საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინა რუსეთისგან თავის დასაცავად, ბირთვული იარაღის მიღებას ითხოვს - რას აცხადებს მარკო რუბიო - “ზელენსკი ფუნდამენტური გამოწვევის წინაშეა“
უკრაინა რუსეთისგან თავის დასაცავად, ბირთვული იარაღის მიღებას ითხოვს - რას აცხადებს მარკო რუბიო - “ზელენსკი ფუნდამენტური გამოწვევის წინაშეა“

“თუ რუ­სე­თი ჩი­ნე­თის უმ­ცრო­სი პარტნი­ო­რი გახ­დე­ბა, მა­შინ ორი ბირ­თვუ­ლი ძალა აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ან­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, მარ­კო რუ­ბი­ომ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 21-ე სა­უ­კუ­ნის მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლი აშშ-ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იქ­ნე­ბა.

“თუ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში რუ­სე­თი ჩი­ნე­თის მუდ­მი­ვი უმ­ცრო­სი პარტნი­ო­რი გახ­დე­ბა, მა­შინ ჩვენ უკვე ვსა­უბ­რობთ ორ ბირ­თვულ ძა­ლა­ზე, რომ­ლე­ბიც აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი. თუ ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, ჩვენ აღ­მოვ­ჩნდე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სურს თუ არა რუ­სეთს აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რომ ისი­ნი ამას ვერ შეძ­ლე­ბენ, რად­გან ისი­ნი ჩი­ნეთ­ზე მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მარ­კო რუ­ბი­ომ.

მისი თქმით, აშშ-ს ჩი­ნეთ­თან კონ­კუ­რენ­ცია ექ­ნე­ბა, მაგ­რამ იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ეს პირ­და­პირ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ გა­და­იზ­რდე­ბა.

“რუ­სებ­თან უთან­ხმო­ე­ბა გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა ორი­ვე მათ­გან­თან უნდა გვქონ­დეს. ეს ქვეყ­ნე­ბი დიდი და ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც ბირ­თვუ­ლი მა­რა­გე­ბი აქვთ. ვფიქ­რობ, ჩვენ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში საღი აზ­რის ცნე­ბა დავ­კარ­გეთ“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა.

  • ამას­თან, მარ­კო რუ­ბი­ოს გან­ცხა­დე­ბით, ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­და­ცე­მა სე­რი­ო­ზულ წი­ნა­და­დე­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მარ­კო რუ­ბიო უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თუ უკ­რა­ი­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არ მოხ­დე­ბა, მა­შინ ქვე­ყა­ნამ რუ­სე­თის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი უნდა მი­ი­ღოს.

“არ მგო­ნია, რომ ვინ­მე ამას მათი მხრი­დან სე­რი­ო­ზულ წი­ნა­და­დე­ბად ჩათ­ვლის. არ ვფიქ­რობ, რომ მათ­თვის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­და­ცე­მა გა­მო­სა­ვალს წარ­მო­ად­გენს. ვფიქ­რობ, რომ ეს რე­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნა არ არის“, - გა­ნა­ცხა­და მარ­კო რუ­ბი­ომ.

მი­სი­ვე თქმით, მსოფ­ლი­ო­ში ნაკ­ლე­ბი ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უნდა იყოს და არა უფრო მეტი.

“ვფიქ­რობ, რომ ამით მათი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა არ ხდე­ბა. ვფიქ­რობ, ის [ზე­ლენ­სკი] ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა. რო­გორ უნდა და­ას­რუ­ლო კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა და თან ისე, რომ ორ-სამ წე­ლი­წად­ში ახა­ლი ომი არ და­ი­წყოს? ეს ის სა­კი­თხე­ბია, რო­მელ­თა გან­ხილ­ვა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს უნდა მოხ­დეს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი ამა­ზე პა­სუხს არ წარ­მო­ად­გენს“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

უკრაინა რუსეთისგან თავის დასაცავად, ბირთვული იარაღის მიღებას ითხოვს - რას აცხადებს მარკო რუბიო - “ზელენსკი ფუნდამენტური გამოწვევის წინაშეა“

უკრაინა რუსეთისგან თავის დასაცავად, ბირთვული იარაღის მიღებას ითხოვს - რას აცხადებს მარკო რუბიო - “ზელენსკი ფუნდამენტური გამოწვევის წინაშეა“

“თუ რუსეთი ჩინეთის უმცროსი პარტნიორი გახდება, მაშინ ორი ბირთვული ძალა აშშ-ის წინააღმდეგ გაერთიანდება“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, 21-ე საუკუნის მთავარი განმსაზღვრელი აშშ-ჩინეთის ურთიერთობები იქნება.

“თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი ჩინეთის მუდმივი უმცროსი პარტნიორი გახდება, მაშინ ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ორ ბირთვულ ძალაზე, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ იქნებიან გაერთიანებულები. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა რუსეთს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ, რადგან ისინი ჩინეთზე მთლიანად დამოკიდებულები იქნებიან“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ს ჩინეთთან კონკურენცია ექნება, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ ეს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.

“რუსებთან უთანხმოება გვექნება, მაგრამ ურთიერთობა ორივე მათგანთან უნდა გვქონდეს. ეს ქვეყნები დიდი და ძლიერი სახელმწიფოები არიან, რომელთაც ბირთვული მარაგები აქვთ. ვფიქრობ, ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებში საღი აზრის ცნება დავკარგეთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

  • ამასთან, მარკო რუბიოს განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა სერიოზულ წინადადებას არ წარმოადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება, მაშინ ქვეყანამ რუსეთისგან თავის დასაცავად ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს.

“არ მგონია, რომ ვინმე ამას მათი მხრიდან სერიოზულ წინადადებად ჩათვლის. არ ვფიქრობ, რომ მათთვის ბირთვული იარაღის გადაცემა გამოსავალს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ეს რეალური მოთხოვნა არ არის“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისივე თქმით, მსოფლიოში ნაკლები ბირთვული სახელმწიფო უნდა იყოს და არა უფრო მეტი.

“ვფიქრობ, რომ ამით მათი პრობლემის მოგვარება არ ხდება. ვფიქრობ, ის [ზელენსკი] ფუნდამენტური გამოწვევის წინაშეა. როგორ უნდა დაასრულო კონფლიქტი, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და თან ისე, რომ ორ-სამ წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს? ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვა მოლაპარაკებების დროს უნდა მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღი ამაზე პასუხს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

წყარო