მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GM PHARMA 25 წლისაა - იუბილეს კომპანია არაერთი წარმატებითა და ამბიციური გეგმით ხვდება
GM PHARMA 25 წლისაა - იუბილეს კომპანია არაერთი წარმატებითა და ამბიციური გეგმით ხვდება

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რო­ბი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ­დე GM PHARMA-ს მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნე ზრუნ­ვი­სა და უკე­თე­სი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის 25 წლის იუ­ბი­ლეს GM PHARMA არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბი­თა და ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მით ხვდე­ბა:

GM PHARMA-ს სა­წარ­მო თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე დიდი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბაა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, სა­დაც უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მყა­რი ფორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი ციკ­ლი - ნედ­ლე­უ­ლის მო­ძი­ე­ბი­დან სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის გა­მოშ­ვე­ბამ­დე.

კომ­პა­ნია ფლობს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ყვე­ლა ნა­ცი­ო­ნა­ლურ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კატ­სა და ნე­ბარ­თვას, მათ შო­რის:

  • კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის – ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი GMP (სა­ქარ­თვე­ლო).
  • კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის – GMP PIC/S (სა­ერ­თა­შო­რი­სო).
  • ხა­რის­ხის მარ­თვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018.

130-ზე მეტი ბრენ­დით, 220-ზე მეტი გა­მოშ­ვე­ბის ფორ­მით GM PHARMA ფლობს პრო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთ უდი­დეს პორ­ტფელს რე­გი­ონ­ში და მო­ი­ცავს სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ჯგუფს, საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის ჩათ­ვლით.

GM PHARMA 2017 წლი­დან წარ­მო­ად­გენს №1 კომ­პა­ნი­ას ქარ­თულ ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე, გა­ყიდ­ვე­ბის რო­გორც თან­ხობ­რი­ვი, ასე­ვე რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

კომ­პა­ნია ახორ­ცი­ე­ლებს 100-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტს და ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნია მსოფ­ლი­ოს 7 ქვე­ყა­ნა­ში (უზ­ბე­კე­თი, ტა­ჯი­კე­თი, ყირ­გი­ზე­თი, სომ­ხე­თი, მოლ­დო­ვა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყა­ზა­ხე­თი).

GM PHARMA არის 5 სა­უ­კე­თე­სო უცხო­ურ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ას შო­რის გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით უზ­ბე­კეთ­ში.

კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 600-ზე მეტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მათ შო­რის, სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნებ­ში.

GM PHARMA-ს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად 12 მი­ლი­ონ­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე (სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნე­ბი), რაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან კომ­პა­ნი­ის აღი­ა­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

ამ­ჟა­მად კომ­პა­ნი­ის კვლე­ვა-გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში (R&D) 15 ახალ მე­დი­კა­მენტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რი­თაც ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მის უკეთ მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ.

და­არ­სე­ბი­დან 25 წლის შემ­დეგ, GM PHARMA კვლავ ინარ­ჩუ­ნებს ამ­ბი­ცი­ურ მიზ­ნებს - კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია EU GMP სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტულ ლი­დე­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია არამ­ხო­ლოდ კომ­პა­ნი­ის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის ევო­ლუ­ცი­ის­თვის.

GM PHARMA-ს ის­ტო­რია 25 წლის წინ და­ი­წყო. 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს, მა­შინ, რო­დე­საც ბო­ლომ­დე არ იყო გა­დაჭ­რი­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით მო­სახ­ლე­ო­ბის უწყვე­ტად მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხი და სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გარ­კვე­უ­ლი დე­ფი­ცი­ტიც შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, გაჩ­ნდა იდეა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი­ყო მსოფ­ლიო დო­ნი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბა.

ყო­ვე­ლი კრი­ზი­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და იქ­ცეს უკე­თე­სი მო­მავ­ლის და­სა­წყი­სად, სწო­რედ ასე და­ი­ბა­და GM PHARMA - მი­უ­ხე­და­ვად იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მი­სა და ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, 2000 წლის თე­ბერ­ვალ­ში რე­ა­ლო­ბად იქცა და GM PHARMA-ში პირ­ვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი რი­ფამ­პი­ცი­ნის კაფ­სუ­ლე­ბი შე­იქ­მნა.

მას შემ­დეგ, 25 წე­ლია GM PHARMA ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ - პა­ცი­ენ­ტებს! და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან კომ­პა­ნი­ის მი­სია და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი უც­ვლე­ლია – მეც­ნი­ე­რულ მიდ­გო­მებ­ზე და ინ­დუსტრი­ის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით ხა­რის­ხი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის მუდ­მი­ვი სრულ­ყო­ფა და ისე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა-მი­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს აუმ­ჯო­ბე­სებს და მათ სი­ცო­ცხლეს უხან­გრძლი­ვებს.

R

ავტორი:

GM PHARMA 25 წლისაა - იუბილეს კომპანია არაერთი წარმატებითა და ამბიციური გეგმით ხვდება

GM PHARMA 25 წლისაა - იუბილეს კომპანია არაერთი წარმატებითა და ამბიციური გეგმით ხვდება

ფარმაცევტული ინდუსტრიის რეგიონული ლიდერობიდან საერთაშორისო მულტინაციონალურ ორგანიზაციამდე GM PHARMA-ს მეოთხედი საუკუნე ზრუნვისა და უკეთესი ჯანმრთელობისთვის.

უწყვეტი განვითარების 25 წლის იუბილეს GM PHARMA არაერთი წარმატებითა და ამბიციური გეგმით ხვდება:

GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.

კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას, მათ შორის:

  • კარგი საწარმოო პრაქტიკის – ნაციონალური GMP (საქართველო).
  • კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP PIC/S (საერთაშორისო).
  • ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018.

130-ზე მეტი ბრენდით, 220-ზე მეტი გამოშვების ფორმით GM PHARMA ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით.

GM PHARMA 2017 წლიდან წარმოადგენს №1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს და ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 7 ქვეყანაში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი).

GM PHARMA არის 5 საუკეთესო უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიას შორის გაყიდვების მაჩვენებლით უზბეკეთში.

კომპანიაში დასაქმებულია 600-ზე მეტი პროფესიონალი, მათ შორის, საექსპორტო ქვეყნებში.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნები), რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

ამჟამად კომპანიის კვლევა-განვითარების დეპარტამენტში (R&D) 15 ახალ მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა, რითაც ჯანდაცვის სპეციალისტებს ბევრი მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემის უკეთ მკურნალობის საშუალება მიეცემათ.

დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, GM PHARMA კვლავ ინარჩუნებს ამბიციურ მიზნებს - კომპანიის მთავარი პრიორიტეტია EU GMP სერტიფიკატის მიღება და საერთაშორისო ფარმაცევტულ ლიდერად ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია არამხოლოდ კომპანიის ზრდა-განვითარებისთვის, არამედ საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევოლუციისთვის.

GM PHARMA-ს ისტორია 25 წლის წინ დაიწყო. 90-იანი წლების ბოლოს, მაშინ, როდესაც ბოლომდე არ იყო გადაჭრილი ფარმაცევტული პროდუქციით მოსახლეობის უწყვეტად მომარაგების საკითხი და საქართველოში სამკურნალო საშუალებების გარკვეული დეფიციტიც შეინიშნებოდა, გაჩნდა იდეა, ჩვენს ქვეყანაში შექმნილიყო მსოფლიო დონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული წარმოება.

ყოველი კრიზისი შეიძლება იყოს შესაძლებლობა და იქცეს უკეთესი მომავლის დასაწყისად, სწორედ ასე დაიბადა GM PHARMA - მიუხედავად იმ დროისთვის არსებული სირთულეებისა, დასახული მიზანი დაუღალავი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, 2000 წლის თებერვალში რეალობად იქცა და GM PHARMA-ში პირველი მედიკამენტი რიფამპიცინის კაფსულები შეიქმნა.

მას შემდეგ, 25 წელია GM PHARMA ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ - პაციენტებს! დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

R