მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დალაი ლამას თქმით, მისი მემკვიდრე ჩინეთის გარეთ, "თავისუფალ სამყაროში" დაიბადება - რეინკარნაცია და "ხმა უხმოთათვის"
დალაი ლამას თქმით, მისი მემკვიდრე ჩინეთის გარეთ, "თავისუფალ სამყაროში" დაიბადება - რეინკარნაცია და "ხმა უხმოთათვის"

ტი­ბე­ტუ­რი ბუ­დიზ­მის სუ­ლი­ე­რი ლი­დერი და­ლაი ლამა ახალ წიგნ­ში წერს, რომ მისი მემ­კვიდ­რე ჩი­ნეთს გა­რეთ, თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში და­ი­ბა­დე­ბა.

წიგნ­ში "ხმა უხ­მო­თათ­ვის", ის წერს, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ტი­ბე­ტე­ლებს სურთ, რომ ე.წ. და­ლაი ლა­მას ინ­სტი­ტუ­ტი 89 წლის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­დეს.

მა­ნამ­დე მას ნათ­ქვა­მი ჰქონ­და, რომ სუ­ლი­ერ ლი­დერ­თა ხაზი შე­საძ­ლოა, მას­თან ერ­თად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

მისი წიგ­ნი პირ­ვე­ლად აზუს­ტებს, რომ მისი მემ­კვიდ­რე "თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში" და­ი­ბა­დე­ბა, რო­მელ­საც იგი ჩი­ნე­თის გა­რეთ არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ად გან­მარ­ტავს. მა­ნამ­დე ლამა ამ­ბობ­და, რომ შე­საძ­ლოა, რე­ინ­კარ­ნა­ცია ტი­ბეტს გა­რეთ მომ­ხდა­რი­ყო, მა­გა­ლი­თად, ინ­დო­ეთ­ში, სა­დაც ის ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობს.

"რად­გან რე­ინ­კარ­ნა­ცი­ის მი­ზა­ნი წი­ნა­მორ­ბე­დის საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბაა, ახა­ლი და­ლაი ლამა თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში და­ი­ბა­დე­ბა, რათა და­ლაი ლა­მას ტრა­დი­ცი­უ­ლი მი­სია გაგ­რძელ­დეს - იყოს უნი­ვერ­სა­ლუ­რი თა­ნაგ­რძნო­ბის ხმა, ტი­ბე­ტუ­რი ბუ­დიზ­მის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რი და ტი­ბე­ტის სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც ტი­ბე­ტე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს", - წერს და­ლაი ლამა.

ტენ­ზინ გი­ა­ცო, მე-14 და­ლაი ლამა, 1959 წელს მაო ძე­დუ­ნის კო­მუ­ნის­ტე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აჯან­ყე­ბის შემ­დეგ, 23 წლის ასაკ­ში ინ­დო­ეთ­ში, ათა­სო­ბით სხვა ტი­ბე­ტელ­თან ერ­თად გა­იქ­ცა. პე­კი­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ მის მემ­კვიდ­რეს თვი­თონ აირ­ჩევს, მაგ­რამ და­ლაი ლამა ამ­ბობს, რომ ჩი­ნე­თის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ ნე­ბის­მი­ერ მემ­კვიდ­რეს პა­ტივს არ სცე­მენ.

ჩი­ნე­თი და­ლაი ლა­მას, რო­მელ­მაც 1989 წელს მშვი­დო­ბის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ი­ღო, "სე­პა­რა­ტის­ტად" მო­იხ­სე­ნი­ებს.

რო­დე­საც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წიგ­ნის შე­სა­ხებ ჰკი­თხეს, ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ლაი ლამა "პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რან­ტია, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­ის სა­ფარ­ქვეშ ჩი­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სე­პა­რა­ტის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა.

"ტი­ბე­ტის სა­კი­თხზე ჩი­ნე­თის პო­ზი­ცია თან­მიმ­დევ­რუ­ლი და ნა­თე­ლია. და­ლაი ლა­მას ნათ­ქვამს და ნა­მოქ­მე­დარს არ შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ტი­ბე­ტის აყ­ვა­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი".

პე­კინ­მა თე­ბერ­ვალ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ იმე­დოვ­ნებს, და­ლაი ლამა "სწორ გზას და­უბ­რუნ­დე­ბა" და რომ მზა­დაა გა­ნი­ხი­ლოს მისი მო­მა­ვა­ლი, თუ ის ისეთ პი­რო­ბებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რო­გო­რი­ცაა ტი­ბე­ტი­სა და ტა­ი­ვა­ნის ჩი­ნე­თის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლე­ბად აღი­ა­რე­ბა, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი ლე­გა­ლუ­რი მთავ­რო­ბა ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბაა. ეს წი­ნა­და­დე­ბა ინ­დო­ეთ­ში მყო­ფი ტი­ბე­ტის ემიგ­რან­ტუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მიერ უკვე უარ­ყო­ფილ იქნა.

თა­ვის წიგნ­ში და­ლაი ლამა წერს, რომ უკვე ათწლე­ულ­ზე მე­ტია, იღებს მრა­ვალ­რი­ცხო­ვან პე­ტი­ცი­ებს ტი­ბე­ტე­ლი ხალ­ხის ფარ­თო სპექტრის­გან, მათ შო­რის უფ­რო­სი ბე­რე­ბის­გან და ტი­ბეტ­ში და მის გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ტი­ბე­ტე­ლე­ბის­გან, "რომ­ლე­ბიც ერ­თხმად მთხო­ვენ, უზ­რუნ­ველ­ვყო და­ლაი ლა­მას მემ­კვიდ­რე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა".

