სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი სიხარულით აღსავსე უნდა იყოს ამ სპექტაკლით" - ტრამპი ევროპელი ლიდერებისა და ამერიკელი სენატორების კრიტიკის ობიექტში: ვინ როგორ ეხმაურება ჩაშლილ მოლაპარაკებებს
"პუტინი სიხარულით აღსავსე უნდა იყოს ამ სპექტაკლით" - ტრამპი ევროპელი ლიდერებისა და ამერიკელი სენატორების კრიტიკის ობიექტში: ვინ როგორ ეხმაურება ჩაშლილ მოლაპარაკებებს

თეთრ სახ­ლში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯეი დი ვენ­სმა კა­მე­რე­ბის წინ ხმა­მაღ­ლა კა­მა­თი და­ი­წყეს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან. ამის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­სა და აშშ-ს შო­რის იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა და ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­უქ­მდა, ხოლო ზე­ლენ­სკიმ დრო­ზე ადრე და­ტო­ვა თეთ­რი სახ­ლი.

  • ამე­რი­კა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი:

"არის აგ­რე­სო­რი - რუ­სე­თი. არის თავ­დას­ხმის ქვეშ მყო­ფი ხალ­ხი - უკ­რა­ი­ნა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ნი მარ­თლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ და­ვეხ­მა­რეთ უკ­რა­ი­ნას და სამი წლის წინ და­ვა­სან­ქცი­რეთ რუ­სე­თი. ამის კე­თე­ბას ვაგ­რძე­ლებთ და რო­დე­საც ვამ­ბობ „ჩვენ“, ვგუ­ლის­ხმობ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ევ­რო­პე­ლებს, კა­ნა­დე­ლებს, ია­პო­ნე­ლებ­სა და ბევრ სხვას.

მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ ყვე­ლას, ვინც დახ­მა­რე­ბა გა­წია. პა­ტი­ვი უნდა ვცეთ მათ, ვინც და­სა­წყი­სი­დან­ვე იბ­რძვი­ან, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვი­სა და ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის იბ­რძვი­ან. ეს მარ­ტი­ვი რა­ღა­ცე­ბია, მაგ­რამ კარ­გია ისი­ნი გვახ­სოვ­დეს ასეთ მო­მენ­ტებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა.

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, ან­ტო­ნიო კოშ­ტა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტი რო­ბერ­ტა მე­ცო­ლა X-ის სა­კუ­თარ გვერ­დებ­ზე წე­რენ:

"თქვე­ნი ღირ­სე­ბა პა­ტივს სცემს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სი­მა­მა­ცეს. იყა­ვით ძლი­ე­რი, იყა­ვით მა­მა­ცი, იყა­ვით უში­შა­რი. არას­დროს ხართ მარ­ტო, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი. გა­ვაგ­რძე­ლებთ თქვენ­თან მუ­შა­ო­ბას სა­მარ­თლი­ა­ნი და ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბის­თვის".

გერ­მა­ნი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბლო­კის - ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი/ქრის­ტი­ან-სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რის (CDU/CSU) კან­ცლე­რო­ბის კან­დი­და­ტი, ფრიდ­რიხ მერ­ცი:

"ძვირ­ფა­სო ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი, ჩვენ გვერ­დში ვუდ­გა­ვართ უკ­რა­ი­ნას კარგ და ცუდ დროს. ამ სა­ში­ნელ ომში არას­დროს უნდა აგ­ვე­რი­ოს ერ­თმა­ნეთ­ში აგ­რე­სო­რი და მსხვერ­პლი“, - წერს მერ­ცი.

ნორ­ვე­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, იო­ნას გარ სტი­ო­რე:

"ის, რაც დღეს თეთრ სახ­ლში და­ვი­ნა­ხეთ, სე­რი­ო­ზუ­ლი და არა­გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლია. უკ­რა­ი­ნა ჯერ კი­დევ სა­ჭი­რო­ებს აშშ-ის მხარ­და­ჭე­რას, ხოლო უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და მო­მა­ვა­ლი ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აშშ-ის­თვი­საც და ევ­რო­პის­თვი­საც“, - გა­ნა­ცხა­და სტი­ო­რემ.

