სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეს? - გაიგეთ, ხართ თუ არა რისკჯგუფში
რა იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეს? - გაიგეთ, ხართ თუ არა რისკჯგუფში

კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სიმ­სივ­ნე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კო­ლო­რექ­ტა­ლუ­რი კიბო, გლო­ბა­ლუ­რად ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. მსოფ­ლიო მას­შტა­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბით, გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. ეს ტენ­დენ­ცია შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას ცხოვ­რე­ბის ისე­თი სტი­ლის მი­ღე­ბით, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს არა­ჯან­საღ კვე­ბას, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­სა და სიმ­სუქ­ნეს.

და­ა­ვა­დე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, თუმ­ცა მას პირ­ველ და მე­ო­რე სტა­დი­ა­ზე სიმპტო­მე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გა­აჩ­ნია და სწო­რედ ამი­ტომ უფრო ხში­რად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ხდე­ბა ხოლ­მე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ იცო­დეს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სიმ­სივ­ნე­ე­ბის რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი და სიმპტო­მე­ბი, რომ და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ან დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა შეძ­ლონ. ამ სა­კი­თხზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ენ­დოს­კო­პი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი და ზო­გა­დი ქი­რურ­გი გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი.

რო­მე­ლია კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბი?

კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სიმ­სივ­ნე­ე­ბი კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა, რო­გორც კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ეპი­თე­ლუ­რი ქსო­ვი­ლი­დან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბი ანუ ადე­ნო­კარ­ცე­ნო­მა და ასე­ვე არის სტრო­მი­დან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კიბო, რო­მელ­საც გას­ტრო­ინ­ტენსტი­ნუ­რი სტრო­მუ­ლი სიმ­სივ­ნე ეწო­დე­ბა. არ­სე­ბობს სხვა სა­ხის სიმ­სივ­ნე­ე­ბიც, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ლე­ი­ო­მი­ო­მა, მაგ­რამ ის შე­და­რე­ბით უფრო იშ­ვი­ა­თია.

სიმ­სივ­ნე­ე­ბი გვხვდე­ბა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის ნე­ბის­მი­ერ ნა­წილ­ში. კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბია: მსხვილ­ნა­წი­ლა­ვის ანუ კო­ლო­რექ­ტა­ლუ­რი კიბო და კუ­ჭის კიბო. გარ­და ამი­სა შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს: ღვიძ­ლის კიბო, პანკრე­ა­სის კიბო, ნაღ­ვლის ბუშ­ტი­სა და ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რის კიბო, წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის კიბო, ეზო­ფა­გუ­სის კიბო და სხვა.

რო­გორ ხდე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სიმ­სივ­ნე­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და რა­ტომ ით­ვლე­ბა ენ­დოს­კო­პია ოქ­როს მე­თო­დად?

დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ხდე­ბა ენ­დოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვით. კვლე­ვის დროს რო­დე­საც გა­დაგ­ვა­რე­ბულ ლორ­წო­ვან გარსს ვხე­დავთ, ვი­ღებთ ბი­ოფ­სი­ას და ვე­ლო­დე­ბით ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­ურ დას­კვნა. სწო­რედ ეს გახ­ლავთ დი­აგ­ნო­ზი.

ენ­დოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვა გან­სხვავ­დე­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ ორ­გა­ნოს ვიკ­ვლევთ. საყ­ლა­პა­ვის, კუ­ჭი­სა და 12-გოჯა ნაწ­ლა­ვის კვლე­ვის დროს გას­ტროს­კო­პი­ას ვა­კე­თებთ, მსხვილ­ნაწ­ლა­ვის კვლე­ვის დროს კი - კო­ლო­ნოს­კო­პი­ას.

მარ­თა­ლია თუ არა, რომ ენ­დოს­კო­პი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია სიმ­სივ­ნის I ან II სტა­დი­ის აღ­მო­ჩე­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებ­ში?

ენ­დოს­კო­პი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სტა­დი­ა­ზე. 1 მმ უბ­ნის დარ­ღვე­ვაც თუ და­ფიქ­სირ­და, ვი­ღებთ ბი­ოფ­სი­ას და ვა­ტა­რებთ მორ­ფო­ლო­გი­ურ კვლე­ვას. ამ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა სულ სხვა რამ არის. რო­გორც წესი, სა­წყის ეტაპ­ზე და­ა­ვა­დე­ბა სრუ­ლად უსიმპტო­მოა. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან და­ბა­ლია კვლე­ვა­ზე მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათ­თვის, ვი­საც და­ა­ვა­დე­ბა ოჯა­ხურ ანამ­ნეზ­ში აქვს.

ვის­თვის და რო­დის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა?

თუ პა­ცი­ენტს აქვს ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზი, მან 40 წლის ასაკ­ში უნდა ჩა­ი­ტა­როს კვლე­ვა. იმის მი­ხედ­ვით, თუ რა შე­დეგს მოგ­ვცემს ენ­დოს­კო­პია, და­ი­გეგ­მე­ბა შემ­დგო­მი გა­მოკ­ვლე­ვა. ეს ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და შე­იძ­ლე­ბა იყოს 6 თვე ან 5 წელი.

გარ­და გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბი­სა, ვინ არი­ან კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სიმ­სივ­ნის რის­კჯ­გუფ­ში?

რის­კჯ­გუფ­ში არი­ან ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა არ­ყის, კო­ნი­ა­კი­სა და ლუ­დის ხში­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი რის­კფაქ­ტო­რია მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესი, რაც თა­ვის მხრივ დე­ფე­კა­ცი­ის სიხ­ში­რეს ამ­ცი­რებს. იშ­ვი­ა­თი დე­ფე­კა­ცია კი მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია.

რის­კჯ­გუფ­ში ასე­ვე შე­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­იხ­მა­რენ გა­ზი­ან სას­მე­ლებს, არა­ჯან­საღ საკ­ვებ­სა და თამ­ბა­ქოს.

რო­გორ უნდა მო­ემ­ზა­დონ პა­ცი­ენ­ტე­ბი ენ­დოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვის­თვის?

კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბამ­დე 8-10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტმა არ უნდა მი­ი­ღოს სას­მე­ლი და საკ­ვე­ბი. 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი უნდა და­იც­ვას სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტა, რო­მელ­საც ჩვენ ვაძ­ლევთ. კო­ლო­ნოს­კო­პი­ის ჩა­ტა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტის დახ­მა­რე­ბით მოხ­დეს ნაწ­ლა­ვის დაც­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ გავ­ცემთ, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი კვლე­ვა­ზე ეწე­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ თი­თო­ე­უ­ლი უბ­ნის დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მოხ­დეს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში იმა­ტებს თუ არა და­ა­ვა­დე­ბის ახ­ლად­გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა?

ახ­ლად­გა­მოვ­ლე­ნი­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბის რი­ცხვი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. ავა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მა­მა­კა­ცებ­სა და ქა­ლებ­ში თით­ქმის თა­ნა­ბა­რია. გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი კი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ცხოვ­რე­ბის არას­წო­რი წე­სია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

რა იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეს? - გაიგეთ, ხართ თუ არა რისკჯგუფში

რა იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეს? - გაიგეთ, ხართ თუ არა რისკჯგუფში

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები, განსაკუთრებით კოლორექტალური კიბო, გლობალურად ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიო მასშტაბით და განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ეს ტენდენცია შეიძლება აიხსნას ცხოვრების ისეთი სტილის მიღებით, რომელიც გულისხმობს არაჯანსაღ კვებას, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასა და სიმსუქნეს.

დაავადების საწყის ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში წარმატებული მკურნალობის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მას პირველ და მეორე სტადიაზე სიმპტომები, ფაქტობრივად, არ გააჩნია და სწორედ ამიტომ უფრო ხშირად დაგვიანებული დიაგნოსტირება ხდება ხოლმე.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეების რისკ-ფაქტორები და სიმპტომები, რომ დაავადების თავიდან აცილება ან დროული დიაგნოსტირება შეძლონ. ამ საკითხზე დეტალურად გვესაუბრება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპიის სპეციალისტი და ზოგადი ქირურგი გიორგი გოგინაშვილი.

რომელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებული სიმსივნეები?

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები კლასიფიცირდება, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეპითელური ქსოვილიდან განვითარებული სიმსივნეები ანუ ადენოკარცენომა და ასევე არის სტრომიდან განვითარებული კიბო, რომელსაც გასტროინტენსტინური სტრომული სიმსივნე ეწოდება. არსებობს სხვა სახის სიმსივნეებიც, როგორიცაა, მაგალითად, ლეიომიომა, მაგრამ ის შედარებით უფრო იშვიათია.

