სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქ ასვლა რთული იყო, მაგრამ ამით სტიმული მივეცი ყველას.. კადრებში ომის ვეტერანის სახლია" - რას ჰყვება თაგოს გამგებელი იქ არსებულ ვითარებაზე
"იქ ასვლა რთული იყო, მაგრამ ამით სტიმული მივეცი ყველას.. კადრებში ომის ვეტერანის სახლია" - რას ჰყვება თაგოს გამგებელი იქ არსებულ ვითარებაზე

თაგო სო­ფე­ლია აჭა­რა­ში, ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლი თვალ­წარმ­ტა­ცი ხე­დე­ბით. სო­ფელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბელს - გლემ­პინგ თაგო ხდის... რო­გორც აჭა­რის უამ­რა­ვი სო­ფე­ლი, დღეს თა­გოც დიდ­თოვ­ლო­ბას ებ­რძვის.

  • გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც სოფ­ლის გამ­გე­ბე­ლი, ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი - რუ­სუ­დან მა­ხა­რა­ძე სახ­ლის სა­ხუ­რავს თოვ­ლის დიდი სა­ფა­რის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს...

რო­გო­რია ვი­თა­რე­ბა სო­ფელ­ში, უფრო მეტი დე­ტა­ლის გა­სა­გე­ბად ქალ­ბა­ტონ რუ­სუ­დანს და­ვუ­კავ­შირ­დით...

- ქალ­ბა­ტო­ნო რუ­სუ­დან, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ვი­დე­ოს, სა­დაც ჩანს, რომ სახ­ლის გა­და­სა­თოვ­ლად სა­ხუ­რავ­ზე ახ­ვე­დით...

- ომის ვე­ტე­რა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა გა­სულ წელს, მისი მე­უღ­ლე ონ­კო­პა­ცი­ენ­ტია, დრო­ე­ბით სამ­კურ­ნა­ლო­დაა ქა­ლაქ­ში წა­სუ­ლი... ეს მათი სახ­ლია. ჩემი სახ­ლი ის არის, სა­დაც დრო­შა მო­ჩანს...

- ქალ­ბა­ტო­ნის­თვის რთუ­ლი არ იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- რა თქმა უნდა რთუ­ლი იყო ქა­ლის­თვის, მაგ­რამ ვე­ცა­დე მა­გა­ლი­თი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩემი ხალ­ხის­თვის. ამით სტი­მუ­ლი ყვე­ლას მი­ვე­ცი, რომ მარ­ტო არა­ვი­ნაა და ხალ­ხს, მათ ერ­თი­ა­ნო­ბას ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა შე­უძ­ლია.

- დიდ­თოვ­ლო­ბას ებ­რძვით, რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა დღეს სო­ფელ­ში?

- ხუთი დღეა გა­და­უ­ღებ­ლად თოვს, თოვ­ლის სა­ფარ­მა ორ მეტრს გა­და­ა­ჭარ­ბა. უწყვე­ტად მოგ­ვე­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია. პი­რა­დად მე ჩარ­თუ­ლი ვარ ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბა­ში..გზა გა­იწ­მინ­და მაგ­რამ, უხვმა ნა­ლექ­მა ჩა­კე­ტა გზა, ამ წუ­თებ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან მო­ე­მარ­თე­ბა ტექ­ნი­კა. სრულ სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქ­ტზე ვარ რა­ი­ო­ნის მერ­თან, ხუ­ლოს მერი ჯამ­ბუ­ლატ მე­ლა­ძე ძა­ლი­ან მიდ­გას გვერ­დით, მუდ­მი­ვად მი­რე­კავს. გუ­შინ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვეხ­მა­რეთ სახ­ლე­ბის გად­მო­თოვ­ლა­ში მარ­ტო­ხე­ლებს და შშმ პი­რებს... არ­სე­ბობს ვი­დე­ო­ე­ბიც ამის შე­სა­ხებ ჩემს ტიკ-ტოკ გვერ­დზე. დიდ­მა თოვლმა ნა­წი­ლობ­რივ რა თქმა უნდა გა­მო­იწ­ვია პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ მთის ხალ­ხს მეტი გამ­ძლე­ო­ბა აქვს.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა პრობ­ლე­მე­ბი?

- უხვმა ნა­ლექ­მა შე­ა­ფერ­ხა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, მე პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ვე­წე­ვი.

- სახ­ლე­ბი არ დან­გრე­უ­ლა, გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა არ ყო­ფი­ლა?

