სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებულ აფხაზეთში 2 ადამიანი დაჭრეს - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა: რა მოხდა ე.წ. საარჩევნო უბანზე
ოკუპირებულ აფხაზეთში 2 ადამიანი დაჭრეს - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა: რა მოხდა ე.წ. საარჩევნო უბანზე

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში "სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე” თავ­დას­ხმის შე­დე­გად 2 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" პრო­ექ­ტი, “ეხო კავ­კა­ზა” ავ­რცე­ლებს.

  • მათი ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა გაგ­რის რა­ი­ო­ნის ქა­ლაქ გან­თი­ა­დის სკო­ლა N2-ში მდე­ბა­რე ე.წ. სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით, 19:30 სა­ათ­ზე, რის შე­დე­გა­დაც, ორი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა, ასე­ვე და­ზი­ან­და "სა­არ­ჩევ­ნო“ ურნა და დო­კუ­მენ­ტე­ბი.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ად­გი­ლი­დან მან­ქა­ნე­ბით მი­მალ­ვას ცდი­ლობ­დნენ.

ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბლოკ-პოს­ტი “მუ­სე­რა” გა­და­კე­ტეს, მაგ­რამ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი გა­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბას არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ და ცე­ცხლი გახ­სნეს.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე” თავ­დას­ხმა­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 20 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა მომ­ხდარ­ზე საქ­მე ტე­რო­რიზ­მის მუხ­ლით აღ­ძრა.

ცნო­ბის­თვის გუ­შინ, 1 მარტს ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თა. პოსტზე ორი კან­დი­და­ტი იყ­რის კენ­ჭს - ად­გურ არ­ძინ­ბა და ბად­რა გუნ­ბა, 15 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თულ პირ­ველ ტურ­ში გუნ­ბამ ხმე­ბის 46.38% მი­ი­ღო, არ­ძინ­ბამ - 36.92%.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში 2 ადამიანი დაჭრეს - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა: რა მოხდა ე.წ. საარჩევნო უბანზე

ოკუპირებულ აფხაზეთში 2 ადამიანი დაჭრეს - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა: რა მოხდა ე.წ. საარჩევნო უბანზე

ოკუპირებულ აფხაზეთში "საარჩევნო უბანზე” თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" პროექტი, “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

  • მათი ცნობით, შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაიონის ქალაქ განთიადის სკოლა N2-ში მდებარე ე.წ. საარჩევნო უბანზე მოხდა დაახლოებით, 19:30 საათზე, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიჭრა, ასევე დაზიანდა "საარჩევნო“ ურნა და დოკუმენტები.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელები ადგილიდან მანქანებით მიმალვას ცდილობდნენ.

ე.წ. სამართალდამცავებმა ბლოკ-პოსტი “მუსერა” გადაკეტეს, მაგრამ თავდამსხმელები გაჩერების შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, “საარჩევნო უბანზე” თავდასხმაში დაახლოებით, 20 ადამიანი მონაწილეობდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.

ცნობისთვის გუშინ, 1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პოსტზე ორი კანდიდატი იყრის კენჭს - ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა, 15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, არძინბამ - 36.92%.