ნორ­ვე­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, ტრამ­პის ბრალ­დე­ბე­ბი, თით­ქოს ზე­ლენ­სკი „აზარ­ტულ თა­მა­შებს ეთა­მა­შე­ბა მე­სა­მე მსოფ­ლიო ომს“,"ღრმად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია და ეს გან­ცხა­დე­ბაა, რო­მელ­საც ვე­მიჯ­ნე­ბი“.

"პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს უკ­რა­ი­ნა­ში, ფარ­თო მხარ­და­ჭე­რა აქვს ევ­რო­პა­ში, და მან სა­კუ­თა­რი ერი ძა­ლი­ან რთულ და სას­ტიკ დრო­ში გა­მო­ა­ტა­რა რუ­სე­თის დარ­ტყმე­ბის ქვეშ… ნორ­ვე­გია მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მის ბრძო­ლა­ში. იმე­დი გვაქვს, რომ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ასე­ვე ეს­მის უკ­რა­ი­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნი და ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სტი­ო­რემ.

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კაია კა­ლა­სი:

"უკ­რა­ი­ნა ევ­რო­პაა! გვერ­დში ვუდ­გა­ვართ უკ­რა­ი­ნას. გავზრდით უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბას, რათა მათ შეძ­ლონ აგ­რე­სო­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. დღეს ნა­თე­ლი გახ­და, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­რო ახალ ლი­დერს სა­ჭი­რო­ებს. ჩვენ­ზე, ევ­რო­პე­ლებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ ეს გა­მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღოთ“, - წერს კა­ლა­სი.

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი ბერ­ნი სან­დერ­სი:

“ტრამ­პი კი­ცხავს ზე­ლენ­სკის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის ლი­დერს, რო­მე­ლიც მა­მა­ცად ებ­რძვის რუ­სულ იმ­პე­რი­ა­ლიზმს, მა­შინ რო­დე­საც თა­ვად პუ­ტი­ნის მხა­რეს დგე­ბა, დიქ­ტა­ტო­რის, რო­მელ­მაც 80 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი ომი და­ი­წყო. ბო­დი­ში, პრე­ზი­დენ­ტო ტრამპ. ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ის გვჯე­რა, არა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის”, - წერს სან­დერ­სი.

ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი, ნენ­სი პე­ლო­სი თეთრ სახ­ლში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "ტრამ­პის სა­მარ­ცხვი­ნო შოუს" უწო­დებს. ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი, ნენ­სი პე­ლო­სი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) X-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

“შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის­თვის ეს შე­საძ­ლოა, ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, რომ ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში უკ­რა­ი­ნის არ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რი მი­ეყ­ვა­ნა და მას­თან ღირ­სე­უ­ლად ესა­უბ­რა. მაგ­რამ ამას ვე­რას­დროს ვერ გა­ვი­გებთ ტრამ­პის სა­მარ­ცხვი­ნო შოუს შემ­დეგ. პუ­ტი­ნი სი­ხა­რუ­ლის­გან აღ­სავ­სე უნდა იყოს დღე­ვან­დე­ლი სპექ­ტაკ­ლით. ამ კვი­რას გა­ე­რო-ში რუ­სეთ­თან თან­ხვედ­რა­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხმის შემ­დეგ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მო­დე­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი­სად­მი ამე­რი­კის დიდი ხნის მხარ­და­ჭე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა", - წერს პე­ლო­სი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"პუტინი სიხარულით აღსავსე უნდა იყოს ამ სპექტაკლით" - ტრამპი ევროპელი ლიდერებისა და ამერიკელი სენატორების კრიტიკის ობიექტში: ვინ როგორ ეხმაურება ჩაშლილ მოლაპარაკებებს

"პუტინი სიხარულით აღსავსე უნდა იყოს ამ სპექტაკლით" - ტრამპი ევროპელი ლიდერებისა და ამერიკელი სენატორების კრიტიკის ობიექტში: ვინ როგორ ეხმაურება ჩაშლილ მოლაპარაკებებს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

  • ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი:

"არის აგრესორი - რუსეთი. არის თავდასხმის ქვეშ მყოფი ხალხი - უკრაინა. ვფიქრობ, ყველანი მართლები ვიყავით, რომ დავეხმარეთ უკრაინას და სამი წლის წინ დავასანქცირეთ რუსეთი. ამის კეთებას ვაგრძელებთ და როდესაც ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპელებს, კანადელებს, იაპონელებსა და ბევრ სხვას.

მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც დახმარება გაწია. პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც დასაწყისიდანვე იბრძვიან, ვინაიდან ისინი საკუთარი ღირსებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი შვილებისთვისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. ეს მარტივი რაღაცებია, მაგრამ კარგია ისინი გვახსოვდეს ასეთ მომენტებში“, - განაცხადა მაკრონმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ის საკუთარ გვერდებზე წერენ:

"თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი. არასდროს ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი. გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის".

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) კანცლერობის კანდიდატი, ფრიდრიხ მერცი:

"ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს. ამ საშინელ ომში არასდროს უნდა აგვერიოს ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი“, - წერს მერცი.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტიორე:

"ის, რაც დღეს თეთრ სახლში დავინახეთ, სერიოზული და არაგამამხნევებელია. უკრაინა ჯერ კიდევ საჭიროებს აშშ-ის მხარდაჭერას, ხოლო უკრაინის უსაფრთხოება და მომავალი ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ისთვისაც და ევროპისთვისაც“, - განაცხადა სტიორემ.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპის ბრალდებები, თითქოს ზელენსკი „აზარტულ თამაშებს ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს“,"ღრმად დაუსაბუთებელია და ეს განცხადებაა, რომელსაც ვემიჯნები“.

"პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში, ფართო მხარდაჭერა აქვს ევროპაში, და მან საკუთარი ერი ძალიან რთულ და სასტიკ დროში გამოატარა რუსეთის დარტყმების ქვეშ… ნორვეგია მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში. იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ესმის უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობა“, - განაცხადა სტიორემ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი:

"უკრაინა ევროპაა! გვერდში ვუდგავართ უკრაინას. გავზრდით უკრაინის დახმარებას, რათა მათ შეძლონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ“, - წერს კალასი.

ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსი:

“ტრამპი კიცხავს ზელენსკის, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს, რომელიც მამაცად ებრძვის რუსულ იმპერიალიზმს, მაშინ როდესაც თავად პუტინის მხარეს დგება, დიქტატორის, რომელმაც 80 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე სისხლიანი ომი დაიწყო. ბოდიში, პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ დემოკრატიის გვჯერა, არა ავტორიტარიზმის”, - წერს სანდერსი.

ამერიკელი კონგრესმენი, ნენსი პელოსი თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს "ტრამპის სამარცხვინო შოუს" უწოდებს. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ნენსი პელოსი (დემოკრატიული პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ეს შესაძლოა, ძალის დემონსტრირება ყოფილიყო, რომ ოვალურ კაბინეტში უკრაინის არჩეული ლიდერი მიეყვანა და მასთან ღირსეულად ესაუბრა. მაგრამ ამას ვერასდროს ვერ გავიგებთ ტრამპის სამარცხვინო შოუს შემდეგ. პუტინი სიხარულისგან აღსავსე უნდა იყოს დღევანდელი სპექტაკლით. ამ კვირას გაერო-ში რუსეთთან თანხვედრაში შეერთებული შტატების ხმის შემდეგ შემაშფოთებელი მოდელი ჩამოყალიბდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიებისადმი ამერიკის დიდი ხნის მხარდაჭერის საწინააღმდეგოა", - წერს პელოსი.

წაიკითხეთ ასევე: