სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია" - მიხეილ ყაველაშვილი
"როცა ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია" - მიხეილ ყაველაშვილი

რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში სტი­ქია მძვინ­ვა­რებს, ეს და­ახ­ლო­ე­ბით, ომის ანა­ლო­გია - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ეწე­ვი­ან, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ქო­ბუ­ლეთ­ში გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „ასე­თი სტი­ქი­ის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა და მთა­ვა­რია შემ­დეგ რო­გორ რე­ა­გი­რებ“.

„დღეს ვიმ­ყო­ფე­ბით აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ქო­ბუ­ლეთ­ში და­ვეს­წა­რით სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბის სხდო­მას, სა­დაც აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ მოგ­ვახ­სე­ნა [ინ­ფორ­მა­ცია] არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აჭა­რა­ში სი­ტუ­ა­ცია ბევ­რად უკე­თე­სად არის. ამინდმაც ხელი შე­უ­წყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი თით­ქმის, 100%-ით აღ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა. დარ­ჩა რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცია, სა­დაც გზე­ბის გაწ­მენ­და მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ცენ­ტრში გზე­ბი გაწ­მენ­დი­ლია. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მხრივ 80-90 პრო­ცენ­ტი აღ­დგე­ნი­ლია. ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ონ­ში დარ­ჩე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცია, სა­დაც ელექტრო­ე­ნერ­გია არ არის. მთა­ვა­რი სა­კი­თხი ისაა, რომ ასე­თი სტი­ქი­ის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა. მთა­ვა­რია შემ­დეგ რო­გორ რე­ა­გი­რებ. ამას აქვს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ჩემ­თან ერ­თად ბრძან­დე­ბო­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, შსს-სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბი. ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით და დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ჩვენს მაშ­ველ-მე­ხან­ძრე­ებს, ასე­ვე, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო­ებს, რომ­ლე­ბიც დღე­საც, 24-სა­ა­თი­ა­ნი რე­ჟი­მით მუ­შა­ო­ბენ. აჭა­რა­ში მათი დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არაა, მაგ­რამ გუ­რი­ა­ში და იმე­რეთ­ში იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის თქმით­ვე, „მთა­ვა­რია, რომ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა გაგ­რძელ­დეს და არც ერთი მო­ქა­ლა­ქე არ იყოს უყუ­რა­დღე­ბოდ დარ­ჩე­ნი­ლი“.

„ეს არის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში სტი­ქია მძვინ­ვა­რებს, ეს და­ახ­ლო­ე­ბით, ომის ანა­ლო­გია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ეწე­ვი­ან, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ უნდა იცო­დეს, რომ სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა და გაგ­რძელ­დე­ბა მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი. მთე­ლი კვი­რაა ვხე­დავ­დით რო­გორ მუ­შა­ო­ბენ, რა თქმა უნდა, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­შია. მაქ­სი­მუმს აკე­თე­ბენ, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ­სე­ბობს. სტი­ქი­ის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა.

მე, რო­გორც პრე­ზი­დენტს არ უნდა მი­წევ­დეს, მაგ­რამ ეს დე­ზინ­ფორ­მა­ცია და მავ­ნებ­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი იმ­დე­ნად აშ­კა­რაა, რომ პირ­და­პირ ავ­ნებს [სი­ტუ­ა­ცი­ას]. მათი მო­ტი­ვია, რომ რო­გორ­მე და­ა­ზი­ა­ნონ, მო­სახ­ლე­ო­ბას აგ­რძნო­ბი­ნონ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვე­რა­ფერს აკე­თებს, რომ ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გვყავს. მინ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამა­ზე არ ჰქონ­დეს რე­ა­გი­რე­ბა. მთა­ვა­რია, ყვე­ლა ადა­მი­ან­თან იყოს კო­მუ­ნი­კა­ცია და ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იქ­ნე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა პრე­ტენ­ზი­ე­ბი ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და მთავ­რო­ბას­თან გქონ­დეს, მაგ­რამ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ერ­თმა­ნეთს რომ მხარ­ში უნდა და­ვუდ­გეთ, მგო­ნი ეს ბავ­შვმაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის. ჩემი წი­ნა­მორ­ბე­დი, რო­მე­ლიც გა­მო­დის და ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი სტი­ქი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იძა­ხის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გვყავს და პირ­და­პირ ზი­ანს აყე­ნებს ქვე­ყა­ნას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვუ­თხრა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი გვქონ­დეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა. ამას­თან, მო­ვუს­მი­ნოთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინ პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ამ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. ამას­თან, კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე გვქონ­დეს რე­ა­გი­რე­ბა და არა იმა­ზე, ამან რა თქვა და იმან რა თქვა“,- გა­ნა­ცხა­და ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

ავტორი:

"როცა ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია" - მიხეილ ყაველაშვილი

"როცა ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია" - მიხეილ ყაველაშვილი

როდესაც ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია - ასეთ შემთხვევაში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციას ეწევიან, რაც მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „ასეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინაა და მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ“.

„დღეს ვიმყოფებით აჭარის ტერიტორიაზე. ქობულეთში დავესწარით საკოორდინაციო შტაბის სხდომას, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოგვახსენა [ინფორმაცია] არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. აჭარაში სიტუაცია ბევრად უკეთესად არის. ამინდმაც ხელი შეუწყო. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი თითქმის, 100%-ით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც გზების გაწმენდა მიმდინარეობს. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში გზები გაწმენდილია. ელექტროენერგიის მხრივ 80-90 პროცენტი აღდგენილია. ქობულეთის რაიონში დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც ელექტროენერგია არ არის. მთავარი საკითხი ისაა, რომ ასეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინაა. მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩემთან ერთად ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, შსს-სა და თავდაცვის მინისტრები. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს მაშველ-მეხანძრეებს, ასევე, თავდაცვის ძალების სამხედროებს, რომლებიც დღესაც, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ. აჭარაში მათი დახმარების საჭიროება არაა, მაგრამ გურიაში და იმერეთში იქნება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმითვე, „მთავარია, რომ კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდეს და არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი“.

„ეს არის უსაფრთხოების საკითხი. როდესაც ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია. ასეთ შემთხვევაში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციას ეწევიან, რაც მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სრული მობილიზაციაა და გაგრძელდება მთელი ეს პერიოდი. მთელი კვირაა ვხედავდით როგორ მუშაობენ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობის ფარგლებშია. მაქსიმუმს აკეთებენ, რისი შესაძლებლობაც არსებობს. სტიქიისგან დაზღვეული არავინაა.

მე, როგორც პრეზიდენტს არ უნდა მიწევდეს, მაგრამ ეს დეზინფორმაცია და მავნებლური საკითხები იმდენად აშკარაა, რომ პირდაპირ ავნებს [სიტუაციას]. მათი მოტივია, რომ როგორმე დააზიანონ, მოსახლეობას აგრძნობინონ, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. მინდა, რომ საზოგადოებას ამაზე არ ჰქონდეს რეაგირება. მთავარია, ყველა ადამიანთან იყოს კომუნიკაცია და ყველაფერი რიგზე იქნება.

შეიძლება პრეტენზიები ნებისმიერ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან გქონდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, ერთმანეთს რომ მხარში უნდა დავუდგეთ, მგონი ეს ბავშვმაც ძალიან კარგად იცის. ჩემი წინამორბედი, რომელიც გამოდის და ახალი დაწყებული სტიქიიდან გამომდინარე იძახის, რომ ხელისუფლება არ გვყავს და პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას და ხელისუფლებას, ეს მიუღებელია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს ამ ადამიანების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დამაჯერებლობა. ამასთან, მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, ვინ პასუხისმგებელნი არიან ამ ქვეყნის განვითარებაზე და არსებულ სიტუაციაზე. ამასთან, კონკრეტულ საკითხზე გვქონდეს რეაგირება და არა იმაზე, ამან რა თქვა და იმან რა თქვა“,- განაცხადა ყაველაშვილმა.