პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ევროპის ქვეყნები 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ მიისწრაფვიან“ - რა დეტალებზე წერს Financial Times-ი
“ევროპის ქვეყნები 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ მიისწრაფვიან“ - რა დეტალებზე წერს Financial Times-ი

“ევ­რო­პის უმ­სხვი­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი 200 მი­ლი­არდ ევ­რო­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­ყი­ნუ­ლი რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის მცდე­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ“, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას The Financial Times-ი წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, საფ­რან­გე­თი და გერ­მა­ნია, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ევ­რო­კავ­შირ­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის სრულ ჩა­მორ­თმე­ვას, დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან და სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, მათი გა­მო­ყე­ნე­ბის გზებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

The Financial Times-ის სამი წყა­როს ცნო­ბით, ფრან­გმა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა წა­რად­გი­ნეს წი­ნა­და­დე­ბა, რომ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქებ­მა მოს­კოვს აქ­ტი­ვე­ბი ჩა­მო­არ­თვან, თუ ის უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მო­მა­ვალ შე­თან­ხმე­ბას და­არ­ღვევს.

The Financial Times-ი წერს, რომ 2022 წელს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ “დიდი შვი­დე­უ­ლის“ მო­კავ­ში­რე­ებ­მა რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის, და­ახ­ლო­ე­ბით, 300 მი­ლი­არ­დი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის აქ­ტი­ვე­ბი გა­ყი­ნეს, რომ­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი - და­ახ­ლო­ე­ბით 190 მი­ლი­არ­დი ევრო - გან­თავ­სე­ბუ­ლია ბელ­გი­ის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ცენ­ტრა­ლურ დე­პო­ზი­ტარ­ში (CSD), Euroclear-ში, მცი­რე ოდე­ნო­ბით კი საფ­რან­გეთ­ში, დიდი ბრი­ტა­ნეთ­ში, ია­პო­ნი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­სა და აშშ-ში. ამ­ჟა­მად, ამ აქ­ტი­ვე­ბით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი - ძი­რი­თა­დად ნაღ­დი ფული და სა­ხელ­მწი­ფო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი - გა­მო­ი­ყე­ნე­ბა “დიდი შვი­დე­უ­ლის“ ქვეყ­ნე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 50 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სეს­ხის და­სა­ფა­რად, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვე­ბი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ქვეყ­ნე­ბი, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნა, პო­ლო­ნე­თი და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი დიდი ხა­ნია ითხო­ვენ ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი და ბელ­გია, უკან იხევ­დნენ იმ მი­ზე­ზით, რომ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფარ­გლებ­ში პრე­ცე­დენტს შექ­მნის.

ამას­თან, ევ­რო­პის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კი ში­შობ­და, რომ ევ­როს, რო­გორც უცხო­უ­რი რე­ზერ­ვე­ბის უსაფრ­თხო თავ­შე­საფ­რის სტა­ტუსს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, რად­გან აქ­ტი­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი ევ­რო­პულ ვა­ლუ­ტა­შია.

The Financial Times-ის წყა­როს ცნო­ბით, საფ­რან­გე­თის წი­ნა­და­დე­ბა კარ­გად მი­ი­ღეს სხვა ევ­რო­პელ­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა, მაგ­რამ ის ჯერ კი­დევ შორ­საა შე­თან­ხმე­ბის­გან.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ და­ყა­და­ღე­ბის მხარ­დამ­ჭერ ბა­ნაკს ბიძ­გი მის­ცა დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მუ­ქა­რამ უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ. “უფრო და უფრო მეტი ქვე­ყა­ნა მზად არის გა­მო­ი­ყე­ნოს გა­ყი­ნუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა რო­გორც ბერ­კე­ტი“, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ The Financial Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“ევროპის ქვეყნები 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ მიისწრაფვიან“ - რა დეტალებზე წერს Financial Times-ი

“ევროპის ქვეყნები 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ მიისწრაფვიან“ - რა დეტალებზე წერს Financial Times-ი

“ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოები 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის მცდელობას ახორციელებენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში არსებული აქტივების სრულ ჩამორთმევას, დიდ ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, მათი გამოყენების გზებს განიხილავენ.

The Financial Times-ის სამი წყაროს ცნობით, ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა წარადგინეს წინადადება, რომ ევროპული ქვეყნების დედაქალაქებმა მოსკოვს აქტივები ჩამოართვან, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მომავალ შეთანხმებას დაარღვევს.

The Financial Times-ი წერს, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ “დიდი შვიდეულის“ მოკავშირეებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის, დაახლოებით, 300 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს, რომლის უმეტესი ნაწილი - დაახლოებით 190 მილიარდი ევრო - განთავსებულია ბელგიის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარში (CSD), Euroclear-ში, მცირე ოდენობით კი საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში, იაპონიაში, შვეიცარიასა და აშშ-ში. ამჟამად, ამ აქტივებით გამომუშავებული შემოსავალი - ძირითადად ნაღდი ფული და სახელმწიფო ობლიგაციები - გამოიყენება “დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხის დასაფარად, მაგრამ ძირითადი აქტივები ხელუხლებელია.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები დიდი ხანია ითხოვენ ძირითადი აქტივების ჩამორთმევას, მაგრამ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი და ბელგია, უკან იხევდნენ იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო ქონების ჩამორთმევა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში პრეცედენტს შექმნის.

ამასთან, ევროპის ცენტრალური ბანკი შიშობდა, რომ ევროს, როგორც უცხოური რეზერვების უსაფრთხო თავშესაფრის სტატუსს საფრთხე ემუქრება, რადგან აქტივების დიდი ნაწილი ევროპულ ვალუტაშია.

The Financial Times-ის წყაროს ცნობით, საფრანგეთის წინადადება კარგად მიიღეს სხვა ევროპელმა მოკავშირეებმა, მაგრამ ის ჯერ კიდევ შორსაა შეთანხმებისგან.

გამოცემა წერს, რომ დაყადაღების მხარდამჭერ ბანაკს ბიძგი მისცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მუქარამ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეჩერების შესახებ. “უფრო და უფრო მეტი ქვეყანა მზად არის გამოიყენოს გაყინული აქტივების ჩამორთმევა როგორც ბერკეტი“, - განაცხადა წყარომ The Financial Times-თან ინტერვიუში.