ტი­ბე­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, უფ­რო­სი ბუ­დის­ტი ბე­რის სული მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას ბავ­შვის სხე­ულ­ში რე­ინ­კარ­ნირ­დე­ბა. ამ­ჟა­მინ­დე­ლი და­ლაი ლამა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ იქნა, რო­გორც მისი წი­ნა­მორ­ბე­დის რე­ინ­კარ­ნა­ცია, რო­დე­საც ის ორი წლის იყო.

წყა­რო

და­ლაი ლა­მას თქმით, მისი მემ­კვიდ­რე ჩი­ნე­თის გა­რეთ, "თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში" და­ი­ბა­დე­ბა -

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დალაი ლამას თქმით, მისი მემკვიდრე ჩინეთის გარეთ, "თავისუფალ სამყაროში" დაიბადება - რეინკარნაცია და "ხმა უხმოთათვის"

დალაი ლამას თქმით, მისი მემკვიდრე ჩინეთის გარეთ, "თავისუფალ სამყაროში" დაიბადება - რეინკარნაცია და "ხმა უხმოთათვის"

ტიბეტური ბუდიზმის სულიერი ლიდერი დალაი ლამა ახალ წიგნში წერს, რომ მისი მემკვიდრე ჩინეთს გარეთ, თავისუფალ სამყაროში დაიბადება.

წიგნში "ხმა უხმოთათვის", ის წერს, რომ მთელ მსოფლიოში ტიბეტელებს სურთ, რომ ე.წ. დალაი ლამას ინსტიტუტი 89 წლის სულიერი ლიდერის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდეს.

მანამდე მას ნათქვამი ჰქონდა, რომ სულიერ ლიდერთა ხაზი შესაძლოა, მასთან ერთად დასრულებულიყო.

მისი წიგნი პირველად აზუსტებს, რომ მისი მემკვიდრე "თავისუფალ სამყაროში" დაიბადება, რომელსაც იგი ჩინეთის გარეთ არსებულ ტერიტორიად განმარტავს. მანამდე ლამა ამბობდა, რომ შესაძლოა, რეინკარნაცია ტიბეტს გარეთ მომხდარიყო, მაგალითად, ინდოეთში, სადაც ის ემიგრაციაში ცხოვრობს.

"რადგან რეინკარნაციის მიზანი წინამორბედის საქმის გაგრძელებაა, ახალი დალაი ლამა თავისუფალ სამყაროში დაიბადება, რათა დალაი ლამას ტრადიციული მისია გაგრძელდეს - იყოს უნივერსალური თანაგრძნობის ხმა, ტიბეტური ბუდიზმის სულიერი ლიდერი და ტიბეტის სიმბოლო, რომელიც ტიბეტელი ხალხის მისწრაფებებს განასახიერებს", - წერს დალაი ლამა.

ტენზინ გიაცო, მე-14 დალაი ლამა, 1959 წელს მაო ძედუნის კომუნისტების მმართველობის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, 23 წლის ასაკში ინდოეთში, ათასობით სხვა ტიბეტელთან ერთად გაიქცა. პეკინი ამტკიცებს, რომ მის მემკვიდრეს თვითონ აირჩევს, მაგრამ დალაი ლამა ამბობს, რომ ჩინეთის მიერ დასახელებულ ნებისმიერ მემკვიდრეს პატივს არ სცემენ.

ჩინეთი დალაი ლამას, რომელმაც 1989 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, "სეპარატისტად" მოიხსენიებს.

როდესაც პრესკონფერენციაზე წიგნის შესახებ ჰკითხეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დალაი ლამა "პოლიტიკური ემიგრანტია, რომელიც რელიგიის საფარქვეშ ჩინეთის საწინააღმდეგო სეპარატისტულ საქმიანობას ეწევა.

"ტიბეტის საკითხზე ჩინეთის პოზიცია თანმიმდევრული და ნათელია. დალაი ლამას ნათქვამს და ნამოქმედარს არ შეუძლია შეცვალოს ტიბეტის აყვავებისა და განვითარების პროცესი".

პეკინმა თებერვალში განაცხადა, რომ იმედოვნებს, დალაი ლამა "სწორ გზას დაუბრუნდება" და რომ მზადაა განიხილოს მისი მომავალი, თუ ის ისეთ პირობებს დააკმაყოფილებს, როგორიცაა ტიბეტისა და ტაივანის ჩინეთის განუყოფელ ნაწილებად აღიარება, რომლის ერთადერთი ლეგალური მთავრობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობაა. ეს წინადადება ინდოეთში მყოფი ტიბეტის ემიგრანტული პარლამენტის მიერ უკვე უარყოფილ იქნა.

თავის წიგნში დალაი ლამა წერს, რომ უკვე ათწლეულზე მეტია, იღებს მრავალრიცხოვან პეტიციებს ტიბეტელი ხალხის ფართო სპექტრისგან, მათ შორის უფროსი ბერებისგან და ტიბეტში და მის გარეთ მცხოვრები ტიბეტელებისგან, "რომლებიც ერთხმად მთხოვენ, უზრუნველვყო დალაი ლამას მემკვიდრეობის გაგრძელება".

ტიბეტური ტრადიციის თანახმად, უფროსი ბუდისტი ბერის სული მისი გარდაცვალებისას ბავშვის სხეულში რეინკარნირდება. ამჟამინდელი დალაი ლამა იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც მისი წინამორბედის რეინკარნაცია, როდესაც ის ორი წლის იყო.

წყარო

დალაი ლამას თქმით, მისი მემკვიდრე ჩინეთის გარეთ, "თავისუფალ სამყაროში" დაიბადება -