სიმსივნეები გვხვდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერ ნაწილში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებული სიმსივნეებია: მსხვილნაწილავის ანუ კოლორექტალური კიბო და კუჭის კიბო. გარდა ამისა შეიძლება შეგვხვდეს: ღვიძლის კიბო, პანკრეასის კიბო, ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარის კიბო, წვრილი ნაწლავის კიბო, ეზოფაგუსის კიბო და სხვა.

როგორ ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეების დიაგნოსტირება და რატომ ითვლება ენდოსკოპია ოქროს მეთოდად?

დიაგნოსტირება ხდება ენდოსკოპიური კვლევით. კვლევის დროს როდესაც გადაგვარებულ ლორწოვან გარსს ვხედავთ, ვიღებთ ბიოფსიას და ველოდებით ჰისტომორფოლოგიურ დასკვნა. სწორედ ეს გახლავთ დიაგნოზი.

ენდოსკოპიური კვლევა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოს ვიკვლევთ. საყლაპავის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის კვლევის დროს გასტროსკოპიას ვაკეთებთ, მსხვილნაწლავის კვლევის დროს კი - კოლონოსკოპიას.

მართალია თუ არა, რომ ენდოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია სიმსივნის I ან II სტადიის აღმოჩენა აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტებში?

ენდოსკოპიის საშუალებით, დაავადების აღმოჩენა შესაძლებელია ნებისმიერ სტადიაზე. 1 მმ უბნის დარღვევაც თუ დაფიქსირდა, ვიღებთ ბიოფსიას და ვატარებთ მორფოლოგიურ კვლევას. ამ შემთხვევაში პრობლემა სულ სხვა რამ არის. როგორც წესი, საწყის ეტაპზე დაავადება სრულად უსიმპტომოა. შესაბამისად, ძალიან დაბალია კვლევაზე მომართვიანობა. სწორედ ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევები, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც დაავადება ოჯახურ ანამნეზში აქვს.

ვისთვის და როდის არის აუცილებელი პროფილაქტიკური კვლევის ჩატარება?

თუ პაციენტს აქვს ოჯახური ანამნეზი, მან 40 წლის ასაკში უნდა ჩაიტაროს კვლევა. იმის მიხედვით, თუ რა შედეგს მოგვცემს ენდოსკოპია, დაიგეგმება შემდგომი გამოკვლევა. ეს ძალიან ინდივიდუალურია და შეიძლება იყოს 6 თვე ან 5 წელი.

გარდა გენეტიკური წინასწარგანწყობისა, ვინ არიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის რისკჯგუფში?

რისკჯგუფში არიან ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები. ამ შემთხვევაში იგულისხმება არყის, კონიაკისა და ლუდის ხშირი მომხმარებლები. ერთ-ერთი ძირითადი რისკფაქტორია მჯდომარე ცხოვრების წესი, რაც თავის მხრივ დეფეკაციის სიხშირეს ამცირებს. იშვიათი დეფეკაცია კი მსხვილი ნაწლავის სიმსივნის მაპროვოცირებელი ძირითადი მიზეზია.

რისკჯგუფში ასევე შედიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში რეგულარულად მოიხმარენ გაზიან სასმელებს, არაჯანსაღ საკვებსა და თამბაქოს.

როგორ უნდა მოემზადონ პაციენტები ენდოსკოპიური კვლევისთვის?

კვლევის ჩატარებამდე 8-10 საათის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს სასმელი და საკვები. 2-3 დღის განმავლობაში კი უნდა დაიცვას სპეციალური დიეტა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ. კოლონოსკოპიის ჩატარებისთვის აუცილებელია სპეციალური პრეპარატის დახმარებით მოხდეს ნაწლავის დაცლა. აღნიშნული მედიკამენტის შესახებაც ინფორმაციას ჩვენ გავცემთ, როდესაც პაციენტი კვლევაზე ეწერება. ეს ყველაფერი აუცილებელია, რომ თითოეული უბნის დეტალური დათვალიერება მოხდეს.

ბოლო პერიოდში იმატებს თუ არა დაავადების ახლადგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა?

ახლადგამოვლენილი სიმსივნეების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ავადობის შემთხვევები მამაკაცებსა და ქალებში თითქმის თანაბარია. გამომწვევი მიზეზი კი, როგორც უკვე გითხარით, ცხოვრების არასწორი წესია.

R