საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა პირველი მოსმენით "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" მიიღო

პარ­ლა­მენ­ტმა, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის აქტი“ მი­ი­ღო.

  • “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კა­ნო­ნის პრო­ექტს 84-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტი­სა და უცხო­უ­რი ძა­ლის ცნე­ბე­ბი გა­ნი­მარ­ტე­ბა. პრო­ექ­ტით შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბი წეს­რიგ­დე­ბა: სუ­ბი­ექ­ტის უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის სა­კი­თხი; უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დის, სხვა სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ჯა­რო­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი; უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სუ­ბი­ექ­ტის მიერ ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ის წარ­დგე­ნის სა­კი­თხი; უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სუ­ბი­ექ­ტის რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი; უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად ან კა­ნონპ­რო­ექ­ტით გან­სა­ზღვრულ მო­თხოვ­ნა­თა შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­კი­თხი.

უცხო­უ­რი პრინ­ცი­პა­ლის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის თა­ვის არი­დე­ბი­სას და კა­ნონპ­რო­ექ­ტით გან­სა­ზღვრულ მო­თხოვ­ნა­თა შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს და­ე­ვა­ლე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ისე­თი­ვე ბერ­კე­ტე­ბი ჰქონ­დეს, რო­გო­რიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს გა­აჩ­ნია. გორ­დუ­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ამე­რი­კელ ხალ­ხთან ერ­თად, ქარ­თველ ხალ­ხსაც აქვს უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი გა­აძ­ლი­ე­როს.

“რო­გორც ამე­რი­კელ ხალ­ხს აქვს უფ­ლე­ბა და­იც­ვას სა­კუ­თა­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, არა­ნაკ­ლე­ბი უფ­ლე­ბა აქვს ქარ­თველ ხალ­ხსაც, გა­აძ­ლი­ე­როს სა­კუ­თა­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ამას­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, თუ ვის მიერ ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი სად ირი­ცხე­ბა, ვინ მო­იხ­მარს ამ ყვე­ლა­ფერს და სა­ბო­ლო­ოდ, რა მოქ­მე­დე­ბებ­ში ტრანსფორ­მირ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნი გა­ცი­ლე­ბით უფრო მსუ­ბუ­ქია, ვიდ­რე ეს არის ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნი - გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქია რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნა­წილ­ში, ასე­ვე იმ პირ­თა წრი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვის­ზეც კა­ნო­ნი ვრცელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პარლამენტმა პირველი მოსმენით "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" მიიღო

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიიღო.

  • “ქართული ოცნების“ კანონის პროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტით უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები განიმარტება. პროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი.

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას და კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება.

კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთივე ბერკეტები ჰქონდეს, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია. გორდულაძემ პარლამენტში პროექტის წარდგენისას აღნიშნა, რომ ამერიკელ ხალხთან ერთად, ქართველ ხალხსაც აქვს უფლება, საკუთარი სუვერენიტეტი გააძლიეროს.

“როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც, გააძლიეროს საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამასთან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვის მიერ ჩარიცხული თანხები სად ირიცხება, ვინ მოიხმარს ამ ყველაფერს და საბოლოოდ, რა მოქმედებებში ტრანსფორმირდება.

საქართველოში დღეს მოქმედი კანონი გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე ეს არის ამერიკული კანონი - გაცილებით მსუბუქია როგორც პასუხისმგებლობის ნაწილში, ასევე იმ პირთა წრიდან გამომდინარე, ვისზეც კანონი ვრცელდება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.