საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაზუო იშიგუროს "კლარა და მზე" - ხელოვნური მეგობრის ერთადერთი თავგადასავალი
კაზუო იშიგუროს "კლარა და მზე" - ხელოვნური მეგობრის ერთადერთი თავგადასავალი

„როცა მე და როზა ახ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მა­ღა­ზი­ის ცენ­ტრში, ჟურ­ნა­ლე­ბის მა­გი­დის მხა­რეს მოგ­ვა­თავ­სეს. ვიტ­რი­ნის ერთი ნა­ხევ­რი­დან მშვე­ნი­ე­რი ხედი გვეშ­ლე­ბო­და. გა­რეთ ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ­დით.“ - ასე იწყე­ბა თხრო­ბა კა­ზუო იში­გუ­როს 2021 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რო­მან­ში „კლა­რა და მზე“. სულ მალე მკი­თხვე­ლი შე­ი­ტყობს, რომ მთხრო­ბე­ლი, რომ­ლის თვა­ლე­ბი­თაც ქუ­ჩას უყუ­რებს, არა ადა­მი­ა­ნი, არა­მედ ხე­ლოვ­ნუ­რი მე­გო­ბა­რია (ხმ), კლა­რა, რო­მე­ლიც ვიტ­რი­ნას­თან დგას და მზე­სა და გამ­ვლე­ლებს უთ­ვალ­თვა­ლებს.

კლა­რა, ისე­ვე რო­გორც სხვა მსგავ­სი მო­დე­ლე­ბი, მზის ენერ­გი­ით იკ­ვე­ბე­ბა, თუმ­ცა ის, რაც მას და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­ნას­ხვა­ვებს, არა მისი ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, არა­მედ დაკ­ვირ­ვე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი უნა­რია, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც იგი სხვებ­ზე უფრო სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და სამ­ყა­რო­საც უფრო ზუს­ტად აღიქ­ვამს და ღრმად აა­ნა­ლი­ზებს.

კლა­რა დის­ტო­პი­ურ მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რობს; ისეთ მო­მა­ვალ­ში, რო­მელ­შიც ბავ­შვე­ბი გა­ნათ­ლე­ბას სახ­ლში იღე­ბენ, სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლია და თი­ნე­ი­ჯე­რებს მე­გობ­რო­ბას კლა­რას მსგავ­სი „მან­ქა­ნე­ბი“ უწე­ვენ. ვიტ­რი­ნას­თან ყოფ­ნის უპი­რა­ტე­სო­ბა, ერთი მხრივ, მზის სხი­ვებ­თან სი­ახ­ლო­ვეა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ვიტ­რი­ნა გამ­ვლე­ლე­ბის მო­სა­ზი­დად, კლი­ენ­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვა­დაა მო­წყო­ბი­ლი. სწო­რედ ვიტ­რი­ნა­ში ყოფ­ნი­სას ხვდე­ბა კლა­რა თა­ვის მო­მა­ვალ მე­გო­ბარს - 14 წლის ჯო­ზის, რო­მელ­საც და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე უჩ­ნდე­ბა კლა­რას­თან და­მე­გობ­რე­ბის სურ­ვი­ლი.

სა­ბო­ლო­ოდ, ასეც ხდე­ბა: ჯო­ზის დედა სწო­რედ კლა­რას ამ­ჯო­ბი­ნებს უახ­ლეს მო­დე­ლებს და უც­ნა­ურ გა­მოც­და­საც უტა­რებს ხმ-ს: კლა­რამ ზუს­ტად ისე უნდა გა­ი­ა­როს, რო­გორც ჯოზი და­დის. გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ კი კლა­რა სა­ბო­ლო­ოდ ტო­ვებს მა­ღა­ზი­ას, ვიტ­რი­ნას და ოჯახ­ში, თა­ვის თი­ნე­ი­ჯერ მე­გო­ბარ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­დის.

კლა­რას­თვის ჯო­ზის­თან ცხოვ­რე­ბა პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი თავ­გა­და­სა­ვა­ლია, ამი­ტო­მაც მისი ფიქ­რე­ბი, ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი გრძნო­ბე­ბი თუ ემო­ცი­ე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ჯო­ზის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. იგი ერ­თდრო­უ­ლად არის ჯო­ზის მე­გო­ბა­რი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, ძიძა, მეთ­ვალ­ყუ­რე და იმ და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბას ცდი­ლობს, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა, რად­გან გო­გო­ნას თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არა აქვს. სა­ნამ ჯოზი კო­ლე­ჯში ჩა­ა­ბა­რებს, კლა­რამ უნდა შე­უმ­სუ­ბუ­ქოს მარ­ტო­ო­ბა და ახა­ლი ეტა­პის­თვის მო­ამ­ზა­დოს.

მათი ცხოვ­რე­ბა, ერთი შე­ხედ­ვით, იდი­ლი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოს მკი­თხველს, მაგ­რამ ამ იდი­ლი­ას ჯო­ზის ავად­მყო­ფო­ბა, ამ ავად­მყო­ფო­ბის მი­ზე­ზე­ბი და შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი არ­ღვევს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდე­ბა, იში­გუ­როს აღ­წე­რილ სამ­ყა­რო­ში ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ხოლო ვინც არ არის, ისი­ნი გარ­კვე­ულ სო­ცი­ა­ლურ პრი­ვი­ლე­გი­ებს კარ­გა­ვენ; მა­გა­ლი­თად, ჯო­ზის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, რიკი, რო­მე­ლიც მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს - უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლებ­ლად ვერ ახერ­ხებს წას­ვლას მხო­ლოდ იმის გამო, რომ გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის. თუმ­ცა გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლო­ბაც შე­ი­ცავს დიდ რის­კებს და გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი ხში­რად და მძი­მედ ავად­დე­ბი­ან. ამი­ტომ მშობ­ლე­ბი ისე­თი არ­ჩე­ვა­ნის პი­რის­პირ დგა­ნან, რო­მე­ლიც ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მე­ტის­მე­ტად დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებს.

კლა­რას თვა­ლე­ბით მკი­თხვე­ლი ორ ქალს ხე­დავს, ორ დე­დას, რომ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ორი­ვე მათ­გა­ნი გრძნობს სინ­დი­სის ქენ­ჯნას, ორი­ვეს ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა აქვს იმ არ­ჩე­ვანს, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც მო­უ­წი­ათ და, რაც მთა­ვა­რია, ორი­ვე მათ­გა­ნის შვი­ლი უმკლავ­დე­ბა ამ არ­ჩე­ვა­ნის გარ­და­უ­ვალ შე­დე­გებს.

ასე­თი „შე­დე­გია“ ჯო­ზის ავად­მყო­ფო­ბა, რომ­ლის­გა­ნაც მისი გან­კურ­ნე­ბა კლა­რას­თვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. სწო­რედ აქ იქ­ცე­ვა მზე რო­მა­ნის მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟად - კლა­რა მზეს უნდა შეხ­ვდეს, რათა მზის დახ­მა­რე­ბით იხ­სნას მე­გო­ბა­რი. მაგ­რამ მო­ინ­დო­მებს მზე მის დახ­მა­რე­ბას, როცა ადა­მი­ა­ნებ­მა ასე ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნეს, სამ­ყა­რო და­ა­ბინ­ძუ­რეს და ხე­ლოვ­ნუ­რი მან­ქა­ნე­ბი­თა და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს მისი სი­ნათ­ლე?

კა­ზუო იში­გუ­რო ამ რო­მა­ნით, მზი­სა და კლა­რას შეხ­ვედ­რით, ჯო­ზის ცხოვ­რე­ბის წე­სი­თა და მისი ავად­მყო­ფო­ბით, დე­და­მი­სი­სა და უც­ნა­უ­რი მხატ­ვრის გეგ­მით, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას ეხე­ბა. ცხა­დია, ამ თე­მებს შო­რი­საა ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ადა­მი­ან­სა და ბუ­ნე­ბას შო­რის დის­ტან­ცი­ის შე­მა­ში­ნე­ბე­ლი ზრდა, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნის საფრ­თხეს.

თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რა­ზეც არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­მედ კლა­რაც კი იწყებს ფიქ­რს რო­მა­ნის და­სას­რულს: აქვს კი ადა­მი­ანს უნი­კა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ან თვი­სე­ბა, რო­მელ­საც ვე­რა­სო­დეს ამო­იც­ნობს ხე­ლოვ­ნუ­რი მე­გო­ბა­რი? არის კი რამე ჩვენ­ში ისე­თი, რაც რა­დი­კა­ლუ­რად გან­გვას­ხვა­ვებს ხე­ლოვ­ნუ­რი არ­სე­ბე­ბის­გან? იქ­ნებ ჩვე­ნი გა­და­წე­რა, გა­მე­ო­რე­ბა, შე­ნახ­ვა და სხვა ფორ­მით გაგ­რძე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

რო­მან­ში ისეთ პერ­სო­ნაჟ­საც შეხ­ვდე­ბით, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი სხვა არა­ფე­რია, თუ არა ის, რა­საც ხმ ხე­დავს, სწავ­ლობს და იმახ­სოვ­რებს; და შეხ­ვდე­ბით მა­თაც, ვინც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ყო­ველ­თვის არის რა­ღაც, რაც ჩვენს უნი­კა­ლუ­რო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს და იმად გვაქ­ცევს, ვინც ვართ; და სწო­რედ ეს „რა­ღაც“ რჩე­ბა მი­უწ­ვდო­მე­ლი სხვის­თვის.

„რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად იყო, მაგ­რამ ჯო­ზი­ში კი არა, იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც ის უყ­ვარ­დათ“ - ამ­ბობს კლა­რა და ეჭ­ვიც არ ეპა­რე­ბა, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

კლა­რას, რო­გორც მთხრო­ბელს, არა­სო­დეს ავი­წყდე­ბა, რომ მხო­ლოდ მან­ქა­ნაა და არა ხორ­ცშეს­ხმუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ჯო­ზის­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას ყვე­ლა­ზე ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს ავ­ლენს: უყ­ვარს, დარ­დობს, თა­ნა­უგ­რძნობს, ეში­ნია, რის­კავს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, იმე­დი აქვს და რწმე­ნას არ კარ­გავს არა­სო­დეს. სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით ახერ­ხებს, რომ რო­მა­ნის სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბის­თვის თა­ვად იქ­ცეს მზედ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ დიდი ხა­ნია და­ვი­წყე­ბი­ათ მზის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მის არ­სე­ბო­ბას ვე­ღარც კი ამ­ჩნე­ვენ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კაზუო იშიგუროს "კლარა და მზე" - ხელოვნური მეგობრის ერთადერთი თავგადასავალი

კაზუო იშიგუროს "კლარა და მზე" - ხელოვნური მეგობრის ერთადერთი თავგადასავალი

„როცა მე და როზა ახლები ვიყავით, მაღაზიის ცენტრში, ჟურნალების მაგიდის მხარეს მოგვათავსეს. ვიტრინის ერთი ნახევრიდან მშვენიერი ხედი გვეშლებოდა. გარეთ ყველაფერს ვხედავდით.“ - ასე იწყება თხრობა კაზუო იშიგუროს 2021 წელს გამოქვეყნებულ რომანში „კლარა და მზე“. სულ მალე მკითხველი შეიტყობს, რომ მთხრობელი, რომლის თვალებითაც ქუჩას უყურებს, არა ადამიანი, არამედ ხელოვნური მეგობარია (ხმ), კლარა, რომელიც ვიტრინასთან დგას და მზესა და გამვლელებს უთვალთვალებს.

კლარა, ისევე როგორც სხვა მსგავსი მოდელები, მზის ენერგიით იკვებება, თუმცა ის, რაც მას დანარჩენებისგან განასხვავებს, არა მისი ტექნიკური მახასიათებლები, არამედ დაკვირვების შესანიშნავი უნარია, რომლის წყალობითაც იგი სხვებზე უფრო სწრაფად ვითარდება და სამყაროსაც უფრო ზუსტად აღიქვამს და ღრმად აანალიზებს.

კლარა დისტოპიურ მომავალში ცხოვრობს; ისეთ მომავალში, რომელშიც ბავშვები განათლებას სახლში იღებენ, სოციალური ურთიერთობები გაიშვიათებულია და თინეიჯერებს მეგობრობას კლარას მსგავსი „მანქანები“ უწევენ. ვიტრინასთან ყოფნის უპირატესობა, ერთი მხრივ, მზის სხივებთან სიახლოვეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ვიტრინა გამვლელების მოსაზიდად, კლიენტების ყურადღების მისაქცევადაა მოწყობილი. სწორედ ვიტრინაში ყოფნისას ხვდება კლარა თავის მომავალ მეგობარს - 14 წლის ჯოზის, რომელსაც დანახვისთანავე უჩნდება კლარასთან დამეგობრების სურვილი.

საბოლოოდ, ასეც ხდება: ჯოზის დედა სწორედ კლარას ამჯობინებს უახლეს მოდელებს და უცნაურ გამოცდასაც უტარებს ხმ-ს: კლარამ ზუსტად ისე უნდა გაიაროს, როგორც ჯოზი დადის. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი კლარა საბოლოოდ ტოვებს მაღაზიას, ვიტრინას და ოჯახში, თავის თინეიჯერ მეგობართან საცხოვრებლად გადადის.

კლარასთვის ჯოზისთან ცხოვრება პირველი და ერთადერთი თავგადასავალია, ამიტომაც მისი ფიქრები, ახლად აღმოჩენილი გრძნობები თუ ემოციები - ყველაფერი ჯოზისკენაა მიმართული. იგი ერთდროულად არის ჯოზის მეგობარი, მასწავლებელი, ძიძა, მეთვალყურე და იმ დანაკლისის შევსებას ცდილობს, რომელიც ბუნებრივად ჩნდება, რადგან გოგონას თანატოლებთან ურთიერთობა არა აქვს. სანამ ჯოზი კოლეჯში ჩააბარებს, კლარამ უნდა შეუმსუბუქოს მარტოობა და ახალი ეტაპისთვის მოამზადოს.

მათი ცხოვრება, ერთი შეხედვით, იდილიურად შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, მაგრამ ამ იდილიას ჯოზის ავადმყოფობა, ამ ავადმყოფობის მიზეზები და შესაძლო შედეგები არღვევს. როგორც აღმოჩნდება, იშიგუროს აღწერილ სამყაროში ბავშვების უმრავლესობა გენმოდიფიცირებულია, ხოლო ვინც არ არის, ისინი გარკვეულ სოციალურ პრივილეგიებს კარგავენ; მაგალითად, ჯოზის საუკეთესო მეგობარი, რიკი, რომელიც მეზობლად ცხოვრობს - უნივერსიტეტში სასწავლებლად ვერ ახერხებს წასვლას მხოლოდ იმის გამო, რომ გენმოდიფიცირებული არ არის. თუმცა გენმოდიფიცირებულობაც შეიცავს დიდ რისკებს და გენმოდიფიცირებული ბავშვები ხშირად და მძიმედ ავადდებიან. ამიტომ მშობლები ისეთი არჩევანის პირისპირ დგანან, რომელიც ორივე შემთხვევაში მეტისმეტად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს გადაწყვეტილების მიმღებს.

კლარას თვალებით მკითხველი ორ ქალს ხედავს, ორ დედას, რომლებმაც სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო. ორივე მათგანი გრძნობს სინდისის ქენჯნას, ორივეს ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს იმ არჩევანს, რომლის გაკეთებაც მოუწიათ და, რაც მთავარია, ორივე მათგანის შვილი უმკლავდება ამ არჩევანის გარდაუვალ შედეგებს.

ასეთი „შედეგია“ ჯოზის ავადმყოფობა, რომლისგანაც მისი განკურნება კლარასთვის მთავარი მიზანია. სწორედ აქ იქცევა მზე რომანის მთავარ პერსონაჟად - კლარა მზეს უნდა შეხვდეს, რათა მზის დახმარებით იხსნას მეგობარი. მაგრამ მოინდომებს მზე მის დახმარებას, როცა ადამიანებმა ასე ძალიან გაანაწყენეს, სამყარო დააბინძურეს და ხელოვნური მანქანებითა და მოწყობილობებით ჩაანაცვლეს მისი სინათლე?

კაზუო იშიგურო ამ რომანით, მზისა და კლარას შეხვედრით, ჯოზის ცხოვრების წესითა და მისი ავადმყოფობით, დედამისისა და უცნაური მხატვრის გეგმით, ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას ეხება. ცხადია, ამ თემებს შორისაა ეკოლოგიური პრობლემები, ადამიანსა და ბუნებას შორის დისტანციის შემაშინებელი ზრდა, რაც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რაზეც არა მხოლოდ ადამიანები, არამედ კლარაც კი იწყებს ფიქრს რომანის დასასრულს: აქვს კი ადამიანს უნიკალური მახასიათებელი ან თვისება, რომელსაც ვერასოდეს ამოიცნობს ხელოვნური მეგობარი? არის კი რამე ჩვენში ისეთი, რაც რადიკალურად განგვასხვავებს ხელოვნური არსებებისგან? იქნებ ჩვენი გადაწერა, გამეორება, შენახვა და სხვა ფორმით გაგრძელება შესაძლებელია?

რომანში ისეთ პერსონაჟსაც შეხვდებით, რომელიც დარწმუნებულია, რომ ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რასაც ხმ ხედავს, სწავლობს და იმახსოვრებს; და შეხვდებით მათაც, ვინც დარწმუნებულია, რომ ყოველთვის არის რაღაც, რაც ჩვენს უნიკალურობას განაპირობებს და იმად გვაქცევს, ვინც ვართ; და სწორედ ეს „რაღაც“ რჩება მიუწვდომელი სხვისთვის.

„რაღაც განსაკუთრებული ნამდვილად იყო, მაგრამ ჯოზიში კი არა, იმ ადამიანებში, რომლებსაც ის უყვარდათ“ - ამბობს კლარა და ეჭვიც არ ეპარება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

კლარას, როგორც მთხრობელს, არასოდეს ავიწყდება, რომ მხოლოდ მანქანაა და არა ხორცშესხმული ადამიანი, მაგრამ ჯოზისთან თანაცხოვრებისას ყველაზე ადამიანურ თვისებებს ავლენს: უყვარს, დარდობს, თანაუგრძნობს, ეშინია, რისკავს საყვარელი ადამიანისთვის, იმედი აქვს და რწმენას არ კარგავს არასოდეს. სწორედ ამ თვისებების დამსახურებით ახერხებს, რომ რომანის სხვა პერსონაჟებისთვის თავად იქცეს მზედ, მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი ხანია დავიწყებიათ მზის მნიშვნელობა და მის არსებობას ვეღარც კი ამჩნევენ.

R