სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი იაპონელი მეუღლისთვის სტიქიაზე აქაური რეაგირება ცოტა გაუგებარი იყო..." - რას ჰყვება ქართველი მსახიობი, რომელიც ცოლთან ერთად წლების წინ გურიაში გადასახლდა
"ჩემი იაპონელი მეუღლისთვის სტიქიაზე აქაური რეაგირება ცოტა გაუგებარი იყო..." - რას ჰყვება ქართველი მსახიობი, რომელიც ცოლთან ერთად წლების წინ გურიაში გადასახლდა

"მა­გა­ლი­თად 90-იან წლებ­ში დიდ­თოვ­ლო­ბა ხში­რად იყო. ამით იმი­სი თქმა მინ­და, რომ ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ ჩვენს რე­გი­ონ­ში თოვ­ლი იშ­ვი­ა­თი სუ­ლაც არ არის და ამი­ტომ მზად­ყოფ­ნა უნდა ყო­ფი­ლი­ყო შე­სა­ბა­მი­სი" - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მიშა არო­ბე­ლი­ძე.

ის მისი ია­პო­ნე­ლი მე­უღ­ლე ჩიკა ოგი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია გუ­რი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ სო­ფელ ვა­კი­ჯვარ­ში, ბახ­მა­როს მთის მი­სად­გო­მებ­თან თა­ვი­სი სა­ვა­ნე შექ­მნეს...

ამ­ჯე­რად ორი­ვე გუ­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მიშა არო­ბე­ლი­ძე მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რომ­ლებ­საც დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად უმ­ძი­მე­სი რე­ა­ლო­ბა ჰქონ­დათ...

- ჩვენ ოზურ­გეთ­ში ვცხოვ­რობთ და რა­საკ­ვირ­ვე­ლია მოვ­ლე­ნებს თა­ვი­დან­ვე ვა­დევ­ნებ­დით. პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე დღე ქა­ლა­ქი სრუ­ლი­ად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის წმენ­და გვი­ან და­ი­წყო და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ქუ­ჩე­ბი თუ მათ­ზე გამ­სვლე­ლი ჩი­ხე­ბი სრუ­ლი­ად გა­უკ­ვა­ლა­ვი დარ­ჩა, რა­მაც დიდი პრობ­ლე­მა შექ­მნა გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამას ემა­ტე­ბო­და ისიც რომ, მთა­ვა­რი ქუ­ჩის გაწ­მენ­დის შე­დე­გად მიყ­რი­ლი თოვ­ლის გრო­ვა ისე­დაც გა­უკ­ვა­ლავ მო­ნაკ­ვეთ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის ქმნი­და წარ­მო­უდ­გე­ნელ სირ­თუ­ლეს, უბ­რა­ლოდ გზამ­დე რომ მი­ეღ­წი­ათ. ფაქ­ტი ის არის, რომ რე­გი­ო­ნი მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შეხ­ვდა ამ სტი­ქი­ას, რის შე­დე­გა­დაც შემ­დგო­მი რე­აქ­ცია დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ხერ­ხდა წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სწავ­ლა.1985 წლის დიდ­თოვ­ლო­ბას თუ არ ჩავ­თვლით, გუ­რი­ა­ში არც სხვა წლებ­ში გვაკ­ლდა მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად 90- იან წლებ­ში დიდ­თოვ­ლო­ბა ხში­რად იყო. ამით იმი­სი თქმა მინ­და, რომ ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, ჩვენს რე­გი­ონ­ში თოვ­ლი იშ­ვი­ა­თი სუ­ლაც არ არის და ამი­ტომ მზად­ყოფ­ნა უნდა ყო­ფი­ლი­ყო შე­სა­ბა­მი­სი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ოზურ­გეთ­ში თოვ­ლის სი­მაღ­ლე ღო­ბე­ებს ფა­რავ­და, რა­მაც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა შექ­მნა რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა მა­ინც მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დათ, რად­გან თოვ­ლის სი­მაღ­ლე ორ მეტრს აღე­მა­ტე­ბო­და და გზე­ბიც გა­უკ­ვა­ლა­ვი იყო. არ იყო ელექტრო­ე­ნერ­გია, გაზი და წყა­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ. სას­წრა­ფოს ეკი­პა­ჟის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო დრო­უ­ლად პა­ცი­ენ­ტამ­დე მის­ვლა უგ­ზო­ო­ბის გამო.

