სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლავასოღლისა" და ცნობილი ბათუმელი მოდელის წვეულება რომის მდიდრულ სასტუმროში - 230 000 დოლარიანი სამკაულით წარმოდგენილი ნინიკო ნაცარაშვილი და ფოტოები იტალიიდან
"ლავასოღლისა" და ცნობილი ბათუმელი მოდელის წვეულება რომის მდიდრულ სასტუმროში - 230 000 დოლარიანი სამკაულით წარმოდგენილი ნინიკო ნაცარაშვილი და ფოტოები იტალიიდან

23 თე­ბერ­ვალს, იტა­ლი­ის დე­და­ქალ რომ­ში მდე­ბა­რე მდიდ­რულ სას­ტუმ­რო­ში ბა­თუ­მელ­მა მო­დელ­მა, ნი­ნი­კო ნა­ცა­რიშ­ვილ­მა წვე­უ­ლე­ბა მო­ა­წყო. The St. Regis Rome 1894 წლი­დან მას­პინ­ძლობს სტუმ­რებს.

სას­ტუმ­რო გა­მო­ირ­ჩე­ვა ელე­გან­ტუ­რი დი­ზა­ი­ნი­თა და ხე­ლოვ­ნე­ბის მდი­და­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბით. ის ასე­ვე შე­დის "50 Best Discovery"-ს სი­ა­ში, რაც ხაზს უს­ვამს მის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა­სა და მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბას.

ნი­ნი­კო ნა­ცა­რიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან რომ­ში ძმას­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­ვი­და. ად­გილ­ზე კი დახ­ვდა მე­უღ­ლე კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი მინ­დია გო­რა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად ლა­ვა­ს­ოღ­ლი. მდიდ­რუ­ლი ვახ­შა­მი სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­შია გაშ­ლი­ლი, ფო­ტო­ებ­ზე, ნი­ნი­კო, მინ­დია გო­რა­ძე, ნი­ნი­კოს ძმა და მე­გობ­რე­ბი ჩა­ნან.

ნა­ცა­რიშ­ვილს მარ­ცხე­ნა ხე­ლის არა­თით­ზე Ruby Queen-ს ბე­ჭე­დი უკე­თია, ALO Diamonds-ის კო­ლექ­ცი­ი­დან. 18 კა­რა­ტი­ა­ნი თეთ­რი ოქ­როს ფასი, რო­მე­ლიც ბრი­ლი­ან­ტე­ბით არის გა­წყო­ბი­ლი 236 340 დო­ლა­რი ღირს.

ლა­ვა­ს­ოღ­ლის კი მა­ჯა­ზე 2020 Rolex Daytona - ეს მო­დე­ლი წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ და პო­პუ­ლა­რულ სა­ათს Rolex-ის კო­ლექ­ცი­ი­დან და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 46 200 დო­ლა­რია.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბა­თუ­მე­ლი მო­დე­ლი ნი­ნი­კო ნა­ცა­რაშ­ვილს, შვილს ელო­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, რომ მისი რჩე­უ­ლი ცნო­ბი­ლი ბა­თუ­მე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" მინ­დია გო­რა­ძე, იგი­ვე "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" გახ­ლდათ. თუმ­ცა უამ­რა­ვი კი­თხვის მი­უ­ხე­და­ვად ნი­ნი­კოს "ლა­ვა­ს­ოღ­ლის" ცო­ლო­ბა ბავ­შვის შე­ძე­ნის შემ­დე­გაც არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

პირ­ვე­ლად ლა­ვა­ს­ოღ­ლის­თან ერ­თად ნა­ცა­რიშ­ვი­ლი ორი თვის წინ გა­მოჩ­ნდა. გო­გო­ნამ მინ­დია გო­რა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ქა­ლის იდუ­მა­ლი მე­უღ­ლე სწო­რედ "ლა­ვა­ს­ოღ­ლია", და­დას­ტურ­და. "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" ამ­ჟა­მად ქარ­თულ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მას ემა­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, მინ­დია გო­რა­ძის კრი­მი­ნა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფია მო­ი­ცავ­და სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებს, მათ შო­რის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულს - ქურ­დო­ბას, რე­კეტ­სა და ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებს. "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა ქარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში და მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვრცელ­დე­ბო­და ქვეყ­ნის გა­რე­თაც.

2023 წლის აგ­ვის­ტო­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი მოლ­დო­ვა­ში და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა მა­ლე­ვე მის­მა ოჯა­ხის წევ­რმა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

მინ­დია გო­რა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა საქ­მე­ზე, ჯამ­ში 22-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს მის­ჯი­ლი.

2018 წლის ივ­ლის­ში ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნო "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში“, ჯგუ­ფუ­რად გა­მო­ძალ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა­ში და და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. 2019 წლის აპ­რილ­ში კი ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბი­სა“ და "ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მუხ­ლე­ბით და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

"ლა­ვა­ს­ოღ­ლი" 2021 წელს უკ­რა­ი­ნა­შიც და­ა­კა­ვეს და ოდე­სის აე­რო­პორ­ტში ექ­სტრა­დი­რე­ბას ელო­დე­ბო­და, თუმ­ცა რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი უც­ნო­ბია, ფაქ­ტია, რომ კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა ცი­ხეს მა­ში­ნაც და­აღ­წია თავი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ლავასოღლისა" და ცნობილი ბათუმელი მოდელის წვეულება რომის მდიდრულ სასტუმროში - 230 000 დოლარიანი სამკაულით წარმოდგენილი ნინიკო ნაცარაშვილი და ფოტოები იტალიიდან

"ლავასოღლისა" და ცნობილი ბათუმელი მოდელის წვეულება რომის მდიდრულ სასტუმროში - 230 000 დოლარიანი სამკაულით წარმოდგენილი ნინიკო ნაცარაშვილი და ფოტოები იტალიიდან

23 თებერვალს, იტალიის დედაქალ რომში მდებარე მდიდრულ სასტუმროში ბათუმელმა მოდელმა, ნინიკო ნაცარიშვილმა წვეულება მოაწყო. The St. Regis Rome 1894 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს.

სასტუმრო გამოირჩევა ელეგანტური დიზაინითა და ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობით. ის ასევე შედის "50 Best Discovery"-ს სიაში, რაც ხაზს უსვამს მის გამორჩეულობასა და მაღალი დონის მომსახურებას.

ნინიკო ნაცარიშვილი საქართველოდან რომში ძმასთან და მეგობრებთან ერთად ჩავიდა. ადგილზე კი დახვდა მეუღლე კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად ლავასოღლი. მდიდრული ვახშამი სასტუმროს რესტორანშია გაშლილი, ფოტოებზე, ნინიკო, მინდია გორაძე, ნინიკოს ძმა და მეგობრები ჩანან.

ნაცარიშვილს მარცხენა ხელის არათითზე Ruby Queen-ს ბეჭედი უკეთია, ALO Diamonds-ის კოლექციიდან. 18 კარატიანი თეთრი ოქროს ფასი, რომელიც ბრილიანტებით არის გაწყობილი 236 340 დოლარი ღირს.

ლავასოღლის კი მაჯაზე 2020 Rolex Daytona - ეს მოდელი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ საათს Rolex-ის კოლექციიდან და მისი ღირებულება 46 200 დოლარია.

რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმელი მოდელი ნინიკო ნაცარაშვილს, შვილს ელოდებოდა. საზოგადოებაში ბევრს საუბრობდნენ, რომ მისი რჩეული ცნობილი ბათუმელი "კანონიერი ქურდი" მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" გახლდათ. თუმცა უამრავი კითხვის მიუხედავად ნინიკოს "ლავასოღლის" ცოლობა ბავშვის შეძენის შემდეგაც არ დაუდასტურებია.

პირველად ლავასოღლისთან ერთად ნაცარიშვილი ორი თვის წინ გამოჩნდა. გოგონამ მინდია გორაძესთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ცნობა იმის შესახებ, რომ ქალის იდუმალი მეუღლე სწორედ "ლავასოღლია", დადასტურდა. "ლავასოღლი" ამჟამად ქართულ სამართალდამცავ სისტემას ემალება.

შეგახსენებთ, მინდია გორაძის კრიმინალური ბიოგრაფია მოიცავდა სხვადასხვა დანაშაულებს, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულს - ქურდობას, რეკეტსა და ფინანსურ მაქინაციებს. "ლავასოღლი" გავლენიანი ფიგურაა ქართულ კრიმინალურ სამყაროში და მისი ავტორიტეტი ვრცელდებოდა ქვეყნის გარეთაც.

2023 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონიერი ქურდი მოლდოვაში დააკავეს. თუმცა მალევე მისმა ოჯახის წევრმა ეს ინფორმაცია უარყო.

მინდია გორაძეს საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში 22-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.

2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო "კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ "კანონიერი ქურდობისა“ და "ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

"ლავასოღლი" 2021 წელს უკრაინაშიც დააკავეს და ოდესის აეროპორტში ექსტრადირებას ელოდებოდა, თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები უცნობია, ფაქტია, რომ კანონიერმა ქურდმა ციხეს მაშინაც დააღწია თავი.

წაიკითხეთ ასევე: