მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქამდე ირაკლისთან ერთად ვაკეთებდით, ახლა ირაკლისთვის გავაკეთებთ!“ - "ბიბლუსის" მისია
"აქამდე ირაკლისთან ერთად ვაკეთებდით, ახლა ირაკლისთვის გავაკეთებთ!“ - "ბიბლუსის" მისია

"ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე 42 წლის ასაკ­ში, მძი­მე სენ­თან ხან­მოკ­ლე ბრძო­ლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ეს უზარ­მა­ზა­რი და­ნა­კარ­გია არა მხო­ლოდ მისი ოჯა­ხის­თვის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის თუ მე­გობ­რე­ბის­თვის, არა­მედ ქვეყ­ნის­თვი­საც. სხვა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ირაკ­ლი გაგ­ნი­ძის წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. მას მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი დარ­ჩა. ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე თა­ვი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც კი დიდი მო­ტი­ვა­ტო­რია. კერ­ძოდ, "ბიბ­ლუ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მათი მი­სია კი­დევ უფრო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და.

  • "არ მახ­სოვს, ირაკ­ლის არ და­ე­ნა­ხა თა­ნამ­შრომ­ლის მონ­დო­მე­ბა, მო­ტი­ვა­ცია არ მი­ე­ცა და გუნ­დის წი­ნა­შე არ აღე­ნიშ­ნა მისი მიღ­წე­ვა"

რო­მან ან­თი­ძე, "ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე:

- ირაკ­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლად მძი­მე ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­და, რა­მაც დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან თვე-ნა­ხე­ვარ­ში ეს ადა­მი­ა­ნი დაგ­ვა­კარ­გვი­ნა. ირაკ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა "ბიბ­ლუ­სის­თვის" და მთე­ლი "პა­ლიტ­რა­მე­დია ჰოლ­დინ­გის­თვის" ენით აღუ­წე­რე­ლი და­ნაკ­ლი­სია - ის ამ კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა იყო.

ამ უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვიგ­რძე­ნით ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გვერ­დში დგო­მა. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი - გვი­სამ­ძიმ­რე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბით, პი­რა­და­დაც გა­მოთ­ქვა­მენ მწუ­ხა­რე­ბას "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ებ­ში...

რო­დე­საც ირაკ­ლი "ბიბ­ლუს­ში" მო­ვი­და, მა­შინ ის პა­ტა­რა კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­და დიდ ბიზ­ნეს­ში. იმ დროს წიგ­ნის კი­თხვა არ იყო მა­ინ­ცდა­მა­ინც პო­პუ­ლა­რუ­ლი ახალ­გაზ­რდებ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა პერ­სპექ­ტი­ულ ბიზ­ნე­სად არ მი­იჩ­ნე­ო­და. დღეს "ბიბ­ლუ­სი" დიდი კომ­პა­ნი­აა, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ლა­რის ბრუნ­ვით. მისი გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი კარ­გა ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს გას­ცდა, დღეს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც გვყავს ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი, ასე­ვე სლო­ვე­ნი­ა­ში გვაქვს მა­ღა­ზია...

ირაკ­ლი უაღ­რე­სად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბი და ბიზ­ნეს­ხედ­ვა ჰქონ­და. ასე­ვე, გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. ამ ყვე­ლაფ­რის გამო არა­ერთ თა­ნამ­შრო­მელს უთ­ქვამს უარი სამ­სა­ხუ­რის შეც­ვლა­ზე. ასე­თი დე­ლი­კა­ტუ­რი, დამ­ნა­ხა­ვი, მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი არას­დროს მი­ნა­ხავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ კომ­პა­ნი­ა­ში მი­მუ­შა­ვია. არ მახ­სოვს, რომ ირაკ­ლის არ და­ე­ნა­ხა თა­ნამ­შრომ­ლის მონ­დო­მე­ბა, მო­ტი­ვა­ცია არ მი­ე­ცა და გუნ­დის წი­ნა­შე არ აღე­ნიშ­ნა მისი მიღ­წე­ვა. ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე იყო უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბის მა­გე­ნე­რი­რე­ბე­ლი, სი­ახ­ლე­სა და ინო­ვა­ცი­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

სულ კი­თხუ­ლობ­და, ეძებ­და, პო­უ­ლობ­და და ცდი­ლობ­და სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვას, რათა "ბიბ­ლუ­სი" უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ყო­ფი­ლი­ყო. ამას მი­აღ­წია კი­დეც...

მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. ბოლო მო­მენ­ტამ­დე არ გვჯე­რო­და მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის, ისე­თი ძლი­ე­რი და სპორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. გვე­გო­ნა მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა­შიც გა­ი­მარ­ჯვებ­და... წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შო­კია. ძა­ლი­ან რთუ­ლია ასეთ დროს მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ ას­ჯერ უკეთ, ვიდ­რე აქამ­დე - ისე, რო­გორც ირაკ­ლი გაგ­ნი­ძეს ეკად­რე­ბო­და. ცხა­დია, ყვე­ლა მის და­წყე­ბულ პრო­ექტს გა­აგ­რძე­ლებს ირაკ­ლი გაგ­ნი­ძის გუნ­დი და კომ­პა­ნია კვლა­ვაც გან­ვი­თარ­დე­ბა. კომ­პა­ნია "ბიბ­ლუსს" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­სია აქვს. ჩვენ ვთქვით, რომ აქამ­დე ირაკ­ლის­თან ერ­თად ვა­კე­თებ­დით, ახლა - ირაკ­ლის­თვის გა­ვა­კე­თებთ!

  • "ბიბ­ლუ­სის" წარ­მა­ტე­ბა და ბრენ­დად ქცე­ვა სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა..."

ნა­თია აფ­ცი­ა­უ­რი, "ბიბ­ლუ­სის" თა­ნამ­შრო­მე­ლი:

- ირაკ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. გვი­ჭირს მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი... 12 წლის წინ, როცა "ბიბ­ლუს­ში" მო­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ, ად­მი­ნის­ტრა­ცია სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ვი­ყა­ვით გან­თავ­სე­ბუ­ლი - მაქ­სი­მუმ 15 ადა­მი­ა­ნი. დღეს "ბიბ­ლუ­სი" უზარ­მა­ზა­რი კომ­პა­ნი­აა. მისი წარ­მა­ტე­ბა და არენ­დად ქცე­ვა სწო­რედ ირაკ­ლი გაგ­ნი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა...

ძა­ლი­ან რთუ­ლია ირაკ­ლის გა­რე­შე მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რაც ძა­ლა­სა და შე­მარ­თე­ბას გვაძ­ლევს, ის არის, რომ ახლა ირაკ­ლის­თვის უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ყო­ველ­თვის ჩვენ გვერ­დით იქ­ნე­ბა...

სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. თა­ნამ­შრო­მელ­ში თუ პო­ტენ­ცი­ალს და­ი­ნა­ხავ­და, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ მას გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი ჰქო­ნო­და. აქ რომ მო­ვე­დი, ბუ­ღალ­ტრის ასის­ტენ­ტი ვი­ყა­ვი, დღეს "ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის" მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტე­რი ვარ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ირაკ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით მოხ­და. რო­დე­საც ასე­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი გვყავ­და, მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბი­სა და წინსვლის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დით სა­კუ­თარ თავს და ეს ძალა ბო­ლომ­დე გაგ­ვყვე­ბა. ირაკ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა­შიც დიდი და­საყ­რდე­ნი იყო. მე პი­რა­დად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და და სა­ო­ცა­რი თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­მი­ცხა­და.

  • "ას­ჯერ მე­ტად მო­ვინ­დო­მებთ, რომ გა­ვა­ა­მარ­თლოთ ირაკ­ლის ნდო­ბა და იმე­დე­ბი"

ნინო მე­ლაშ­ვი­ლი, "ბიბ­ლუ­სის" თა­ნამ­შრო­მე­ლი: - ფუ­ფუ­ნე­ბა იყო ირაკ­ლის­ნა­ირ ხელ­მძღვა­ნელ­თან მუ­შა­ო­ბა. რო­დე­საც საქ­მი­ა­ნო­ბა და­ვი­წყეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი იხუ­რე­ბო­და, ახლა კი "ბიბ­ლუ­სი" 85 მა­ღა­ზი­ით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამა­ში ირაკ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მთე­ლი გუნ­დის დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. ჩვე­ნი წა­მო­წყე­ბა გა­დამ­დე­ბი აღ­მოჩ­ნდა სხვე­ბის­თვი­საც - გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი გა­ფარ­თოვ­დნენ, ეს სტამ­ბებ­ზეც აი­სა­ხა და სა­ერ­თო ჯამ­ში, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. ირაკ­ლი არ იმ­ჩნევ­და ავად­მყო­ფო­ბას და საქ­მი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და ბო­ლომ­დე. ახა­ლი წელი მი­ვუ­ლო­ცეთ ერ­თმა­ნეთს, სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით, თუმ­ცა... ყვე­ლა გეგ­მას აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ას­ჯერ მე­ტად მო­ვინ­დო­მებთ, რომ გა­ვა­მარ­თლოთ ირაკ­ლის ნდო­ბა და იმე­დე­ბი. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ისე­თი მო­ტი­ვა­ტო­რი იყო, რომ გე­გო­ნა, მთებს გა­დად­გამ­დი. ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­თან ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, თი­თო­ე­უ­ლის სა­ხე­ლი იცო­და და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ვინ რა პო­ზი­ცი­ა­ზე იყო - ყვე­ლას აზრი და იდეა აინ­ტე­რე­სებ­და. მე პი­რა­დად კონ­სულ­ტან­ტის პო­ზი­ცი­ი­დან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და დღეს კომ­პა­ნი­ის კო­მერ­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ. ირაკ­ლიმ დიდი ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და და ეს ნდო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­მარ­თლო.

ავტორი:

"აქამდე ირაკლისთან ერთად ვაკეთებდით, ახლა ირაკლისთვის გავაკეთებთ!“ - "ბიბლუსის" მისია

"აქამდე ირაკლისთან ერთად ვაკეთებდით, ახლა ირაკლისთვის გავაკეთებთ!“ - "ბიბლუსის" მისია

"ბიბლუსი ჯგუფის" გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე 42 წლის ასაკში, მძიმე სენთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ეს უზარმაზარი დანაკარგია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, თანამშრომლებისთვის თუ მეგობრებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. სხვა ყველაფერთან ერთად, ირაკლი გაგნიძის წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. ირაკლი გაგნიძე თავისი თანამშრომლებისთვის გარდაცვალების შემდეგაც კი დიდი მოტივატორია. კერძოდ, "ბიბლუსის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ მათი მისია კიდევ უფრო განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი გახდა.

  • "არ მახსოვს, ირაკლის არ დაენახა თანამშრომლის მონდომება, მოტივაცია არ მიეცა და გუნდის წინაშე არ აღენიშნა მისი მიღწევა"

რომან ანთიძე, "ბიბლუსი ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილე:

- ირაკლის მოულოდნელად მძიმე ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა, რამაც დიაგნოზის დასმიდან თვე-ნახევარში ეს ადამიანი დაგვაკარგვინა. ირაკლის გარდაცვალება "ბიბლუსისთვის" და მთელი "პალიტრამედია ჰოლდინგისთვის" ენით აღუწერელი დანაკლისია - ის ამ კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

ამ უმძიმეს პერიოდში განსაკუთრებულად ვიგრძენით ჩვენი მომხმარებლების გვერდში დგომა. უამრავმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენი ტკივილი - გვისამძიმრებენ სოციალური ქსელებით, სატელეფონო ზარებით, პირადადაც გამოთქვამენ მწუხარებას "ბიბლუსის" მაღაზიებში...

როდესაც ირაკლი "ბიბლუსში" მოვიდა, მაშინ ის პატარა კომპანიას წარმოადგენდა, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამდა დიდ ბიზნესში. იმ დროს წიგნის კითხვა არ იყო მაინცდამაინც პოპულარული ახალგაზრდებში და შესაბამისად, მასთან დაკავშირებული საქმიანობა პერსპექტიულ ბიზნესად არ მიიჩნეოდა. დღეს "ბიბლუსი" დიდი კომპანიაა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ბრუნვით. მისი გავრცელების არეალი კარგა ხანია საქართველოს გასცდა, დღეს მეზობელ ქვეყნებშიც გვყავს ბიზნესპარტნიორები, ასევე სლოვენიაში გვაქვს მაღაზია...

ირაკლი უაღრესად ნიჭიერი ადამიანი იყო, რომელსაც არაჩვეულებრივი მენეჯერული უნარები და ბიზნესხედვა ჰქონდა. ასევე, გამორჩეული იყო თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულებით. ამ ყველაფრის გამო არაერთ თანამშრომელს უთქვამს უარი სამსახურის შეცვლაზე. ასეთი დელიკატური, დამნახავი, მამოტივირებელი ხელმძღვანელი არასდროს მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კომპანიაში მიმუშავია. არ მახსოვს, რომ ირაკლის არ დაენახა თანამშრომლის მონდომება, მოტივაცია არ მიეცა და გუნდის წინაშე არ აღენიშნა მისი მიღწევა. ირაკლი გაგნიძე იყო უაღრესად საინტერესო იდეების მაგენერირებელი, სიახლესა და ინოვაციებზე ორიენტირებული.

სულ კითხულობდა, ეძებდა, პოულობდა და ცდილობდა სიახლეების დანერგვას, რათა "ბიბლუსი" უფრო წარმატებული და თანამედროვე ყოფილიყო. ამას მიაღწია კიდეც...

მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან. ბოლო მომენტამდე არ გვჯეროდა მომხდარი ტრაგედიის, ისეთი ძლიერი და სპორტული ადამიანი იყო. გვეგონა მძიმე სენთან ბრძოლაშიც გაიმარჯვებდა... წარმოუდგენელი შოკია. ძალიან რთულია ასეთ დროს მუშაობა, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ასჯერ უკეთ, ვიდრე აქამდე - ისე, როგორც ირაკლი გაგნიძეს ეკადრებოდა. ცხადია, ყველა მის დაწყებულ პროექტს გააგრძელებს ირაკლი გაგნიძის გუნდი და კომპანია კვლავაც განვითარდება. კომპანია "ბიბლუსს" მნიშვნელოვანი მისია აქვს. ჩვენ ვთქვით, რომ აქამდე ირაკლისთან ერთად ვაკეთებდით, ახლა - ირაკლისთვის გავაკეთებთ!

  • "ბიბლუსის" წარმატება და ბრენდად ქცევა სწორედ მისი დამსახურებაა..."

ნათია აფციაური, "ბიბლუსის" თანამშრომელი:

- ირაკლი განსაკუთრებული ადამიანი იყო. გვიჭირს მასზე წარსულში საუბარი... 12 წლის წინ, როცა "ბიბლუსში" მოვედი სამუშაოდ, ადმინისტრაცია სამოთახიან ბინაში ვიყავით განთავსებული - მაქსიმუმ 15 ადამიანი. დღეს "ბიბლუსი" უზარმაზარი კომპანიაა. მისი წარმატება და არენდად ქცევა სწორედ ირაკლი გაგნიძის დამსახურებაა...

ძალიან რთულია ირაკლის გარეშე მუშაობის გაგრძელება. ერთადერთი, რაც ძალასა და შემართებას გვაძლევს, ის არის, რომ ახლა ირაკლისთვის უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ის ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება...

საოცარი ადამიანი იყო. თანამშრომელში თუ პოტენციალს დაინახავდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ მას განვითარების შანსი ჰქონოდა. აქ რომ მოვედი, ბუღალტრის ასისტენტი ვიყავი, დღეს "ბიბლუსი ჯგუფის" მთავარი ბუღალტერი ვარ და ეს ყველაფერი ირაკლის დამსახურებით მოხდა. როდესაც ასეთი ხელმძღვანელი გვყავდა, მხოლოდ გამარჯვებისა და წინსვლის უფლებას ვაძლევდით საკუთარ თავს და ეს ძალა ბოლომდე გაგვყვება. ირაკლი თანამშრომლებისთვის ცხოვრებაშიც დიდი დასაყრდენი იყო. მე პირადად ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და საოცარი თანადგომა და მხარდაჭერა გამომიცხადა.

  • "ასჯერ მეტად მოვინდომებთ, რომ გავაამართლოთ ირაკლის ნდობა და იმედები"

ნინო მელაშვილი, "ბიბლუსის" თანამშრომელი: - ფუფუნება იყო ირაკლისნაირ ხელმძღვანელთან მუშაობა. როდესაც საქმიანობა დავიწყეთ, საქართველოში წიგნის მაღაზიები იხურებოდა, ახლა კი "ბიბლუსი" 85 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ამაში ირაკლის ხელმძღვანელობით, მთელი გუნდის დიდი შრომაა ჩადებული. ჩვენი წამოწყება გადამდები აღმოჩნდა სხვებისთვისაც - გამომცემლობები გაფართოვდნენ, ეს სტამბებზეც აისახა და საერთო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი გავლენა მოახდინა. ირაკლი არ იმჩნევდა ავადმყოფობას და საქმიანი კომუნიკაცია გვქონდა ბოლომდე. ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს, სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის ვემზადებოდით, თუმცა... ყველა გეგმას აუცილებლად განვახორციელებთ და ასჯერ მეტად მოვინდომებთ, რომ გავამართლოთ ირაკლის ნდობა და იმედები. თანამშრომლებისთვის ისეთი მოტივატორი იყო, რომ გეგონა, მთებს გადადგამდი. ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კომუნიკაცია, თითოეულის სახელი იცოდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ რა პოზიციაზე იყო - ყველას აზრი და იდეა აინტერესებდა. მე პირადად კონსულტანტის პოზიციიდან დავიწყე მუშაობა და დღეს კომპანიის კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი ვარ. ირაკლიმ დიდი ნდობა გამომიცხადა და ეს ნდობა აუცილებლად უნდა გავამართლო.