6 - 7 სა­ა­თი იყო სა­ჭი­რო ად­გილ­ზე მი­სას­ვლე­ლად. ისიც უნდა ით­ქვას, რომ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი დიდ დახ­მა­რე­ბას უწევ­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას.მინ­და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მი­მართ გა­მოვ­ხა­ტო მად­ლი­ე­რე­ბა, თა­ნად­გო­მის­თვის და იმ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის, რაც მათ გას­წი­ეს. მდგო­მა­რე­ო­ბის გან­სა­მუხ­ტად და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის­თვის. უბ­რა­ლოდ ენა ვერ იტყვის იმას, რა საქ­მეც მათ გა­ა­კე­თეს. მხო­ლოდ მათ მო­ა­ხერ­ხეს მი­უ­ვალ ად­გი­ლებ­ში საკ­ვე­ბის, წამ­ლე­ბი­სა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბის მი­წო­დე­ბა ხალ­ხის­თვის. ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სა­ხუ­რა­ვე­ბის გა­და­თოვ­ლა­ში. ახ­ლან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა კი ასე­თია: კრი­ტი­კულ­მა მო­ნაკ­ვეთ­მა ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არის უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი.

- თქვე­ნი ია­პო­ნე­ლი მე­უღ­ლე რო­გორ უყუ­რებ­და ამ ყვე­ლა­ფერს?

- ჩი­კას­თვის აქა­უ­რი რე­ა­გი­რე­ბა სტი­ქი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ცოტა გა­უ­გე­ბა­რი იყო, რად­გან ია­პო­ნი­ა­ში რა­საკ­ვირ­ვე­ლია მსგავს კონ­ტექ­სტში პრო­ცე­სე­ბი სხვაგ­ვა­რად იმარ­თე­ბა. ჩემი აზ­რით მათი სტი­ქი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა სა­ერ­თოდ ცალ­კე გან­ხილ­ვის სა­კი­თხია. ის, თუ რო­გორ ხდე­ბა ზა­რა­ლის პრე­ვენ­ცია, ორ­გა­ნი­ზე­ბა და ასე შემ­დეგ. ბუ­ნებ­რი­ვია მისი გაკ­ვირ­ვე­ბა რად­გან, მსგავ­სი მას­შტა­ბის სტი­ქია მან პირ­ვე­ლად ნახა გუ­რი­ა­ში და შე­სა­ბა­მი­სი იყო რე­ა­გი­რე­ბის ხა­რის­ხიც. მაგ­რამ აქვე უნდა ით­ქვას, რომ ის ადა­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა მო­ხა­ლი­სე­ე­ბი­სა­გან და­ვი­ნა­ხეთ, ემ­პა­თია და სო­ლი­და­რო­ბა ერთი მე­ო­რის მი­მართ, მის­თვის გა­სა­ო­ცა­რი იყო.

- რო­გორც ვიცი, თა­ვად იყა­ვით ჩარ­თუ­ლი, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ხალ­ხს დახ­მა­რე­ბო­დით...

- დიახ, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი მო­ხა­ლი­სედ და მე გარ­კვე­უ­ლი დრო­ით მათ­თან ერ­თად მი­წევ­და გა­და­ად­გი­ლე­ბა. არა­ერთ სო­ფელ­ში ვი­ყა­ვით, საკ­ვებს და მე­დი­კა­მენტს ვაწ­ვდი­დით, გზად ჩარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს ვეხ­მა­რე­ბო­დით. ძა­ლი­ან მოკ­ლედ რომ ვთქვა, ერთ-ერთ სო­ფელ­ში, შე­და­რე­ბით მა­ღალმთი­ან­ში, უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით და ტე­ლე­ფო­ნით მო­მიხ­და ლა­პა­რა­კი დამ­ხვედ­რის ნა­თე­სავ­თან, რო­მელ­მაც გვი­თხრა რომ გა­მო­სუ­ლი იყო უკვე ადა­მი­ა­ნი და შეგ­ვხვდე­ბო­და გზად. მახ­სოვს ისიც თქვა მე­ექ­ვსე სახ­ლი არის, მო­სახ­ვე­ვის შემ­დეგ აღ­მარ­თშიო.

ეს სახ­ლე­ბი ერთი მე­ო­რის­გან ალ­ბათ ნა­ხე­ვა­რი კი­ლო­მეტ­რით მა­ინც იქ­ნე­ბო­და და­შო­რე­ბუ­ლი, ან ღა­მით ასე ჩან­და გა­უკ­ვა­ლავ თოვლში. როცა ად­გილ­ზე მი­ვე­დით, არც სახ­ლი ჩან­და და არც გზა გრძელ­დე­ბო­და . სა­ბო­ლო­ოდ მას და­ვუ­კავ­შირ­დით ვის­თვი­საც უნდა გა­დაგ­ვე­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე თვი­თონ გუ­რუ­ლი ვარ, კაცი ისე სწრა­ფად ლა­პა­რა­კობ­და ერთი სი­ტყვაც ვერ გა­ვი­გე.

შემ­დეგ ჩემს ად­გი­ლობ­რივ მე­გო­ბარს გა­და­ვა­წო­დე ტე­ლე­ფო­ნი, იქ­ნებ მას მა­ინც გა­ე­გო რამე, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ბევ­რი წვა­ლე­ბის შემ­დეგ რო­გორც იქნა ავე­დით და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე, სა­ი­და­ნაც საყ­ვა­რე­ლი ბაბუ გა­მო­სუ­ლი­ყო და სახ­ლის კარ­თან იდგა. ჭიშ­კრამ­დე გა­მოს­ვლაც კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო მის­თვის თოვ­ლის სი­მაღ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ დროს ჩვე­ნი მან­ქა­ნა თოვლში ჩარ­ჩა, ორად გა­ვი­ყა­ვით და მა­ნამ გზას ვა­სუფ­თა­ვებ­დით, ბი­ჭებ­მა ბა­ბუს შე­უ­ტა­ნეს საკ­ვე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ეს ამ­ბა­ვი მო­სა­ყო­ლად მარ­ტი­ვია, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა­ში არც თუ ისე ად­ვი­ლი იყო... ამით იმი­სი თქმა მინ­და რომ, ამ ბი­ჭე­ბის შემ­ყუ­რემ და­ვი­ნა­ხე, თუ რამ­ხე­ლა ძალა აქვს და რისი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის კე­თილ ნე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჩემი იაპონელი მეუღლისთვის სტიქიაზე აქაური რეაგირება ცოტა გაუგებარი იყო..." - რას ჰყვება ქართველი მსახიობი, რომელიც ცოლთან ერთად წლების წინ გურიაში გადასახლდა

"ჩემი იაპონელი მეუღლისთვის სტიქიაზე აქაური რეაგირება ცოტა გაუგებარი იყო..." - რას ჰყვება ქართველი მსახიობი, რომელიც ცოლთან ერთად წლების წინ გურიაში გადასახლდა

"მაგალითად 90-იან წლებში დიდთოვლობა ხშირად იყო. ამით იმისი თქმა მინდა, რომ ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენს რეგიონში თოვლი იშვიათი სულაც არ არის და ამიტომ მზადყოფნა უნდა ყოფილიყო შესაბამისი" - ამბობს ქართველი მსახიობი მიშა არობელიძე.

ის მისი იაპონელი მეუღლე ჩიკა ოგი რამდენიმე წელიწადია გურიაში ცხოვრობენ. მათ სოფელ ვაკიჯვარში, ბახმაროს მთის მისადგომებთან თავისი სავანე შექმნეს...

ამჯერად ორივე გურიაში იმყოფებოდნენ, მიშა არობელიძე მოხალისეებთან ერთად იმ ადამიანების დახმარებაში იღებდა მონაწილეობას, რომლებსაც დიდთოვლობის შედეგად უმძიმესი რეალობა ჰქონდათ...

- ჩვენ ოზურგეთში ვცხოვრობთ და რასაკვირველია მოვლენებს თავიდანვე ვადევნებდით. პირველი რამდენიმე დღე ქალაქი სრულიად პარალიზებული იყო. ცენტრალური ქუჩების წმენდა გვიან დაიწყო და მეორეხარისხოვანი ქუჩები თუ მათზე გამსვლელი ჩიხები სრულიად გაუკვალავი დარჩა, რამაც დიდი პრობლემა შექმნა გადაადგილების თვალსაზრისით. ამას ემატებოდა ისიც რომ, მთავარი ქუჩის გაწმენდის შედეგად მიყრილი თოვლის გროვა ისედაც გაუკვალავ მონაკვეთზე მოსახლეობისათვის ქმნიდა წარმოუდგენელ სირთულეს, უბრალოდ გზამდე რომ მიეღწიათ. ფაქტი ის არის, რომ რეგიონი მოუმზადებელი შეხვდა ამ სტიქიას, რის შედეგადაც შემდგომი რეაქცია დაგვიანებული იყო.

სამწუხაროდ ვერ მოხერხდა წარსულის გამოცდილებაზე სწავლა.1985 წლის დიდთოვლობას თუ არ ჩავთვლით, გურიაში არც სხვა წლებში გვაკლდა მსგავსი მოვლენები. მაგალითად 90- იან წლებში დიდთოვლობა ხშირად იყო. ამით იმისი თქმა მინდა, რომ ყველასთვის ნათელია, ჩვენს რეგიონში თოვლი იშვიათი სულაც არ არის და ამიტომ მზადყოფნა უნდა ყოფილიყო შესაბამისი. მიუხედავად იმისა რომ ოზურგეთში თოვლის სიმაღლე ღობეებს ფარავდა, რამაც უამრავი პრობლემა შექმნა როგორც ზემოთ აღვნიშნე, მთავარი გამოწვევა მაინც მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდათ, რადგან თოვლის სიმაღლე ორ მეტრს აღემატებოდა და გზებიც გაუკვალავი იყო. არ იყო ელექტროენერგია, გაზი და წყალი. ადამიანები საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩნენ. სასწრაფოს ეკიპაჟისთვის შეუძლებელი იყო დროულად პაციენტამდე მისვლა უგზოობის გამო.

6 - 7 საათი იყო საჭირო ადგილზე მისასვლელად. ისიც უნდა ითქვას, რომ სამაშველო სამსახური დიდ დახმარებას უწევდა სასწრაფო დახმარებას.მინდა მოხალისეების მიმართ გამოვხატო მადლიერება, თანადგომისთვის და იმ წარმოუდგენელი სამუშაოსთვის, რაც მათ გასწიეს. მდგომარეობის განსამუხტად დაუღალავი შრომისთვის. უბრალოდ ენა ვერ იტყვის იმას, რა საქმეც მათ გააკეთეს. მხოლოდ მათ მოახერხეს მიუვალ ადგილებში საკვების, წამლებისა და აუცილებელი ნივთების მიწოდება ხალხისთვის. ეხმარებოდნენ სახურავების გადათოვლაში. ახლანდელი რეალობა კი ასეთია: კრიტიკულმა მონაკვეთმა ჩაიარა, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი არის უსახლკაროდ დარჩენილი.

- თქვენი იაპონელი მეუღლე როგორ უყურებდა ამ ყველაფერს?

- ჩიკასთვის აქაური რეაგირება სტიქიასთან მიმართებაში ცოტა გაუგებარი იყო, რადგან იაპონიაში რასაკვირველია მსგავს კონტექსტში პროცესები სხვაგვარად იმართება. ჩემი აზრით მათი სტიქიასთან გამკლავება საერთოდ ცალკე განხილვის საკითხია. ის, თუ როგორ ხდება ზარალის პრევენცია, ორგანიზება და ასე შემდეგ. ბუნებრივია მისი გაკვირვება რადგან, მსგავსი მასშტაბის სტიქია მან პირველად ნახა გურიაში და შესაბამისი იყო რეაგირების ხარისხიც. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ის ადამიანობა, რომელიც ამ დღეების განმავლობა მოხალისეებისაგან დავინახეთ, ემპათია და სოლიდარობა ერთი მეორის მიმართ, მისთვის გასაოცარი იყო.

- როგორც ვიცი, თავად იყავით ჩართული, უმწეო მდგომარეობაში მყოფ ხალხს დახმარებოდით...

- დიახ, ჩვენი მეგობრები იყვნენ ჩამოსულები მოხალისედ და მე გარკვეული დროით მათთან ერთად მიწევდა გადაადგილება. არაერთ სოფელში ვიყავით, საკვებს და მედიკამენტს ვაწვდიდით, გზად ჩარჩენილ ადამიანებს ვეხმარებოდით. ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, ერთ-ერთ სოფელში, შედარებით მაღალმთიანში, უნდა მივსულიყავით და ტელეფონით მომიხდა ლაპარაკი დამხვედრის ნათესავთან, რომელმაც გვითხრა რომ გამოსული იყო უკვე ადამიანი და შეგვხვდებოდა გზად. მახსოვს ისიც თქვა მეექვსე სახლი არის, მოსახვევის შემდეგ აღმართშიო.

ეს სახლები ერთი მეორისგან ალბათ ნახევარი კილომეტრით მაინც იქნებოდა დაშორებული, ან ღამით ასე ჩანდა გაუკვალავ თოვლში. როცა ადგილზე მივედით, არც სახლი ჩანდა და არც გზა გრძელდებოდა . საბოლოოდ მას დავუკავშირდით ვისთვისაც უნდა გადაგვეცა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ გურული ვარ, კაცი ისე სწრაფად ლაპარაკობდა ერთი სიტყვაც ვერ გავიგე.

შემდეგ ჩემს ადგილობრივ მეგობარს გადავაწოდე ტელეფონი, იქნებ მას მაინც გაეგო რამე, თუმცა უშედეგოდ. ბევრი წვალების შემდეგ როგორც იქნა ავედით დანიშნულების ადგილამდე, საიდანაც საყვარელი ბაბუ გამოსულიყო და სახლის კართან იდგა. ჭიშკრამდე გამოსვლაც კი წარმოუდგენელი რამ იყო მისთვის თოვლის სიმაღლიდან გამომდინარე. ამ დროს ჩვენი მანქანა თოვლში ჩარჩა, ორად გავიყავით და მანამ გზას ვასუფთავებდით, ბიჭებმა ბაბუს შეუტანეს საკვები და მედიკამენტები. ეს ამბავი მოსაყოლად მარტივია, თუმცა რეალობაში არც თუ ისე ადვილი იყო... ამით იმისი თქმა მინდა რომ, ამ ბიჭების შემყურემ დავინახე, თუ რამხელა ძალა აქვს და რისი გაკეთება შეუძლია ადამიანის კეთილ ნებას.