მის ფორ­მით სურ­და. კლა­სი­ცის­ტუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა – გან­მა­ნათ­ლებ­ლუ­რი კლა­სი­ციზ­მის სა­ხით. მო­ნარ­ქი­უ­ლი წყო­ბი­დან − დეს­პო­ტიზ­მის, ტი­რა­ნი­ის, ხოლო რე­ლი­გი­ი­დან − ფა­ნა­ტიზ­მის აღ­მო­ფხვრა. ვოლ­ტე­რი აღი­ა­რებ­და დე­იზ­მის ფი­ლო­სო­ფი­ურ მო­ძღვრე­ბას, რო­მე­ლიც უარ­ყოფს ყო­ველ­გვარ რე­ლი­გი­ურ დოგმებს. ის ებ­რძო­და ეკ­ლე­სი­ას, თუმ­ცა რე­ლი­გია და რწმე­ნა − სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ კა­ტე­გო­რი­ად მი­აჩ­ნდა. „ღმერ­თი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ის უნდა გა­მოგ­ვე­გო­ნა“ − ამ­ბობ­და დრა­მა­ტურ­გი და ოც­ნე­ბობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­დაქ­მნა­ზე, რაც, მისი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ფორ­მე­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო და არა სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბით.

ვოლ­ტე­რი ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და თა­ვი­სი იდე­ე­ბის გამო მუდ­მი­ვად ფრან­გუ­ლი კა­თო­ლი­კუ­რი მო­ნარ­ქი­ის ცენ­ზუ­რის რის­კის ქვეშ იყო. მისი შე­დევ­რი, მისი Magnum Opus-ი იყო Candide - ნო­ვე­ლა ეხ­მა­უ­რე­ბა და აკ­რი­ტი­კებს სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნა­სა და თა­ვი­სი დრო­ის ფი­ლო­სო­ფო­სებს, მათ შო­რის გო­ტფ­რიდ ლა­იბ­ნიც­სა და მის რწმე­ნას, რომ ჩვე­ნი სამ­ყა­რო აუ­ცი­ლებ­ლად სა­უ­კე­თე­სოა ყვე­ლა შე­საძ­ლო სამ­ყა­როს შო­რის.

იდე­ა­ლუ­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­ნარ­ქის სახე შექ­მნა ვოლ­ტერ­მა ტრა­გე­დი­ებ­ში „მი­ნო­სის კა­ნო­ნე­ბი“ (1772) და „დონ პედ­რო“ (1775) მო­ნარ­ქი, რომ­ლის მი­ზა­ნია ხალ­ხის გა­ნათ­ლე­ბა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა, უპი­რის­პირ­დე­ბა მა­ღა­ლი წრის სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რებს.

ვოლ­ტე­რი გარ­და­იც­ვა­ლა 1778 წელს, 84 წლის ასაკ­ში. 1791 წელს მისი ფერ­ფლი პა­რი­ზის პან­თე­ონ­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ვოლტერი - ფრანგი განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმაც ევროპულ ცივილიზაციაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა

ვოლტერი - ფრანგი განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმაც ევროპულ ცივილიზაციაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა

განუზომელი გავლენა კლასიციზმისა და რევოლუციის ერაზე და ნაშრომები, რომლებიც ამ გარდამავალ ეპოქაში მიმართულების მიმცემი აღმოჩნდა ევროპული ცივილიზაციისთვის. უდიდესი ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე ფრანსუა-მარი არუე, შემდგომში ფსევდონიმით ვოლტერი , 1694 წელს პარიზში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში დაიბადა.

1704 წელს ვოლტერი შედის იეზუიტთა კოლეჯში, შემდეგ კი სწავლას განაგრძობს სამართლის სკოლაში. ამავე დროს იგი ხშირი სტუმარია პარიზის სალონების და გამოირჩევა თავისი მახვილგონიერებით. 1717 წელს ლუი XIV-ის მეფობის შესახებ პოლიტიკური სატირის დაწერის გამო აპატიმრებენ. მომდევნო წელს კომედი ფრანსეზში წარმატებით იდგმება მისი ტრაგედია ოიდიპოსი. ამ პერიოდს უკავშირდება ფსევდონიმის - ვოლტერის აღებაც. 1726 წელს შევალიე დე როანთან მომხდარი უსიამოვნების გამო ისევ დააპატიმრებენ. ბასტილიიდან გამოსვლის შემდეგ ვოლტერი ინგლისში მიემგზავრება, სადაც იგი გაეცნობა ჯონ ლოკისა და ისააკ ნიუტონის თეორიებს და წერს ინგლისურ წერილებს, რომლებშიც გამოთქვამს თავის აღფრთოვანებას ბრიტანული მონარქიით. 1729 წელს ბრუნდება საფრანგეთში, მაგრამ ინგლისური წერილების გამოქვეყნების გამო იძულებული ხდება თავის მეგობარ, მარკიზა დუ შატელესთან პროვინციაში შეაფაროს თავი. ეს დრო მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ყველაზე უხვი პერიოდია. აქვე იწყება მისი მიმოწერა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სთან, რომელიც მას ბერლინში მიიპატიჟებს. 1750-1753 წლებში ვოლტერი გერმანიის სამეფო კარზეა, მაგრამ ფრიდრიხ II-სთან უთანხმოების გამო ისევ იძულებულია გაიქცეს. ამჯერად შვეიცარიაში მიემგზავრება. საბოლოოდ, 1759 წელს, ფერნეიში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს აშენებს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას და იქვე სახლდება. მალე მას „ფერნეის პატრიარქსაც“ შეარქმევენ. მასთან გამუდმებით მოდიან სტუმრად ცნობილი ადამიანები. თავის სოფელს ვოლტერი პატარა ინდუსტრიული წარმოების მოდელად აქცევს სადაც საგრძნობლად გაუმჯობესებულია გლეხთა პირობები. ამ პერიოდისთვის იგი იმდენად პოპულარულია რომ პარიზში ძეგლსაც უდგამენ, რომლის გახსნას თავადვე ესწრება.

1746 წელს ვოლტერს საფრანგეთის აკადემიის დირექტორად ნიშნავენ. მის ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აღმოჩნდა „ქრისტიანობის კრიტიკა“ (განსაკუთრებით რომის კათოლიკური ეკლესიის) და „მონობა“. ვოლტერი ადვოკატირებდა გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლებას და მხარს უჭერდა ეკლესიისა და სახელმწიფო მმართველობის ერთმანეთისგან განცალკევებას.

ვოლტერი ნამუშევრებს ქმნიდა ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. მას დაწერილი აქვს პიესები, პოემები, ნოველები, ესეები და სამეცნიერო ექსპოზიციებიც კი. მისი შემოქმედება მოიცავს 20 000 წერილს, 2 000 წიგნსა და პამფლეტს. ის გახდა ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია კომერციულ წარმატებას.

ვოლტერს, სახელმწიფოს შენარჩუნება განმანათლებლური აბსოლუტიზმის ფორმით სურდა. კლასიცისტური ხელოვნება – განმანათლებლური კლასიციზმის სახით. მონარქიული წყობიდან − დესპოტიზმის, ტირანიის, ხოლო რელიგიიდან − ფანატიზმის აღმოფხვრა. ვოლტერი აღიარებდა დეიზმის ფილოსოფიურ მოძღვრებას, რომელიც უარყოფს ყოველგვარ რელიგიურ დოგმებს. ის ებრძოდა ეკლესიას, თუმცა რელიგია და რწმენა − საზოგადოებისთვის აუცილებელ კატეგორიად მიაჩნდა. „ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ის უნდა გამოგვეგონა“ − ამბობდა დრამატურგი და ოცნებობდა საზოგადოების გარდაქმნაზე, რაც, მისი აზრით, ხელისუფლების რეფორმებით უნდა განხორციელებულიყო და არა სახალხო მოძრაობით.

ვოლტერი ხმამაღლა საუბრობდა სამოქალაქო თავისუფლებაზე და თავისი იდეების გამო მუდმივად ფრანგული კათოლიკური მონარქიის ცენზურის რისკის ქვეშ იყო. მისი შედევრი, მისი Magnum Opus-ი იყო Candide - ნოველა ეხმაურება და აკრიტიკებს სხვადასხვა მოვლენასა და თავისი დროის ფილოსოფოსებს, მათ შორის გოტფრიდ ლაიბნიცსა და მის რწმენას, რომ ჩვენი სამყარო აუცილებლად საუკეთესოა ყველა შესაძლო სამყაროს შორის.

იდეალური, განათლებული მონარქის სახე შექმნა ვოლტერმა ტრაგედიებში „მინოსის კანონები“ (1772) და „დონ პედრო“ (1775) მონარქი, რომლის მიზანია ხალხის განათლება და ქვეყნის განვითარება, უპირისპირდება მაღალი წრის საზოგადოებას და ეკლესიის მსახურებს.

ვოლტერი გარდაიცვალა 1778 წელს, 84 წლის ასაკში. 1791 წელს მისი ფერფლი პარიზის პანთეონში გადაიტანეს.