- არა, რად­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდე­ბის გვერ­დში დგო­მით გა­დავ­თოვ­ლეთ, ად­გილ­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი. ტყუ­ილს არ ვი­კად­რებ... პი­რა­დად ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით შევ­ქმე­ნი სოფ­ლის სა­გან­გე­ბო შტა­ბი და სრუ­ლად მაქვს ინ­ფორ­მა­ცია თი­თო­ე­ულ ოჯახ­ზე, სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ!

- რო­გორც ვიცი, თქვენ სოფ­ლის რძა­ლი ბრძან­დე­ბით, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის დედა..

.- დიახ, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნია, უფ­რო­სი მე­ზღვა­უ­რია...მე სახ­ლთის ხე­ო­ბი­დან, სო­ფელ - ძმა­გუ­ლი­დან ვარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"იქ ასვლა რთული იყო, მაგრამ ამით სტიმული მივეცი ყველას.. კადრებში ომის ვეტერანის სახლია" - რას ჰყვება თაგოს გამგებელი იქ არსებულ ვითარებაზე

"იქ ასვლა რთული იყო, მაგრამ ამით სტიმული მივეცი ყველას.. კადრებში ომის ვეტერანის სახლია" - რას ჰყვება თაგოს გამგებელი იქ არსებულ ვითარებაზე

თაგო სოფელია აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ულამაზესი ადგილი თვალწარმტაცი ხედებით. სოფელს განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს - გლემპინგ თაგო ხდის... როგორც აჭარის უამრავი სოფელი, დღეს თაგოც დიდთოვლობას ებრძვის.

  • გავრცელდა ვიდეო, სადაც სოფლის გამგებელი, ახალგაზრდა ქალბატონი - რუსუდან მახარაძე სახლის სახურავს თოვლის დიდი საფარისგან ათავისუფლებს...

როგორია ვითარება სოფელში, უფრო მეტი დეტალის გასაგებად ქალბატონ რუსუდანს დავუკავშირდით...

- ქალბატონო რუსუდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სახლის გადასათოვლად სახურავზე ახვედით...

- ომის ვეტერანი გარდაიცვალა გასულ წელს, მისი მეუღლე ონკოპაციენტია, დროებით სამკურნალოდაა ქალაქში წასული... ეს მათი სახლია. ჩემი სახლი ის არის, სადაც დროშა მოჩანს...

- ქალბატონისთვის რთული არ იყო ეს ყველაფერი?

- რა თქმა უნდა რთული იყო ქალისთვის, მაგრამ ვეცადე მაგალითი ვყოფილიყავი ჩემი ხალხისთვის. ამით სტიმული ყველას მივეცი, რომ მარტო არავინაა და ხალხს, მათ ერთიანობას ყველაფრის დაძლევა შეუძლია.

- დიდთოვლობას ებრძვით, როგორი ვითარებაა დღეს სოფელში?

- ხუთი დღეა გადაუღებლად თოვს, თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. უწყვეტად მოგვეწოდება ელექტროენერგია. პირადად მე ჩართული ვარ ახალგაზრდებთან ერთად მოსახლეობის დახმარებაში..გზა გაიწმინდა მაგრამ, უხვმა ნალექმა ჩაკეტა გზა, ამ წუთებში მუნიციპალიტეტიდან მოემართება ტექნიკა. სრულ სატელეფონო კონტაქტზე ვარ რაიონის მერთან, ხულოს მერი ჯამბულატ მელაძე ძალიან მიდგას გვერდით, მუდმივად მირეკავს. გუშინ დღის განმავლობაში დავეხმარეთ სახლების გადმოთოვლაში მარტოხელებს და შშმ პირებს... არსებობს ვიდეოებიც ამის შესახებ ჩემს ტიკ-ტოკ გვერდზე. დიდმა თოვლმა ნაწილობრივ რა თქმა უნდა გამოიწვია პრობლემები, მაგრამ მთის ხალხს მეტი გამძლეობა აქვს.

- კონკრეტულად რა პრობლემები?

- უხვმა ნალექმა შეაფერხა სასწავლო პროცესი, მე პედაგოგიურ საქმიანობასაც ვეწევი.

- სახლები არ დანგრეულა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შეფერხება არ ყოფილა?

- არა, რადგან მიტოვებული სახლებიც ახალგაზრდების გვერდში დგომით გადავთოვლეთ, ადგილზე ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. ტყუილს არ ვიკადრებ... პირადად ჩემი ინიციატივით შევქმენი სოფლის საგანგებო შტაბი და სრულად მაქვს ინფორმაცია თითოეულ ოჯახზე, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ!

- როგორც ვიცი, თქვენ სოფლის რძალი ბრძანდებით, მცირეწლოვანი ბავშვების დედა..

.- დიახ, ორი მცირეწლოვანია, უფროსი მეზღვაურია...მე სახლთის ხეობიდან, სოფელ - ძმაგულიდან ვარ.