სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე ქართველი ქალი-ავტორები, რომლებიც მკითხველის გულს იპყრობენ
თანამედროვე ქართველი ქალი-ავტორები, რომლებიც მკითხველის გულს იპყრობენ

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არა­ერ­თი ქალი-ავ­ტო­რი გა­მოჩ­ნდა, რომ­ლებ­მაც სწრა­ფად მო­ი­პო­ვეს ახალ­გაზ­რდა მკი­თხვე­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რე­ბი გახ­დნენ. მათი წიგ­ნე­ბი ახალ­გაზ­რდა მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბით იზი­დავს.

წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­ულ ავ­ტორს, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ტა­ნოთ თქვენს სა­კი­თხავ სი­ა­ში.

ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი – სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბის ოს­ტა­ტი

ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018“-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­ლავთ. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა ძლი­ე­რი დრა­მა­ტუ­ლი ხა­ზი­თა და ემო­ცი­უ­რი სიღ­რმით. ავ­ტო­რის რო­მა­ნე­ბი „ცდუ­ნე­ბა“, „შეც­დო­მა“ და „გა­დამ­წვა­რი ხი­დე­ბი“ მკი­თხველს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, შეც­დო­მებ­ზე და გა­და­ტა­ნილ ტკი­ვილ­ზე მო­უ­თხრობს. ნა­თია თა­ვის პერ­სო­ნა­ჟებს რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს და გვაჩ­ვე­ნებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის შეც­ვლა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნა.

თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე –ბესტსე­ლე­რე­ბის ავ­ტო­რი

თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე წიგ­ნე­ბის - „აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ და „ერთი კვი­რა ერთ ოთახ­ში“ ავ­ტო­რია, რომ­ლის წიგ­ნე­ბიც გა­ყიდ­ვე­ბის რე­კორ­დებს ამ­ყა­რებს. 2017 წელს ის გახ­და „პა­ლიტ­რა L“-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მისი რო­მა­ნე­ბი მკი­თხველს სიღ­რმი­სე­უ­ლად აც­ნობს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან ბრძო­ლებს, მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბას, ბავ­შვო­ბის ტრავ­მებ­სა და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს. თა­თუ­ლი ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის სფე­რო­ში, ატა­რებს ტრე­ნინ­გებს შე­მოქ­მე­დე­ბით წე­რა­ში და თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­საც გა­ნი­ხი­ლავს.

ოლა­ნი ბი­წა­ძე – ფან­ტა­ზი­ი­სა და რე­ა­ლო­ბის ზღვარ­ზე

ოლა­ნი ბი­წა­ძე ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რია, რომ­ლის­თვი­საც წერა ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო თვით­გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. იგი ქმნის ის­ტო­რი­ებს, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლო­ბა­სა და წარ­მო­სახ­ვას შო­რის მდე­ბა­რე­ობს, ხოლო მის ტექ­სტებ­ში მკი­თხვე­ლი პო­უ­ლობს რო­გორც პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბებს, ისე წარ­მოდ­გე­ნილ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სამ­ყა­როს. მისი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია: „ლი­ტე­რა­ტუ­რა საზ­რდო­ობს არა იმით, რაც უკვე არ­სე­ბობს, არა­მედ იმით, რაც შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო“. ის ორი წიგ­ნის ავ­ტო­რია: „მე­ო­რედ მოს­ვლა“ და „მა­ნი­ტუ“.

მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი – სუ­ლი­ე­რი ძი­ე­ბის გზა­ზე

მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი 17 წლის ასაკ­ში FLEX-ის პროგ­რა­მით ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. მი­უ­ხე­და­ვად იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა, მისი გული მუ­დამ ლი­ტე­რა­ტუ­რას ეკუთ­ვნო­და. 2021 წელს „პა­ლიტ­რა L“-მა გა­მოს­ცა მისი სა­დე­ბი­უ­ტო წიგ­ნი „მარ­გა­ლი­ტე­ბი“, რო­მელ­მაც მკი­თხვე­ლე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მა­რი­ა­მი წერს ცხოვ­რე­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და იმ სუ­ლი­ერ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გა­ნიც­დის.

ნინო ჟვა­ნია - მე­კო­მო­კო­ნე­ბი, ანუ ძუ­ი­ჰი­ცუ

ნინო ჟვა­ნია პი­ა­ნის­ტი, მუ­სი­კის­მცოდ­ნე და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რია, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს რო­გორც შემ­სრუ­ლებ­ლურ, ისე აკა­დე­მი­ურ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­ში. იგი თბი­ლი­სის ვ. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რია და სტუ­დენ­ტებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­ტე­პი­ა­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ამ­ზა­დებს.

ნინო ჟვა­ნი­ას „მე­კო­მო­კო­ნე­ბი, ანუ ძუ­ი­ჰი­ცუ ” ქმნის ამ­ბი­სა თუ სამ­ყა­როს ერ­თი­ა­ნო­ბის გან­ცდას, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით აძ­ლი­ე­რებს თხრო­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სტი­ლი და ტექ­ნი­კა. ჩა­ნა­წე­რე­ბის არსი, რო­გორც თა­ვად იუ­წყე­ბა ავ­ტო­რი ტექ­სტში, ქა­რის მოძ რა­ო­ბა­შია. სწო­რედ ამ მოძ­რა­ო­ბა­ში ირ­ხე­ვა და იკ­ვე­თე­ბა ხში­რად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი და თან სა­ოც­რად სა­ჭი­რო წვრილ­მა­ნე­ბი, რო­მელ­თა და­ნახ­ვის­კე­ნაც გვი­ბიძ­გებს ავ­ტო­რი. აქ მო­თხრო­ბილ უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს, გარ­და მოქ­ნი­ლი ენი­სა, რო­მელ­საც თან სდევს მე­ლო­დი­უ­რო­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა, ამ­შვე­ნებს ფო­ტო­ა­პა­რა­ტით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კად­რე­ბიც. სწო­რედ ამ­გვა­რი სინ­თე­ზით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი ტექ­სტი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ავ­ტო­რი მკი­თხველს სხვა­დას­ხვა დრო­სა და სივ­რცე­ში ამოგ­ზა­უ­რებს.

ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი - ფსკერ­ზე

ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი გა­მომ­ცე­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-მა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის, „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ 2023-ის ფარ­გლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. "ფსკერ­ზე" - ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლის „ფსკერ­ზე“ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლის ამ­ბა­ვია - მძი­მე, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი, და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი. სა­დაც მსხვერ­პლია, იქ­ვეა მო­ძა­ლა­დეც - ეს ორი ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და ამ­დე­ნად, ეს ამ­ბა­ვი მო­ძა­ლა­დე­ზე­ცაა. ოღონდ ეს ერ­თო­ბა მსხვერ­პლის­თვის ფსკე­რია, მო­ძა­ლა­დის­თვის?.. რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­ძა­ლა­დის ფსი­ქო­ტი­პი? წიგნ­ში შე­მაძ­რწუ­ნებ­ლად ნამ­დვი­ლი პა­სუ­ხე­ბი გე­ლო­დე­ბათ. და მა­ინც, ვინ არის ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის? ზოგ­ჯერ ის სა­ში­ნელ, მტან­ჯველ, და­უს­რუ­ლე­ბელ ღა­მედ შე­იძ­ლე­ბა გვექ­ცეს, ზოგ­ჯერ კი მზეა, რომ­ლის სხი­ვე­ბი ფსკერ­საც ჩას­წვდე­ბა და გა­ა­ნა­თებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თანამედროვე ქართველი ქალი-ავტორები, რომლებიც მკითხველის გულს იპყრობენ

თანამედროვე ქართველი ქალი-ავტორები, რომლებიც მკითხველის გულს იპყრობენ

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არაერთი ქალი-ავტორი გამოჩნდა, რომლებმაც სწრაფად მოიპოვეს ახალგაზრდა მკითხველის სიყვარული და ბესტსელერის ავტორები გახდნენ. მათი წიგნები ახალგაზრდა მკითხველს საინტერესო ისტორიებით იზიდავს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ ავტორს, რომელთა ნამუშევრებიც აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენს საკითხავ სიაში.

ნათია ჯაგოდნიშვილი – სასიყვარულო ისტორიების ოსტატი

ნათია ჯაგოდნიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამედროვე ავტორია, რომელიც „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“-ის გამარჯვებული გახლავთ. მისი შემოქმედება გამოირჩევა ძლიერი დრამატული ხაზითა და ემოციური სიღრმით. ავტორის რომანები „ცდუნება“, „შეცდომა“ და „გადამწვარი ხიდები“ მკითხველს ცხოვრებისეულ გამოწვევებზე, შეცდომებზე და გადატანილ ტკივილზე მოუთხრობს. ნათია თავის პერსონაჟებს რეალური პრობლემების წინაშე აყენებს და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ცხოვრების შეცვლა და უკეთესი მომავლის შექმნა.

