საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ ნამდვილი "მზეთუნახავი", იმიტომ, რომ მზის სხივი თითქმის 4 წელია არ მინახავს" - მიხეილ სააკაშვილი
"მე ვარ ნამდვილი "მზეთუნახავი", იმიტომ, რომ მზის სხივი თითქმის 4 წელია არ მინახავს" - მიხეილ სააკაშვილი

თქვენ წი­ნა­შე ახლა წარვდე­ქი ნამ­დვი­ლი "მზე­თუ­ნა­ხა­ვი". მე ვარ „მზე­თუ­ნა­ხა­ვი“ იმი­ტომ, რომ არ მი­ნა­ხავს მზის სხი­ვი თით­ქმის ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. უკვე თით­ქმის 4 წე­ლია, ვარ გა­მო­კე­ტი­ლი იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც უზო­მოდ მიყ­ვარს და რომ­ლის ცის და­ნახ­ვა­საც აღარ მა­ღირ­სე­ბენ და ეს არის ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სას­ჯე­ლი, - ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • ამას­თან, მისი თქმით, მათ შო­რის ის­ჯე­ბა იმის გამო, რომ სა­კუ­თარ ხალ­ხთან ერ­თად, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა გა­და­არ­ჩი­ნა 2008 წელს.

„ვიცი, რომ ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლია. რა თქმა უნდა, ხალ­ხი, თით­ქმის ყვე­ლა, გარ­და ერთი მუჭა სამ­თავ­რო­ბო კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი­სა, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია ყო­ველ­დღი­უ­რი ფუ­ლის მო­პო­ვე­ბის პრობ­ლე­მით. თქვენ მსჯით იმის­თვის, რომ ჩემი მო­ნატ­რე­ბუ­ლი, ჩემი აშე­ნე­ბუ­ლი ბა­თუ­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბა მო­მინ­და და იმის­თვის, რომ ჩემი აშე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­ბა­ნით გა­მო­ვი­ა­რე სა­ქარ­თვე­ლო, იმის­თვის, რომ ჩემი აშე­ნე­ბუ­ლი, შექ­მნი­ლი სა­ბა­ჟო სის­ტე­მით შე­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, იმის­თვის, რომ ჩემი დე­დუ­ლე­თი, საყ­ვა­რე­ლი სა­მეგ­რე­ლო მო­ვი­ნა­ხუ­ლე თუნ­დაც ორი­ო­დე დღით, იმის­თვის, რომ ჩემ მშობ­ლი­ურ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არ­ცერ­თი სხვა ლე­გა­ლუ­რი გზა არ და­მი­ტო­ვეთ. თვითმფრი­ნა­ვებს აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და ჩემი ბორტზე დას­მა და თუ დამ­სვამ­დნენ ბორტზე, მათ არ დას­ვამ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­და­ა­მი­სა­მარ­თებ­დნენ სხვა ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის სხვა გზა მე არ მქონ­და. რა თქმა უნდა, მე ვის­ჯე­ბი იმის გამო, რომ ჩემ ხალ­ხთან ერ­თად, ჩვენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა გა­და­ვარ­ჩი­ნე 2008 წელს. სა­ქარ­თვე­ლო გა­და­ვარ­ჩი­ნე ყვე­ლა­ზე უა­რეს რა­მეს, რაც შე­იძ­ლე­ბა და­მარ­თო­და. ვის­ჯე­ბი იმის­თვის, რომ და­ვინ­დე ჩვე­ნი ხალ­ხი, თა­ვი­დან ავა­ცი­ლე დიდი პრო­ვო­კა­ცია და 2012 წელს მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ვე­ცი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლისტ მზია ამაღ­ლო­ბელს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე ვარ ნამდვილი "მზეთუნახავი", იმიტომ, რომ მზის სხივი თითქმის 4 წელია არ მინახავს" - მიხეილ სააკაშვილი

"მე ვარ ნამდვილი "მზეთუნახავი", იმიტომ, რომ მზის სხივი თითქმის 4 წელია არ მინახავს" - მიხეილ სააკაშვილი

თქვენ წინაშე ახლა წარვდექი ნამდვილი "მზეთუნახავი". მე ვარ „მზეთუნახავი“ იმიტომ, რომ არ მინახავს მზის სხივი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. უკვე თითქმის 4 წელია, ვარ გამოკეტილი იმ ქვეყანაში, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლის ცის დანახვასაც აღარ მაღირსებენ და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სასჯელი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

  • ამასთან, მისი თქმით, მათ შორის ისჯება იმის გამო, რომ საკუთარ ხალხთან ერთად, შეიარაღებულ ძალებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა 2008 წელს.

„ვიცი, რომ ხალხის დიდი ნაწილი ძალიან შეშფოთებულია. რა თქმა უნდა, ხალხი, თითქმის ყველა, გარდა ერთი მუჭა სამთავრობო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა, ყველა დანარჩენი დაკავებულია ყოველდღიური ფულის მოპოვების პრობლემით. თქვენ მსჯით იმისთვის, რომ ჩემი მონატრებული, ჩემი აშენებული ბათუმის მონახულება მომინდა და იმისთვის, რომ ჩემი აშენებული ავტობანით გამოვიარე საქართველო, იმისთვის, რომ ჩემი აშენებული, შექმნილი საბაჟო სისტემით შემოვედი საქართველოში, იმისთვის, რომ ჩემი დედულეთი, საყვარელი სამეგრელო მოვინახულე თუნდაც ორიოდე დღით, იმისთვის, რომ ჩემ მშობლიურ თბილისში ჩამოვედი იმ პირობებში, როდესაც არცერთი სხვა ლეგალური გზა არ დამიტოვეთ. თვითმფრინავებს აკრძალული ჰქონდა ჩემი ბორტზე დასმა და თუ დამსვამდნენ ბორტზე, მათ არ დასვამდნენ საქართველოში და გადაამისამართებდნენ სხვა ქვეყანაში. საქართველოში შემოსვლის სხვა გზა მე არ მქონდა. რა თქმა უნდა, მე ვისჯები იმის გამო, რომ ჩემ ხალხთან ერთად, ჩვენ შეიარაღებულ ძალებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინე 2008 წელს. საქართველო გადავარჩინე ყველაზე უარეს რამეს, რაც შეიძლება დამართოდა. ვისჯები იმისთვის, რომ დავინდე ჩვენი ხალხი, თავიდან ავაცილე დიდი პროვოკაცია და 2012 წელს მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მან აქციაზე დაკავებულებს, მათ შორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადა.