სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიონი" პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივის - რა გახდა ამის მიზეზი?
"ლიონი" პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივის - რა გახდა ამის მიზეზი?

"ლი­ონ­მა" საფ­რან­გე­თის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფეხ­ბურ­თის ლი­გის (LFP) იუ­რი­დი­ულ კო­მი­ტეტ­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა პსჟ-ს გა­რე­მარ­ბის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ლიგა 1-ის მატ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო, - ამის თა­ო­ბა­ზე იუ­წყე­ბა L'Equipe.

წყა­როს ცნო­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში გუნ­დის მფლო­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი ჯონ ტექ­სტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლის პა­რი­ზულ კლუბ­ში გა­დას­ვლა მხო­ლოდ უცხო­უ­რი სუბ­სი­დი­ე­ბის წყა­ლო­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც LFP-ის წე­სე­ბით აკ­რძა­ლუ­ლია. უფრო მე­ტიც, ტექ­სტო­რის თქმით, კვა­რა­ცხე­ლი­ას კონ­ტრაქ­ტის აღი­ა­რე­ბა და ახალ მო­თა­მა­შედ რე­გის­ტრა­ცია არ­ღვევს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რეგ­ლა­მენ­ტის დე­ბუ­ლე­ბებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს სა­ჩი­ვა­რი არის პა­სუ­ხი პა­რი­ზელ­თა მსგავს მი­მარ­თვა­ზე ფორ­ვარდ ტი­ა­გო ალ­მა­დას მატჩში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც "ლი­ონ­ში" იჯა­რით გა­და­ვი­და "ბო­ტა­ფო­გო­დან", რო­მე­ლიც ასე­ვე ტექ­სტო­რის სა­კუთ­რე­ბა­შია.

ლიგა 1-ის 23-ე ტუ­რის მატჩში პსჟ-მ ლი­ო­ნი ან­გა­რი­შით 3:2 და­ა­მარ­ცხა. კვა­რა­ცხე­ლი­ამ სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა. ის ასე­ვე გახ­და მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე. შეხ­ვედ­რა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი პასი გა­ა­კე­თა კი­დევ ერ­თმა ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, "ლი­ო­ნის" ფორ­ვარ­დმა გი­ორ­გი (ჟორჟ) მი­ქა­უ­ტა­ძემ.

ავტორი:

"ლიონი" პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივის - რა გახდა ამის მიზეზი?

"ლიონი" პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივის - რა გახდა ამის მიზეზი?

"ლიონმა" საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის (LFP) იურიდიულ კომიტეტში საჩივარი შეიტანა პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მატჩებში მონაწილეობის გამო, - ამის თაობაზე იუწყება L'Equipe.

წყაროს ცნობით, ორგანიზაციაში გაგზავნილ წერილში გუნდის მფლობელი და პრეზიდენტი ჯონ ტექსტორი აღნიშნავს, რომ ქართველის პარიზულ კლუბში გადასვლა მხოლოდ უცხოური სუბსიდიების წყალობით გახდა შესაძლებელი, რაც LFP-ის წესებით აკრძალულია. უფრო მეტიც, ტექსტორის თქმით, კვარაცხელიას კონტრაქტის აღიარება და ახალ მოთამაშედ რეგისტრაცია არღვევს ადმინისტრაციული რეგლამენტის დებულებებს.

აღსანიშნავია, რომ ეს საჩივარი არის პასუხი პარიზელთა მსგავს მიმართვაზე ფორვარდ ტიაგო ალმადას მატჩში მონაწილეობაზე, რომელიც "ლიონში" იჯარით გადავიდა "ბოტაფოგოდან", რომელიც ასევე ტექსტორის საკუთრებაშია.

ლიგა 1-ის 23-ე ტურის მატჩში პსჟ-მ ლიონი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ასევე გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. შეხვედრაში წარმატებული პასი გააკეთა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, "ლიონის" ფორვარდმა გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძემ.