პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალგაზრდებს აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და ჯახებისთვის ამზადებენ - ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს და მის ელჩს" - ვოლსკი
"ახალგაზრდებს აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და ჯახებისთვის ამზადებენ - ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს და მის ელჩს" - ვოლსკი

ახალ­გაზ­რდებს უნდა ას­წავ­ლო ევ­რო­პაც, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბიც, მაგ­რამ რო­გორც ვხე­დავთ, მათ აგ­რე­სი­ის­თვის, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის­თვის და ჯა­ხე­ბის­თვის ამ­ზა­დე­ბენ - ეს არის უმ­სგავ­სო­ბა, არ ეკად­რე­ბა ევ­რო­კავ­შირს და მის ელჩს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ცნო­ბებს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი ახალ­გაზ­რდებ­თან შეხ­ვედ­რებს მარ­თავს.

  • ვოლ­სკი ამ­ბობს, რომ არ იცის, კონ­კრე­ტუ­ლად რას მო­ი­ცავს ელ­ჩის სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ „სი­კე­თე აქე­დან არ მიგ­ვი­ღია“.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია იმის გარ­და, რომ თა­ვის ინ­ტე­რე­სებს იცავს.

"არას­რულ­წლო­ვა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ცუდი არ არის, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კარ­გს უყ­ვე­ბი, სწო­რად ელა­პა­რა­კე­ბი, სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი ევ­რო­კავ­შირ­ზე, ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბებ­ზე. უნდა ას­წავ­ლო ევ­რო­პაც, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბიც, მაგ­რამ რო­გორც ვხე­დავთ, აგ­რე­სი­ის­თვის, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის­თვის და იმ ჯა­ხე­ბის­თვის ამ­ზა­დე­ბენ, რო­მელ­შიც სამ­წუ­ხა­როდ, მათ შო­რის, სკო­ლის მო­წა­ფე­ე­ბი და ახალ­გაზ­რდა ხალ­ხი, სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი. ეს არის უმ­სგავ­სო­ბა. არ ეკად­რე­ბა ევ­რო­კავ­შირს, არ ეკად­რე­ბა მის ელჩს და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ გვექ­ნე­ბა ჩვე­ნი პო­ზი­ცია, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია იმის გარ­და, რომ თა­ვის ინ­ტე­რე­სებს იცავს.

არა­ნა­ი­რი სა­გა­რეო კურ­სი არ შე­უც­ვლია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დიდი სიც­რუ­ეა, რომ აქ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და. მო­დის შემ­დე­გი წლე­ბი, მო­დის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი. მე ვფიქ­რობ, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ფიქ­რე­ბა მარ­თებს ყვე­ლას - ახალ­გაზ­რდებ­საც, მათი ოჯა­ხის წევ­რებ­საც, რა უნდა ქვე­ყა­ნას, საით არის გა­დარ­ჩე­ნის და სამ­შვი­დო­ბო­ზე გას­ვლის გზა. არ ვიცი კონ­კრე­ტუ­ლად რას მო­ი­ცავს მისი სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ სი­კე­თე აქე­დან არ მიგ­ვი­ღია. და­ხარ­ჯუ­ლია უშ­ვე­ლე­ბე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხე­ბი იმის­თვის, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია მომ­ხდა­რი­ყო რა­დი­კა­ლუ­რი პრო­ტეს­ტე­ბის პრო­ცეს­ში, მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ახალგაზრდებს აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და ჯახებისთვის ამზადებენ - ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს და მის ელჩს" - ვოლსკი

"ახალგაზრდებს აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და ჯახებისთვის ამზადებენ - ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს და მის ელჩს" - ვოლსკი

ახალგაზრდებს უნდა ასწავლო ევროპაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც, მაგრამ როგორც ვხედავთ, მათ აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და ჯახებისთვის ამზადებენ - ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს და მის ელჩს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა რითაც გამოეხმაურა ცნობებს, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს.

  • ვოლსკი ამბობს, რომ არ იცის, კონკრეტულად რას მოიცავს ელჩის საუბარი, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ „სიკეთე აქედან არ მიგვიღია“.

მისივე თქმით, საქართველოს არაფერი დაუშავებია იმის გარდა, რომ თავის ინტერესებს იცავს.

"არასრულწლოვანებთან შეხვედრა, რასაკვირველია, ცუდი არ არის, იმ შემთხვევაში, თუ კარგს უყვები, სწორად ელაპარაკები, სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირზე, ზოგადად, საქართველოს მისწრაფებებზე. უნდა ასწავლო ევროპაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც, მაგრამ როგორც ვხედავთ, აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და იმ ჯახებისთვის ამზადებენ, რომელშიც სამწუხაროდ, მათ შორის, სკოლის მოწაფეები და ახალგაზრდა ხალხი, სტუდენტები არიან ჩართული. ეს არის უმსგავსობა. არ ეკადრება ევროკავშირს, არ ეკადრება მის ელჩს და რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს არაფერი დაუშავებია იმის გარდა, რომ თავის ინტერესებს იცავს.

არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია, აბსოლუტურად დიდი სიცრუეა, რომ აქ არჩევნები გაყალბდა. მოდის შემდეგი წლები, მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მე ვფიქრობ, სერიოზული დაფიქრება მართებს ყველას - ახალგაზრდებსაც, მათი ოჯახის წევრებსაც, რა უნდა ქვეყანას, საით არის გადარჩენის და სამშვიდობოზე გასვლის გზა. არ ვიცი კონკრეტულად რას მოიცავს მისი საუბარი, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიკეთე აქედან არ მიგვიღია. დახარჯულია უშველებელი რაოდენობით თანხები იმისთვის, რომ ახალგაზრდების მობილიზაცია მომხდარიყო რადიკალური პროტესტების პროცესში, მათი მონაწილეობის ორგანიზებისათვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.