თათული ღვინიანიძე –ბესტსელერების ავტორი

თათული ღვინიანიძე წიგნების - „აღიარება ხელისგულზე“ და „ერთი კვირა ერთ ოთახში“ ავტორია, რომლის წიგნებიც გაყიდვების რეკორდებს ამყარებს. 2017 წელს ის გახდა „პალიტრა L“-ის ლიტერატურული კონკურსის პირველი გამარჯვებული. მისი რომანები მკითხველს სიღრმისეულად აცნობს ადამიანის შინაგან ბრძოლებს, მენტალურ ჯანმრთელობას, ბავშვობის ტრავმებსა და პიროვნული განვითარების პროცესს. თათული ასევე აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სფეროში, ატარებს ტრენინგებს შემოქმედებით წერაში და თავის ნაწარმოებებში მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ თემებსაც განიხილავს.

ოლანი ბიწაძე – ფანტაზიისა და რეალობის ზღვარზე

ოლანი ბიწაძე ახალგაზრდა ავტორია, რომლისთვისაც წერა ბავშვობიდანვე იყო თვითგამოხატვის საშუალება. იგი ქმნის ისტორიებს, რომლებიც რეალობასა და წარმოსახვას შორის მდებარეობს, ხოლო მის ტექსტებში მკითხველი პოულობს როგორც პირად გამოცდილებებს, ისე წარმოდგენილ, არაჩვეულებრივ სამყაროს. მისი მთავარი პრინციპია: „ლიტერატურა საზრდოობს არა იმით, რაც უკვე არსებობს, არამედ იმით, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო“. ის ორი წიგნის ავტორია: „მეორედ მოსვლა“ და „მანიტუ“.

მარიამ გურგენიშვილი – სულიერი ძიების გზაზე

მარიამ გურგენიშვილი 17 წლის ასაკში FLEX-ის პროგრამით ამერიკაში გაემგზავრა, ხოლო მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. მიუხედავად იურიდიული განათლებისა, მისი გული მუდამ ლიტერატურას ეკუთვნოდა. 2021 წელს „პალიტრა L“-მა გამოსცა მისი სადებიუტო წიგნი „მარგალიტები“, რომელმაც მკითხველების დიდი მოწონება დაიმსახურა. მარიამი წერს ცხოვრებაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე და იმ სულიერ მოგზაურობაზე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის.

ნინო ჟვანია - მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ

ნინო ჟვანია პიანისტი, მუსიკისმცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს როგორც შემსრულებლურ, ისე აკადემიურ და საგანმანათლებლო პროცესებში. იგი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია და სტუდენტებს სპეციალური ფორტეპიანოს მიმართულებით ამზადებს.

ნინო ჟვანიას „მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ ” ქმნის ამბისა თუ სამყაროს ერთიანობის განცდას, რომელსაც განსაკუთრებით აძლიერებს თხრობის არაჩვეულებრივი სტილი და ტექნიკა. ჩანაწერების არსი, როგორც თავად იუწყება ავტორი ტექსტში, ქარის მოძ რაობაშია. სწორედ ამ მოძრაობაში ირხევა და იკვეთება ხშირად შეუმჩნეველი და თან საოცრად საჭირო წვრილმანები, რომელთა დანახვისკენაც გვიბიძგებს ავტორი. აქ მოთხრობილ უამრავ საინტერესო ამბავს, გარდა მოქნილი ენისა, რომელსაც თან სდევს მელოდიურობისა და მუსიკალურობის შეგრძნება, ამშვენებს ფოტოაპარატით დაფიქსირებული კადრებიც. სწორედ ამგვარი სინთეზით არის გაჯერებული ტექსტი, რომლის მეშვეობითაც ავტორი მკითხველს სხვადასხვა დროსა და სივრცეში ამოგზაურებს.

ანი ბალიაშვილი - ფსკერზე

ანი ბალიაშვილი გამომცელობა „პალიტრა L“-მა ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2023-ის ფარგლებში აღმოაჩინა. "ფსკერზე" - ანი ბალიაშვილის „ფსკერზე“ ძალადობის მსხვერპლი ქალის ამბავია - მძიმე, ამაღელვებელი, დამაფიქრებელი. სადაც მსხვერპლია, იქვეა მოძალადეც - ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და ამდენად, ეს ამბავი მოძალადეზეცაა. ოღონდ ეს ერთობა მსხვერპლისთვის ფსკერია, მოძალადისთვის?.. როგორი შეიძლება იყოს მოძალადის ფსიქოტიპი? წიგნში შემაძრწუნებლად ნამდვილი პასუხები გელოდებათ. და მაინც, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის? ზოგჯერ ის საშინელ, მტანჯველ, დაუსრულებელ ღამედ შეიძლება გვექცეს, ზოგჯერ კი მზეა, რომლის სხივები ფსკერსაც ჩასწვდება და გაანათებს.

R