კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“წითელ ხალიჩას უგებდნენ ზელენსკის, ფეხზე უდგებოდნენ და ხედავთ, რომ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სახვეწარი უხდება“ - შალვა პაპუაშვილი
“წითელ ხალიჩას უგებდნენ ზელენსკის, ფეხზე უდგებოდნენ და ხედავთ, რომ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სახვეწარი უხდება“ - შალვა პაპუაშვილი

“სა­ქარ­თვე­ლო არის იქ, სა­დაც მი­ნი­მუმ ბოლო 3-ათა­სი წელი ვართ და ტექ­ტო­ნი­კუ­რი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ძვრე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო ყო­ველ­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - ჩვენ უკვე ვნა­ხეთ უკ­რა­ი­ნა, რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თებს მი­ენ­დო! უკ­რა­ი­ნას ხომ შეს­თა­ვა­ზეს ზურ­გი, მაგ­რამ ვნა­ხეთ, რო­გორ ივარ­გა ამ ზურ­გმა 1994 წელს, როცა უკ­რა­ი­ნას ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი და­ათ­მო­ბი­ნეს! ან სად არის 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში მი­ცე­მუ­ლი ზურ­გი?!“ – ეს გან­ცხა­დე­ბა მე­დი­ას­თან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

  • პა­პუ­აშ­ვი­ლი იმა­საც ამ­ბობს, რომ მათ სხვე­ბის­თვის რომ და­ე­ჯე­რე­ბი­ნათ, სა­ქარ­თვე­ლო დღეს მგლო­ვი­ა­რე და უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბო­და.

“3-ათა­სი წელი ამ პი­რო­ბებ­ში ვართ. ჩვენ­მა გე­ნე­ტი­კურ­მა მეხ­სი­ე­რე­ბამ მა­ინც უნდა გვას­წავ­ლოს რა­ღა­ცე­ბი, თუ არა სა­კუ­თარ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. უნდა გვას­წავ­ლოს ის, რომ პირ­ვე­ლი, რა­საც უნდა ვენ­დოთ, უნდა ვენ­დოთ სა­კუ­თარ თავს და სა­კუ­თარ ხალ­ხს. ჩვენ ვნა­ხეთ უკ­რა­ი­ნა, რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თებს მი­ენ­დო და ვნა­ხეთ, რა ხდე­ბა ახლა უკ­რა­ი­ნა­ში. ვხე­დავთ, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­ჩე­ვა­ნიც კი არა აქვს და ვერც ამ­ბო­ბენ, რა არის მათ­თვის მი­სა­ღე­ბი არ­ჩე­ვა­ნი. ეს არის ის, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვებს მი­ენ­დო­ბა - ასე­თია ყო­ველ­თვის და­სას­რუ­ლი!

ეს არის ჩვე­ნი სა­მე­ზობ­ლო, ეს არის ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ასე ვართ, ასეთ სირ­თუ­ლე­ებ­ში ვართ. ერ­თა­დერ­თი, რა­მაც ჩვენ სა­უ­კუ­ნე­ე­ბი და ათას­წლე­უ­ლე­ბი გაგ­ვაძ­ლე­ბი­ნა სა­კუ­თარ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ზე ფიქ­რია და არა ის, რომ ვი­ღა­ცას ავ­ყო­ლო­დით!

და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ქვე­ყა­ნამ ზურ­გის ქო­ნა­ზე კი არა, სა­კუ­თარ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ზე უნდა იფიქ­როს!

ჩვენ მსოფ­ლიო მო­თა­მა­შე, დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა არა ვართ, რომ მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნა ვი­ქო­ნი­ოთ. ჩვენ გაკ­ვე­თი­ლად მი­ვი­ღეთ, რომ არ უნდა ავარ­დე! - ჩვენ კარ­გად ვი­ცო­დით, რა გზას მიჰ­ყავ­ხარ წი­თე­ლი ხა­ლი­ჩე­ბის­კენ და რო­გორ უნდა და­გიკ­რან ტაში სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე! ასეთ წი­თელ ხა­ლი­ჩას უგებ­დნენ ზე­ლენ­სკის, ფეხ­ზე უდ­გე­ბოდ­ნენ და ხე­დავთ, რომ დღეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მა სახ­ვე­წა­რი უხ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

“წითელ ხალიჩას უგებდნენ ზელენსკის, ფეხზე უდგებოდნენ და ხედავთ, რომ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სახვეწარი უხდება“ - შალვა პაპუაშვილი

“წითელ ხალიჩას უგებდნენ ზელენსკის, ფეხზე უდგებოდნენ და ხედავთ, რომ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სახვეწარი უხდება“ - შალვა პაპუაშვილი

“საქართველო არის იქ, სადაც მინიმუმ ბოლო 3-ათასი წელი ვართ და ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრები საქართველოს გარშემო ყოველთვის მიმდინარეობდა - ჩვენ უკვე ვნახეთ უკრაინა, რომელიც ზოგიერთებს მიენდო! უკრაინას ხომ შესთავაზეს ზურგი, მაგრამ ვნახეთ, როგორ ივარგა ამ ზურგმა 1994 წელს, როცა უკრაინას ბირთვული იარაღი დაათმობინეს! ან სად არის 2022 წლის თებერვალში მიცემული ზურგი?!“ – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

  • პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ მათ სხვებისთვის რომ დაეჯერებინათ, საქართველო დღეს მგლოვიარე და უკრაინის მსგავსად, განადგურებული ქვეყანა იქნებოდა.

“3-ათასი წელი ამ პირობებში ვართ. ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ მაინც უნდა გვასწავლოს რაღაცები, თუ არა საკუთარმა გამოცდილებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. უნდა გვასწავლოს ის, რომ პირველი, რასაც უნდა ვენდოთ, უნდა ვენდოთ საკუთარ თავს და საკუთარ ხალხს. ჩვენ ვნახეთ უკრაინა, რომელიც ზოგიერთებს მიენდო და ვნახეთ, რა ხდება ახლა უკრაინაში. ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არჩევანიც კი არა აქვს და ვერც ამბობენ, რა არის მათთვის მისაღები არჩევანი. ეს არის ის, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლება სხვებს მიენდობა - ასეთია ყოველთვის დასასრული!

ეს არის ჩვენი სამეზობლო, ეს არის ჩვენი რეგიონი, საუკუნეებია ასე ვართ, ასეთ სირთულეებში ვართ. ერთადერთი, რამაც ჩვენ საუკუნეები და ათასწლეულები გაგვაძლებინა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ფიქრია და არა ის, რომ ვიღაცას ავყოლოდით!

დამოუკიდებელმა ქვეყანამ ზურგის ქონაზე კი არა, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე უნდა იფიქროს!

ჩვენ მსოფლიო მოთამაშე, დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა არა ვართ, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენა ვიქონიოთ. ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ, რომ არ უნდა ავარდე! - ჩვენ კარგად ვიცოდით, რა გზას მიჰყავხარ წითელი ხალიჩებისკენ და როგორ უნდა დაგიკრან ტაში საერთაშორისო ფორუმებზე! ასეთ წითელ ხალიჩას უგებდნენ ზელენსკის, ფეხზე უდგებოდნენ და ხედავთ, რომ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სახვეწარი უხდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.