სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვუკავშირდები, ორი პატარა შვილი ჰყავს, სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს" - რას ჰყვება ლელა კურტანიძე სოფელ შრომაში ჩარჩენილ ქალზე
"ვერ ვუკავშირდები, ორი პატარა შვილი ჰყავს, სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს" - რას ჰყვება ლელა კურტანიძე სოფელ შრომაში ჩარჩენილ ქალზე

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე დღეა გა­და­უ­ღებ­ლად თოვს. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ინ­ტენ­სი­ურ თო­ვას 27 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით ელო­დე­ბი­ან.

დიდ­თოვ­ლო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი უკვე შექ­მნა გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში. დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი გარე სამ­ყა­როს არის მო­წყვე­ტი­ლი. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია 2 გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. მათ ნა­წილს არ მი­ე­წო­დე­ბა გაზი, დენი და წყა­ლი, არ აქვთ წვდო­მა მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და საკ­ვებ­ზე. ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში ად­გილ­ზე ვერ ახერ­ხებს მის­ვლას სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ვერ ახერ­ხე­ბენ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მცხოვ­რებ ახ­ლობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას.

  • "მარი ჩხა­ი­ძეს ვე­ღარ ვუ­კავ­შირ­დე­ბი სო­ფელ შრო­მა­ში და გული მის­კდე­ბა. ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვით ცხოვ­რობს" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ე­ტი ლელა კურ­ტა­ნი­ძე

AMBEBI.GE მე­ტის გა­სარ­კვე­ვად ლელა კურ­ტა­ნი­ძეს და­უ­კავ­შირ­და

"მარი ჩხა­ი­ძე სო­ფელ შრო­მას მკვიდ­რი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია, ორი პა­ტა­რა შვი­ლი ჰყავს. სახ­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლი მე­დე­გო­ბი­საა და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ინ­გრეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი გა­დაყ­ვა­ნა უსაფრ­თხო ად­გილ­ზე. ზო­გა­დად, სო­ფელ შრო­მას ძა­ლი­ან უჭირს. მე გული ჩემს მე­გო­ბარ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მტკი­ვა, მაგ­რამ მი­სა­ხე­დია ყვე­ლა და ამის დაგ­ვი­ა­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მა­რი­ზე არა, მაგ­რამ ვიცი რომ ვი­ღა­ცა და­შა­ვე­ბუ­ლი ჰყავთ სო­ფელ შრო­მა­ში და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ოღონდ სა­ხე­ლი და გვა­რი არ ვიცი."

გო­გო­ნამ, რო­მელ­ზეც კურ­ტა­ნი­ძე სა­უბ­რობს ბოლო პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუ­შინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და:

"წყალ­ზე და შუქ­ზე და გზა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტიც გვე­წუ­რე­ბა. ბოლო წი­წი­ბუ­რას ვხარ­შავ იქ­ნებ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნოთ სა­მაშ­ვე­ლო ერთ ადა­მი­ანს და­ვა­ბა­რებთ ყვე­ლა­ფერს.(მე და ჩემი მე­ზობ­ლე­ბი ) ირ­გვლივ მცხოვ­რე­ბე­ბი რომ მოგ­ვი­ტა­ნონ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი თუნ­დაც ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით. ( სა­მაშ­ვე­ლომ ეგ ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დი­სო.

მე­გობ­რე­ბო ჩემი გამ­ძლე და ოპ­ტი­მის­ტუ­რი ფსი­ქო­ტი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იცო­დეთ რომ ვი­საც იც­ნობთ ყვე­ლა­ზე ამ­ტა­ნი ვარ მათ შო­რის. და შე­საძ­ლოა სხვებს კი­დევ მე­ტად უჭირს. მე და ჩემ­მა სამ­მა მე­გო­ბარ­მა და მე­ზო­ბელ­მა ორი სა­ა­თის წინ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სახ­ლში ჩა­კე­ტი­ლი მარ­ტო­ხე­ლა ქალი".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვერ ვუკავშირდები, ორი პატარა შვილი ჰყავს, სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს" - რას ჰყვება ლელა კურტანიძე სოფელ შრომაში ჩარჩენილ ქალზე

"ვერ ვუკავშირდები, ორი პატარა შვილი ჰყავს, სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს" - რას ჰყვება ლელა კურტანიძე სოფელ შრომაში ჩარჩენილ ქალზე

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსები ინტენსიურ თოვას 27 თებერვლის ჩათვლით ელოდებიან.

დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. დიდთოვლობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე. ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვერ ახერხებენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ახლობლებთან დაკავშირებას.

  • "მარი ჩხაიძეს ვეღარ ვუკავშირდები სოფელ შრომაში და გული მისკდება. ორი მცირეწლოვანი ბავშვით ცხოვრობს" - წერს სოციალურ ქსელში პოეტი ლელა კურტანიძე

AMBEBI.GE მეტის გასარკვევად ლელა კურტანიძეს დაუკავშირდა

"მარი ჩხაიძე სოფელ შრომას მკვიდრი მაცხოვრებელია, ორი პატარა შვილი ჰყავს. სახლი ძალიან დაბალი მედეგობისაა და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. აუცილებელია მისი გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე. ზოგადად, სოფელ შრომას ძალიან უჭირს. მე გული ჩემს მეგობარზე განსაკუთრებით მტკივა, მაგრამ მისახედია ყველა და ამის დაგვიანება არ შეიძლება. მარიზე არა, მაგრამ ვიცი რომ ვიღაცა დაშავებული ჰყავთ სოფელ შრომაში და სამედიცინო დახმარება სჭირდება. ოღონდ სახელი და გვარი არ ვიცი."

გოგონამ, რომელზეც კურტანიძე საუბრობს ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა, სადაც წერდა:

"წყალზე და შუქზე და გზაზე აღარაფერს ვამბობ საკვები პროდუქტიც გვეწურება. ბოლო წიწიბურას ვხარშავ იქნებ გამოგვიგზავნოთ სამაშველო ერთ ადამიანს დავაბარებთ ყველაფერს.(მე და ჩემი მეზობლები ) ირგვლივ მცხოვრებები რომ მოგვიტანონ საკვები პროდუქტები თუნდაც ჩვენი ხარჯებით. ( სამაშველომ ეგ ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო.

მეგობრებო ჩემი გამძლე და ოპტიმისტური ფსიქოტიპიდან გამომდინარე იცოდეთ რომ ვისაც იცნობთ ყველაზე ამტანი ვარ მათ შორის. და შესაძლოა სხვებს კიდევ მეტად უჭირს. მე და ჩემმა სამმა მეგობარმა და მეზობელმა ორი საათის წინ გამოვიყვანეთ სახლში ჩაკეტილი მარტოხელა ქალი".

წაიკითხეთ ასევე: