სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯასტინ ბიბერის უცნაური, ახალი ვიდეო, რომელმაც ვარსკვლავის ფანები შეაშფოთა: “გაჩერდი... შენ უკვე მამა ხარ”
ჯასტინ ბიბერის უცნაური, ახალი ვიდეო, რომელმაც ვარსკვლავის ფანები შეაშფოთა: “გაჩერდი... შენ უკვე მამა ხარ”

ახალ­მა ვი­დე­ომ, რო­მელ­შიც ჯას­ტინ ბი­ბე­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უც­ნა­ურ რეპს ას­რუ­ლებს, მისი ფა­ნე­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

30 წლის მომ­ღე­რა­ლი Instagram-ზე გა­ზი­ა­რე­ბულ ვი­დე­ო­ში უპე­რან­გოდ, მე­გობ­რის გვერ­დით იდგა და ჩიფ­სე­ბის პა­კე­ტით ხელ­ში შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით მღე­რო­და: "მა­გა­რი ტიპი მომ­წონს, ჩი­ტი­ვით მაღ­ლა დავფრი­ნავ, იმ­დე­ნად მაღ­ლა, თით­ქოს ეს ტიპი მე ვარ",

ჯას­ტინს ლურ­ჯი ქუდი ეხუ­რა და Calvin Klein-ის საც­ვა­ლი და დიდი ზო­მის ჯინ­სე­ბი ეცვა.

მომ­ღერ­ლის გა­რეგ­ნო­ბამ და მო­ნო­ტო­ნურ­მა შეს­რუ­ლე­ბამ ფა­ნე­ბი შე­აშ­ფო­თა. მათ ჯას­ტინს დახ­მა­რე­ბის მო­ძი­ე­ბა სთხო­ვეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ მან ეს მისი ექ­ვსი თვის ვა­ჟის, ჯეკ ბლუ­ზის გუ­ლის­თვის უნდა გა­ა­კე­თოს. ერთ-ერ­თმა და­წე­რა, "გა­ჩერ­დი, ჯას­ტინ, შენ ახ­ლა­ხან მამა გახ­დი".

ვი­დეო ორ დღე­ში გავ­რცელ­და მას შემ­დეგ, რაც ჯას­ტი­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი ძლი­ერ ნარ­კო­ტი­კებს იყე­ნებს და გა­ნა­ცხა­და, - მისი ჩაც­ვე­ნი­ლი თვა­ლე­ბი შვი­ლის მოვ­ლით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, პა­ტა­რას ჩა­ძი­ნე­ბა უჭირ­სო.

"ამის ნახ­ვა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა," - და­წე­რა ერთ-ერ­თმა ფან­მა, ხოლო სხვამ და­ა­მა­ტა: "შენ დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბა! ჯას­ტინ, გვიყ­ვარ­ხარ!"

"ძმაო, იე­სოს უყ­ვარ­ხარ! არ და­უბ­რუნ­დე შენს ძველ გზებს!!" - მო­უ­წო­და კი­დევ ერ­თმა.

"მისი თვა­ლე­ბის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა ბრიტ­ნი­სას ჰგავს", - აღ­ნიშ­ნა სხვამ.

და­ნარ­ჩე­ნი კო­მენ­ტა­რე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რი იყო:

"რა­ტომ არ არის ეს კაცი თა­ვის ბავ­შვთან ერ­თად?"

"არ მგო­ნია კარ­გად იყოს".

"გთხოვ, თავს მო­უ­ა­რე".

"ვი­ლო­ცებ შენი გან­კურ­ნე­ბის­თვის…"

ბი­ბე­რი სულ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გამ­ხდა­რი და ჩაც­ვე­ნი­ლი თვა­ლე­ბით გა­მოჩ­ნდა, რა­მაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა, ასე­ვე გაჩ­ნდა ეჭვი, რომ გრე­მის მფლო­ბე­ლი მუ­სი­კო­სი ნარ­კო­ტი­კებს იყე­ნებს.

ბი­ბე­რის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ეს ტყუ­ი­ლია და მომ­ღე­რა­ლი ამ­ჟა­მად თა­ვის მე­უღ­ლეს­თან, ჰე­ი­ლი ბი­ბერ­თან ერ­თად ახალ­შო­ბი­ლი ვა­ჟიშ­ვი­ლის, ჯე­კის აღ­ზრდა­ზე აქ­ტი­უ­რა­დაა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, ისე­ვე, რო­გორც ახა­ლი მუ­სი­კის შექ­მნა­ზე

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვარ­სკვლა­ვი და­ი­ღა­ლა ჭო­რე­ბით, რომ მას ფსი­ქი­კუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

მის­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­მო­ცე­მას გა­ნუ­ცხა­და, რომ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სტა­ტი­ე­ბი ბი­ბერ­ზე "სამ­წუ­ხა­როა და აჩ­ვე­ნებს, რომ აშ­კა­რა სი­მარ­თლის მი­უ­ხე­და­ვად, ხალ­ხის­თვის სკან­და­ლუ­რი და უსა­ფუძ­ვლო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად".

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ჯასტინ ბიბერის უცნაური, ახალი ვიდეო, რომელმაც ვარსკვლავის ფანები შეაშფოთა: “გაჩერდი... შენ უკვე მამა ხარ”

ჯასტინ ბიბერის უცნაური, ახალი ვიდეო, რომელმაც ვარსკვლავის ფანები შეაშფოთა: “გაჩერდი... შენ უკვე მამა ხარ”

ახალმა ვიდეომ, რომელშიც ჯასტინ ბიბერი ნარკოტიკების გამოყენებაზე უცნაურ რეპს ასრულებს, მისი ფანების შეშფოთება გამოიწვია.

30 წლის მომღერალი Instagram-ზე გაზიარებულ ვიდეოში უპერანგოდ, მეგობრის გვერდით იდგა და ჩიფსების პაკეტით ხელში შემდეგი სიტყვებით მღეროდა: "მაგარი ტიპი მომწონს, ჩიტივით მაღლა დავფრინავ, იმდენად მაღლა, თითქოს ეს ტიპი მე ვარ",

ჯასტინს ლურჯი ქუდი ეხურა და Calvin Klein-ის საცვალი და დიდი ზომის ჯინსები ეცვა.

მომღერლის გარეგნობამ და მონოტონურმა შესრულებამ ფანები შეაშფოთა. მათ ჯასტინს დახმარების მოძიება სთხოვეს და აღნიშნეს, რომ მან ეს მისი ექვსი თვის ვაჟის, ჯეკ ბლუზის გულისთვის უნდა გააკეთოს. ერთ-ერთმა დაწერა, "გაჩერდი, ჯასტინ, შენ ახლახან მამა გახდი".

ვიდეო ორ დღეში გავრცელდა მას შემდეგ, რაც ჯასტინის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია, რომ იგი ძლიერ ნარკოტიკებს იყენებს და განაცხადა, - მისი ჩაცვენილი თვალები შვილის მოვლით არის განპირობებული, პატარას ჩაძინება უჭირსო.

"ამის ნახვა ძალიან სამწუხაროა," - დაწერა ერთ-ერთმა ფანმა, ხოლო სხვამ დაამატა: "შენ დახმარება გჭირდება! ჯასტინ, გვიყვარხარ!"

"ძმაო, იესოს უყვარხარ! არ დაუბრუნდე შენს ძველ გზებს!!" - მოუწოდა კიდევ ერთმა.

"მისი თვალების გამომეტყველება ბრიტნისას ჰგავს", - აღნიშნა სხვამ.

დანარჩენი კომენტარები შემდეგნაირი იყო:

"რატომ არ არის ეს კაცი თავის ბავშვთან ერთად?"

"არ მგონია კარგად იყოს".

"გთხოვ, თავს მოუარე".

"ვილოცებ შენი განკურნებისთვის…"

ბიბერი სულ რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებაში გამხდარი და ჩაცვენილი თვალებით გამოჩნდა, რამაც მისი ჯანმრთელობის შესახებ კითხვები გააჩინა, ასევე გაჩნდა ეჭვი, რომ გრემის მფლობელი მუსიკოსი ნარკოტიკებს იყენებს.

ბიბერის წარმომადგენლის თქმით, ეს ტყუილია და მომღერალი ამჟამად თავის მეუღლესთან, ჰეილი ბიბერთან ერთად ახალშობილი ვაჟიშვილის, ჯეკის აღზრდაზე აქტიურადაა ფოკუსირებული, ისევე, როგორც ახალი მუსიკის შექმნაზე

როგორც ამბობენ, ვარსკვლავი დაიღალა ჭორებით, რომ მას ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მისმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ბოლოდროინდელი სტატიები ბიბერზე "სამწუხაროა და აჩვენებს, რომ აშკარა სიმართლის მიუხედავად, ხალხისთვის სკანდალური და უსაფუძვლო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად".

წყარო